საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები
მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ახა­ლი წევ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე და­ა­სა­ხე­ლა. "ჩემი გუნ­დის წევ­რებს ძი­რი­თა­დად სა­ერ­თო აქვთ პა­ტი­ოს­ნე­ბა", - ასე და­ა­ხა­სი­ა­თა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის მო­მა­ვა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"სა­ერ­თო - პა­ტი­ოს­ნე­ბა", ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ვნა­ხოთ და გა­ვიხ­სე­ნოთ, "ვინ სა­ი­დან მო­ვი­და". . .

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და ვიცე-პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია. ირაკ­ლი ალა­სა­ნია - გა­ე­რო-ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო 2006 წლის ივ­ნი­სი­დან 2008 წლის დე­კემ­ბრამ­დე. 2006 წლის 17 მარ­ტამ­დე იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­კი­თხებ­ში. იგი ასე­ვე იყო პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქარ­თულ-აფხა­ზურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. 2005 წლის 15 თე­ბერ­ვალს ალა­სა­ნია და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რად წარ­მო­მად­გენ­ლად აფხა­ზეთ­ში.

იმავდრო­უ­ლად იყო აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე. 2004 წლის 16 ივ­ლი­სი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე, ხოლო ამ პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბამ­დე იყო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე. 2002 წლის იან­ვრი­დან ალა­სა­ნია იყო სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, მა­ნამ­დე 2001 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან იგი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენტს. ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო 1998 წლი­დან, სა­დაც 2001 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებს, მათ შო­რის მუ­შა­ობ­და დსთ-სა და რუ­სე­თის დე­პარ­ტა­მენ­ტში და აშშ-ს, კა­ნა­და­სა და მექ­სი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში. ალა­სა­ნი­ამ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1995 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით და­ამ­თავ­რა. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1984 წლის 28 აპ­რილს სიღ­ნაღ­ში. და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი. შემ­დეგ სწავ­ლა პა­რიზ­ში, სორ­ბო­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, 2004 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დაბ­რუნ­და და მუ­შა­ო­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუ­ში" ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ნე­ჯე­რის ასის­ტენ­ტად და­ი­წყო. 2005 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­შემ­წე და "ქარ­თუს" პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. და­არ­სე­ბის დღი­დან პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რია.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტრო-სო­ზარ სუ­ბა­რი. და­ი­ბა­და 1964 წლის 4 ნო­ემ­ბერს მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში. 1971-1981 წლებ­ში სწავ­ლობ­და ჭუ­ბე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. 1982 წელს გახ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი. 1991-1995 წლებ­ში სწავ­ლობ­და სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში თე­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. 1996 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში - "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა - რა­დიო თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პა". 1987 წელს იგი მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში ეთ­ნოგ­რა­ფი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 1998 წელს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ცენ­ტრში - არ­ქე­ო­ლო­გი­ის და ეთ­ნო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ა­ში. 1989 წელს მსა­ხუ­რობ­და და­ვით გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში დი­აკ­ვნად. 1989-1992 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სოფ. ბოს­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში. 1989-1991 წელს მსა­ხუ­რობ­და დი­აკ­ვნად დმა­ნის­ში, სი­ო­ნის ტა­ძარ­ში, ხოლო 1991-1995 წლებ­ში ივე­რი­ის წმინ­და მა­რი­ა­მის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში - თბი­ლის­ში. 1993 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და აფხა­ზე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. 1995-1996 წლებ­ში მუ­შა­ობ­და კო­რეს­პონ­დენ­ტად გა­ზეთ "კავ­კა­სი­ონ­ში". 1996-2000 წლებ­ში კი ამა­ვე გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი გახ­ლდათ. 1998 წლი­დან მუ­შა­ობ­და ლონ­დო­ნის ომი­სა და მშვი­დო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის კო­რეს­პონ­დენ­ტად, 1996-1998 წლებ­ში კი რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" კო­რეს­პონ­დენ­ტად პრა­ღა­ში. 1997 წლი­დან არის თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტთა კლუ­ბის თავ­მჯდო­მა­რე. 2000 წელს იყო ჟურ­ნალ "არი­ლის" რე­დაქ­ტორ­თა ჯგუ­ფის წევ­რი. 2001-2002 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" ჟურ­ნა­ლის­ტთა გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ექ­ტში. 2002-2003 წლებ­ში იყო ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სკო­ლის "60 წუ­თის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ჯგუ­ფის წევ­რი. 2002 წელს გახ­და კავ­კა­სი­ელ ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 2003 წელს გახ­ლდათ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" რე­გი­ო­ნუ­ლი ქსე­ლის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. 2002 წელს გახ­ლდათ ჟურ­ნალ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის", 2003 წელს კი ჟურ­ნალ "მე­დი­ა­ტო­რის" რე­დაქ­ტორ­თა ჯგუ­ფის წევ­რი .2003 წელს "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" სა­მარ­თლის პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი. .2003 წელს გახ­და ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 2004 წელს არ­ჩე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლად 5 წლის ვა­დით. ჰყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი - მაია ფან­ჯი­კი­ძე. მაია ფან­ჯი­კი­ძე - წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და. 1983-1994 თბი­ლი­სის მე-6 ქარ­თუ­ლი გიმ­ნა­ზი­ის გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი, გერ­მა­ნუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი; 1988-1994 თბი­ლი­სის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზღვარ­გა­რე­თის ლი­ტე­რა­ტუ­რის კა­თედ­რის დო­ცენ­ტი; 1993-1994 გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა კავ­ში­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე; 1994-1997 გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი; 1997-2001 გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მრჩე­ვე­ლი; 08.2001-02.2002 სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი; 02.2002-08.2002 გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი; 08.2002-02.2004 სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში; 02.2004-03.2004 სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე; 03.2004-01.2007 სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში; 03.2007-03.2010 სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი ნი­დერ­ლან­დის სა­მე­ფო­ში; 09.2010 -12.2011 გუ­რამ თა­ვარ­თქი­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, უცხო ენე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი; "ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის"და სკო­ლა "ლო­გო­სის" გერ­მა­ნუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი; 26.12.2012 - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრესს­პი­კე­რი.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. და­ამ­თავ­რა ლი­ო­ნის (საფ­რან­გე­თი) ამ­პე­რის სა­ხე­ლო­ბის ლი­ცე­უ­მი; თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი; სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დიპ­ლო­მა­ტი­ის აკა­დე­მია; საფ­რან­გეთ­ში სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის სკო­ლა. გა­მოც­დი­ლე­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბულ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მე­ლი, სარ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის (და­სავ­ლეთ საფ­რან­გე­თი) პრე­ფექ­ტის კა­ბი­ნე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­სა­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის წევ­რი.

კახა კა­ლა­ძე - რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და მე­ო­რე ვიცე-პრე­მი­ე­რი. და­ი­ბა­და 1978 წლის 27 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი. 9 წლის მან­ძილ­ზე იყო სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მი­ლა­ნის" წევ­რი. მი­ლან­ში ჩა­რი­ცხვამ­დე იგი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" (1993-1997) და კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" (1998-2001) თა­მა­შობ­და. 2001 წელს კა­ლა­ძე გახ­და ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, მი­ლან­მა მის ტრანსფერ­ში 16 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­და­ი­ხა­და. თა­მა­შობ­და მარ­ცხე­ნა და ცენ­ტრა­ლურ მცვე­ლად. კა­ლა­ძე რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­სა­ხე­ლეს წლის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თველ მო­თა­მა­შედ. კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა 2012 წელს.

კულ­ტუ­რის და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი- მი­რი­ა­ნე (გუ­რამ) ოდი­შა­რია. გუ­რამ ოდი­შა­რია და­ი­ბა­და 1951 წლის 24 სექ­ტემ­ბერს სო­ხუმ­ში. სო­ხუმ­ში­ვე და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და აფხა­ზე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. ის 9 პო­ე­ტუ­რი და 10 პრო­ზა­უ­ლი წიგ­ნის, რამ­დე­ნი­მე პი­ე­სის, კინო და ტელე სცე­ნა­რე­ბის ავ­ტო­რია. მკი­თხველ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვი­ეს მის­მა რო­მა­ნებ­მა: "შავი ზღვის ოკე­ა­ნემ", "სო­ხუმ­ში დაბ­რუ­ნე­ბამ" და "პრე­ზი­დენ­ტის კა­ტამ". ასე­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო მისი პი­ე­სა "... ზღვა, რო­მე­ლიც შო­რია", რო­მე­ლიც დად­გა ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა თე­მურ ჩხე­ი­ძემ. ის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "ლო­მი­სის", სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ე­ბით. ასე­ვე, ა. ჩე­ხო­ვის ოქ­როს მედ­ლი­თა და ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­მი­ით "ოქ­როს ფრთა". მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი თარ­გმნი­ლია ათ ენა­ზე.

და­ამ­თავ­რა სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი მწე­რა­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო, მწე­რალ­თა კავ­ში­რის, თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი, ან­ტონ ჩე­ხო­ვის სა­ხე­ლო­ბის ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლი, მშვი­დო­ბის ელ­ჩის წო­დე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრი- ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი. მუ­შა­ობ­და: კავ­ში­რი "ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თი", ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი ს.კ."დი­ნა­მო" თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, თა­სის მფლო­ბე­ლი, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი "შე­ვარ­დე­ნი-1906"თბი­ლი­სი; სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სპორ­ტის თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი - ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე. მუ­შა­ობ­და იმუ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში; მე­დი­ცი­ნის ექი­მი მკურ­ნა­ლი 1990; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი, სამ­კურ­ნა­ლო საქ­მე მე­დი­ცი­ნის 1979; ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სახ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი სამ­კურ­ნა­ლო საქ­მე ექი­მი მკურ­ნა­ლი-1974. სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა- სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი-სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი 2001-2004 წლებ­ში; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი- ასის­ტენტ- პრო­ფე­სო­რი -1978-2002; სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო- მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე 1997-2001; ჯან­დაც­ვის მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი -დი­რექ­ტო­რი 1995-1997; თსსუ, კლი­ნი­კუ­რი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი, ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი 1988-1996.

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი - პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი. და­ი­ბა­და 1958 წლის 4 აგ­ვის­ტოს. 1984 წელს და­ამ­თავ­რა ყა­ზა­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ხოლო 1993 წელს - თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია.1992-1995 წლებ­ში იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და ეროვ­ნე­ბა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის რე­ლი­გი­ურ უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხოლო 1992-1997 წლებ­ში- ქარ­თულ-აფხა­ზურ კონ­ფლიქ­ტში სამ­ხედ­რო ტყვე­თა, უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა და კონ­ფლიქ­ტურ ზო­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 1995 წელს ას­რუ­ლებ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს მრჩევ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას დევ­ნილ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­კი­თხებ­ზე. 1995-1997 წლებ­ში იყო ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (ნიუ-იორ­კი) იძუ­ლე­ბი­თი მიგ­რა­ცი­ის პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი , ხოლო 1995 - 2000 წლებ­ში- სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის აპა­რა­ტის უფ­რო­სი. 1995 წლი­დან დღემ­დე არის კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ირ­ვა­ი­ნი) ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო დი­ა­ლო­გის პრო­ექ­ტის ქარ­თუ­ლი მხა­რის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, ასე­ვე 1998 წლი­დან დღემ­დე არის შე­რი­გე­ბის რე­სურ­სე­ბის (ლონ­დო­ნი) ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ქარ­თუ­ლი მხრი­დან. მათ შო­რის "შლა­ი­ნინ­გის პრო­ცე­სის" ქარ­თუ­ლი მხა­რის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. 2000-2001 წლებ­ში ას­რუ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას. 2000-2004 წლებ­ში კი გახ­და "ფონდ ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭოს წევ­რი. 2002 - 2006 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, ხოლო 2009 წლი­დან დღემ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობს ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და კონ­ფლიქ­ტე­ბის კვლე­ვის ინ­სტი­ტუტს (ISNC).

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი-და­ვით კირ­ვა­ლი­ძე - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს იყო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მას ბრა­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ტვირ­თე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში დას­დეს და 250 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რეს. პა­რა­ლე­ლუ­რად ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს, თუმ­ცა რა­ი­მე დო­კუ­მენტს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვერ მი­აკ­ვლი­ეს.

ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში მი­ნის­ტრი- ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი თურ­ქმე­ნეთ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში, მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში აშშ-ში, მექ­სი­კა­სა და კა­ნა­და­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო­ში ავ­სტრი­ა­ში, ეუთო-ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტრო­სა და პრე­ზი­დენ­ტის კან­ცე­ლა­რი­ა­ში.

დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი კოტე სურ­გუ­ლა­ძეც დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლი და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი 1968 წლის 5 მარტს და­ი­ბა­და; გა­ნათ­ლე­ბა: დი­უ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი (აშშ, 1999) თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (თსუ) იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი (1992);

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა: სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე (2005- დღემ­დე) USAID-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი (2001-2005) ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი (2000-2001) ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" საბ­ჭოს წევ­რი (1995-1997, 2000-2001) AMEX International-ის სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლის დი­რექ­ტო­რი (1999-2000) სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის წევ­რი (1993-1995) ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის იუ­რი­დი­უ­ლი გა­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე (1990-1992) სა­ხელ­მწი­ფო საბ­ჭოს იუ­რი­დი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მრჩე­ვე­ლი (1992-1994); პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა: თსუ ლექ­ტო­რი (1992-1997); პრო­ფე­სი­უ­ლი ქსე­ლი: ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე (1994-1997) იუ­რის­ტთა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე - მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ის­ტო­რი­კო­სი, პო­ლი­ტო­ლო­გი, ად­ვო­კა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცია" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლი" დი­რექ­ტო­რი; ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კა­ტე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ის­თვის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გამ­გე­ო­ბის წევ­რი.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი - ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი. 2010 წლის 1 მარ­ტი­დან პ/გ "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" წევ­რი იყო. 2011 წლის 30 მარ­ტი­დან პ/გ "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი. 1994-2004წწ. _ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, შემ­დგომ­ში ამა­ვე კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე.1993-1998წწ. - სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი. 1992-1993წწ. - "ბინ­სოც­ბან­კის" ის­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის მმარ­თვე­ლი. 1988-1991წწ. - სსრკ სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი ბან­კის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე. 1987-1988წწ. - ამა­ვე ბან­კში სა­გეგ­მო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. 1983-1985წწ. - ქ. რუს­თა­ვის ბან­კის მმარ­თვე­ლი.1981-1983წწ. - მძი­მე მრეწ­ვე­ლო­ბის დაკ­რე­დი­ტე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. 1977-1981წწ. - უფ­რო­სი ეკო­ნო­მის­ტი. გა­ნათ­ლე­ბა - 1972-1977წწ. - და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტი; და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი: 7 ოქ­ტომ­ბე­რი, 1954 წელი, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: ჰყავს მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი, ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოსტზე წარ­დგე­ნი­ლია არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი. ის 1971 წელს ბაღ­დათ­ში და­ი­ბა­და. 1993 წელს მან წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. 1995 წელს კი იმა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო სა­ხელ­მწი­ფო სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. 1993 წლი­დან სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო. ბოლო პე­რი­ო­დამ­დე არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი მოღ­ვა­წე­ობ­და წამ­ყვან ქარ­თულ იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში "მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ყი­ფი­ა­ნი ძი­ძი­გუ­რი". რო­გორც ფირ­მის პარტნი­ო­რი და წამ­ყვა­ნი იუ­რის­ტი, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს მსხვი­ლი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ. 2006 წელს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი გახ­და. 2009 წელს კი იგი არ­ჩე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ეთი­კის კო­მი­სი­ის წევ­რად. 2007 წელს კი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი არ­ჩე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლო­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს პი­რად ად­ვო­კატ-კონ­სუ­ლად. ბოლო დროს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი იცავ­და ასე­ვე ბიზ­ნეს­მენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას. 2012 წლის 15 თე­ბერ­ვალს კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ად­ვო­კა­ტი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რად და­ა­სა­ხე­ლა. იგი ქარ­თულ­თან ერ­თად ფლობს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს. მას ჰყავს მე­უღ­ლე და 3 შვი­ლი.

გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი-მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი. მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1960 წლის 1 აგ­ვის­ტოს. და­ამ­თავ­რა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა, რის შემ­დე­გაც მი­ი­ღო თბი­ლი­სის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, მე­ქა­ნი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის გან­ხრით. 1982-1985 წლებ­ში და­ამ­თვა­რა ა.რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რა. მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. მაია მი­მი­ნოშ­ვილს გა­აჩ­ნია 26 წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­ში. 2008 წლი­დან მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი არის გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტო­რი - რე­ვაზ შა­ვიშ­ვი­ლი. რეზო შა­ვიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1955 წლის 30 მა­ისს. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სის­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ობ­და აბი­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტში მეც­ნი­ერ-მუ­შა­კად. 1992 წელს გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი. ამა­ვე წელს და­ი­ნიშ­ნა კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და ამ პოსტზე 2000 წლის მა­ი­სამ­დე მუ­შა­ობ­და.

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის მო­მა­ვა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა უკვე და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის შვი­დი პოს­ტი ვა­კან­ტუ­რი რჩე­ბა.

ივა­ნიშ­ვილს არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, ასე­ვე - გა­რე­მოს დაც­ვის, ფი­ნანსთა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტე­ბი.

ამას­თან, მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­თა წარ­დგე­ნი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არა­ფე­რი უთ­ქვამს და­საქ­მე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის შე­სა­ხებ. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­უქ­მდე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნანა ხი­დე­შელ­მა

ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის ფო­ტო­ე­ბი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები

მინისტრობის კანდიდატები და ბიოგრაფიები

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი წევრების უმრავლესობა უკვე დაასახელა. "ჩემი გუნდის წევრებს ძირითადად საერთო აქვთ პატიოსნება", - ასე დაახასიათა მინისტრთა კაბინეტის მომავალი შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილმა.

"საერთო - პატიოსნება", ბიოგრაფიები, ბუნებრივია, განსხვავებული. ვნახოთ და გავიხსენოთ, "ვინ საიდან მოვიდა". . .

თავდაცვის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ირაკლი ალასანია. ირაკლი ალასანია - გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე. 2006 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. იგი ასევე იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2005 წლის 15 თებერვალს ალასანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად აფხაზეთში.

იმავდროულად იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2004 წლის 16 ივლისიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო ამ პოზიციის დაკავებამდე იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 2002 წლის იანვრიდან ალასანია იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე 2001 წლის ოქტომბრიდან იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს. ირაკლი ალასანიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 1998 წლიდან, სადაც 2001 წლის სექტემბრამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის მუშაობდა დსთ-სა და რუსეთის დეპარტამენტში და აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში. ალასანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის კვალიფიკაციით დაამთავრა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი - ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი დაიბადა 1984 წლის 28 აპრილს სიღნაღში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი. შემდეგ სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში გააგრძელა. საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მუშაობა საქველმოქმედო ფონდ "ქართუში" ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტად დაიწყო. 2005 წელს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და "ქართუს" პრეზიდენტი გახდა. დაარსების დღიდან პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრია.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო-სოზარ სუბარი. დაიბადა 1964 წლის 4 ნოემბერს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. 1971-1981 წლებში სწავლობდა ჭუბერის საჯარო სკოლაში. 1982 წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი. 1991-1995 წლებში სწავლობდა სასულიერო აკადემიაში თეოლოგიის ფაკულტეტზე. 1996 წელს მონაწილეობდა ჟურნალისტთა საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში - "რადიო თავისუფლება - რადიო თავისუფალი ევროპა". 1987 წელს იგი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ეთნოგრაფიის განყოფილებაში, 1998 წელს არქეოლოგიური კვლევის ცენტრში - არქეოლოგიის და ეთნოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში. 1989 წელს მსახურობდა დავით გარეჯის მონასტერში დიაკვნად. 1989-1992 წლებში მუშაობდა სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორად დმანისის რაიონში. 1989-1991 წელს მსახურობდა დიაკვნად დმანისში, სიონის ტაძარში, ხოლო 1991-1995 წლებში ივერიის წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში - თბილისში. 1993 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. 1995-1996 წლებში მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთ "კავკასიონში". 1996-2000 წლებში კი ამავე გაზეთის რედაქტორი გახლდათ. 1998 წლიდან მუშაობდა ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის კორესპონდენტად, 1996-1998 წლებში კი რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტად პრაღაში. 1997 წლიდან არის თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბის თავმჯდომარე. 2000 წელს იყო ჟურნალ "არილის" რედაქტორთა ჯგუფის წევრი. 2001-2002 წლებში მუშაობდა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ჟურნალისტთა გადამზადების პროექტში. 2002-2003 წლებში იყო ჟურნალისტური საგამოძიებო სკოლის "60 წუთის" აღმასრულებელი ჯგუფის წევრი. 2002 წელს გახდა კავკასიელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი. 2003 წელს გახლდათ "თავისუფლების ინსტიტუტის" რეგიონული ქსელის კოორდინატორი. 2002 წელს გახლდათ ჟურნალ "თავისუფლების", 2003 წელს კი ჟურნალ "მედიატორის" რედაქტორთა ჯგუფის წევრი .2003 წელს "თავისუფლების ინსტიტუტის" სამართლის პროექტის დირექტორი. .2003 წელს გახდა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" თანადამფუძნებელი. 2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველად 5 წლის ვადით. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე. მაია ფანჯიკიძე - წლების განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა. 1983-1994 თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი; 1988-1994 თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1993-1994 გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1994-1997 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1997-2001 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 08.2001-02.2002 საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 02.2002-08.2002 გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 08.2002-02.2004 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 02.2004-03.2004 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 03.2004-01.2007 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 03.2007-03.2010 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში; 09.2010 -12.2011 გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; "ევროპული სკოლის"და სკოლა "ლოგოსის" გერმანული ენის მასწავლებელი; 26.12.2012 - ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი.

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი. დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემია; საფრანგეთში სახელმწიფოს მართვის სკოლა. გამოცდილება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის თანამშრომელი, სარტის დეპარტამენტის (დასავლეთ საფრანგეთი) პრეფექტის კაბინეტის თანამშრომელი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომელი, სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი.

კახა კალაძე - რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მეორე ვიცე-პრემიერი. დაიბადა 1978 წლის 27 თებერვალს საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ "მილანის" წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის "დინამოსა" (1993-1997) და კიევის "დინამოში" (1998-2001) თამაშობდა. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. კალაძე რამდენჯერმე დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. კარიერა დაასრულა 2012 წელს.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მირიანე (გურამ) ოდიშარია. გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს სოხუმში. სოხუმშივე დაამთავრა საშუალო სკოლა და აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ის 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელე სცენარების ავტორია. მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვიეს მისმა რომანებმა: "შავი ზღვის ოკეანემ", "სოხუმში დაბრუნებამ" და "პრეზიდენტის კატამ". ასევე პოპულარული იყო მისი პიესა "... ზღვა, რომელიც შორია", რომელიც დადგა ცნობილმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. ის დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის სახელობის, გამომცემლობა "ლომისის", საქართველოს თეატრალური საზოგადოების, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიებით. ასევე, ა. ჩეხოვის ოქროს მედლითა და ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემიით "ოქროს ფრთა". მისი ნაწარმოებები თარგმნილია ათ ენაზე.

დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი მწერალი, პუბლიცისტი საქართველოს სახელმწიფო, მწერალთა კავშირის, თეატრალური საზოგადოების, ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, ანტონ ჩეხოვის სახელობის ოქროს მედლის მფლობელი, მშვიდობის ელჩის წოდების ლაურეატი.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი- ლევან ყიფიანი. მუშაობდა: კავშირი "ჩვენი ფეხბურთი", ვეტერანი ფეხბურთელი ს.კ."დინამო" თბილისი, საქართველოს ჩემპიონი, თასის მფლობელი, სპორტული კლუბი "შევარდენი-1906"თბილისი; საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე. მუშაობდა იმუნოლოგიის ინსტიტუტში; მედიცინის ექიმი მკურნალი 1990; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო საქმე მედიცინის 1979; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი სამკურნალო საქმე ექიმი მკურნალი-1974. სამსახურეობრივი გამოცდილება- საქართველოს უნივერსიტეტი-სრული პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2001-2004 წლებში; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- ასისტენტ- პროფესორი -1978-2002; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- მინისტრის პირველი მოადგილე 1997-2001; ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი -დირექტორი 1995-1997; თსსუ, კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტი, ალერგიულ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი 1988-1996.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი. დაიბადა 1958 წლის 4 აგვისტოს. 1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო 1993 წელს - თბილისის სასულიერო აკადემია.1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი, ხოლო 1992-1997 წლებში- ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი , ხოლო 1995 - 2000 წლებში- საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი. 1995 წლიდან დღემდე არის კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი, ასევე 1998 წლიდან დღემდე არის შერიგების რესურსების (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან. მათ შორის "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი. 2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. 2000-2004 წლებში კი გახდა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2002 - 2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ხოლო 2009 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).

სოფლის მეურნეობის მინისტრი-დავით კირვალიძე - ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. რამდენიმე წლის წინ მას ბრალი ჰუმანიტარული ტვირთების არამიზნობრივ გადანაწილებაში დასდეს და 250 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. პარალელურად ყოფილი მინისტრის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს, თუმცა რაიმე დოკუმენტს სამართალდამცავებმა ვერ მიაკვლიეს.

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრი- ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოს ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში, მუშაობდა საქართველოს საელჩოში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში, საქართველოს საკონსულოში ავსტრიაში, ეუთო-ში, საქართველოს საგარეო სამინისტროსა და პრეზიდენტის კანცელარიაში.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი კოტე სურგულაძეც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი დავით უსუფაშვილი 1968 წლის 5 მარტს დაიბადა; განათლება: დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (აშშ, 1999) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი (1992);

სამუშაო გამოცდილება: საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე (2005- დღემდე) USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების იურიდიული რეფორმების ხელმძღვანელი (2001-2005) ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი (2000-2001) ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" საბჭოს წევრი (1995-1997, 2000-2001) AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი (1999-2000) სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-1995) ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული გაყოფილების გამგე (1990-1992) სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი (1992-1994); პედაგოგიური საქმიანობა: თსუ ლექტორი (1992-1997); პროფესიული ქსელი: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1994-1997) იურისტთა მსოფლიო ასოციაციის წევრი.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - მანანა კობახიძე. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ორგანიზაცია" საზოგადოებრივი დამცველის" აღმასრულებელი დირექტორი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" დირექტორი; ორგანიზაცია "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" დამფუძნებელი, გამგეობის წევრი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი. 2010 წლის 1 მარტიდან პ/გ "ეროვნული ფორუმის" წევრი იყო. 2011 წლის 30 მარტიდან პ/გ "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური საბჭოს წევრი. 1994-2004წწ. _ საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე.1993-1998წწ. - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 1992-1993წწ. - "ბინსოცბანკის" ისნის განყოფილების მმართველი. 1988-1991წწ. - სსრკ სახელმწიფო ბანკის საქართველოს რესპუბლიკური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე. 1987-1988წწ. - ამავე ბანკში საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი. 1983-1985წწ. - ქ. რუსთავის ბანკის მმართველი.1981-1983წწ. - მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი. 1977-1981წწ. - უფროსი ეკონომისტი. განათლება - 1972-1977წწ. - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; დაბადების თარიღი: 7 ოქტომბერი, 1954 წელი, ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი.

გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილია არჩილ კბილაშვილი. ის 1971 წელს ბაღდათში დაიბადა. 1993 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1995 წელს კი იმავე უნივერსიტეტში მიიღო სახელმწიფო სამართლის მაგისტრის ხარისხი. 1993 წლიდან საადვოკატო საქმიანობა დაიწყო. ბოლო პერიოდამდე არჩილ კბილაშვილი მოღვაწეობდა წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმაში "მგალობლიშვილი, ყიფიანი ძიძიგური". როგორც ფირმის პარტნიორი და წამყვანი იურისტი, არჩილ კბილაშვილი სხვადასხვა დროს მსხვილი უცხოური კომპანიებისა და წარმატებული ბიზნესმენების ინტერესებს იცავდა საქართველოში და საზღვარგარეთ. 2006 წელს არჩილ კბილაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდა. 2009 წელს კი იგი არჩეულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად. 2007 წელს კი არჩილ კბილაშვილი არჩეულ იქნა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პირად ადვოკატ-კონსულად. ბოლო დროს არჩილ კბილაშვილი იცავდა ასევე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განხილვისას. 2012 წლის 15 თებერვალს კი ბიძინა ივანიშვილმა ადვოკატი არჩილ კბილაშვილი პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრად დაასახელა. იგი ქართულთან ერთად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. მას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი-მაია მიმინოშვილი. მაია მიმინოშვილი დაიბადა 1960 წლის 1 აგვისტოს. დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, რის შემდეგაც მიიღო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლება, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის განხრით. 1982-1985 წლებში დაამთვარა ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. მინიჭებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სტატუსი. მაია მიმინოშვილს გააჩნია 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საგანამანათლებლო სისტემებში. 2008 წლიდან მაია მიმინოშვილი არის გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი. რეზო შავიშვილი დაიბადა 1955 წლის 30 მაისს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა აბიოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად. 1992 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. ამავე წელს დაინიშნა კონტროლის პალატის ხელმძღვანელად და ამ პოსტზე 2000 წლის მაისამდე მუშაობდა.

კოალიცია "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობიდან უმრავლესობა უკვე დაასახელა, თუმცა ამ დროისთვის შვიდი პოსტი ვაკანტური რჩება.

ივანიშვილს არ დაუსახელებია ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ასევე - გარემოს დაცვის, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატები.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატთა წარდგენისას ბიძინა ივანიშვილს არაფერი უთქვამს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ ეს თანამდებობა გაუქმდება.

მოამზადა ნანა ხიდეშელმა

ირაკლი გედენიძის ფოტოები

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა