მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კოდუა: "მე გაქსუებული არ ვარ, გაკოტრებული ვარ!"
გიორგი კოდუა: "მე გაქსუებული არ ვარ, გაკოტრებული ვარ!"

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქარ­თულ ავი­ა­ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბას და­ი­წყებს ქარ­თულ-არა­ბუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "ეარ კავ­კა­სუ­სი", რო­მელ­საც კონ­სულ­ტან­ტო­ბას გა­უ­წევს გა­კოტ­რე­ბის რე­ჟიმ­ში მყო­ფი კომ­პა­ნია "სქაი ჯორ­ჯი­ას" პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი კო­დუა. გთა­ვა­ზობთ მას­თან ინ­ტერ­ვი­უს.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო­დან მივ­დი­ვა­რო. რამ ან ვინ შე­გაც­ვლე­ვი­ნათ აზრი?

- გა­და­ვი­ფიქ­რე, ყვე­ლა­ნი თუ წა­ვალთ, ვის და­ვუ­ტო­ვოთ სა­ქარ­თვე­ლო? თუმ­ცა არ გა­მი­ჩე­რე­ბია გა­რეპ­რო­ექ­ტე­ბი, სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მე­ბი მაქვს გახ­სნი­ლი ყა­ზა­ხეთ­ში, მოლ­და­ვეთ­ში...

- რა ბედი ეწია თქვენს ავი­ა­კომ­პა­ნია "სკაი ჯორ­ჯი­ას"?

- სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე წა­ვა­გე. მინ­და, გა­ვი­ა­რო კონ­სულ­ტა­ცია იუ­რის­ტებ­თან და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­ვა­სა­ჩივ­რო. მო­ვი­ძი­ეთ დო­კუ­მენ­ტი, რომ ევ­რო­პა არ არის ჩვე­ნი რე­ი­სე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი და რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნია ხე­ლოვ­ნუ­რად იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ეს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და "სკაი ჯორ­ჯია" გა­კოტ­რე­ბის რე­ჟიმ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მაქვს ბევ­რი ვერ­სია, რა­ტომ მოხ­და ეს, მაგ­რამ როცა რა­ღა­ცას ამ­ტკი­ცებ, ფაქ­ტე­ბი უნდა გქონ­დეს ხელთ და ნათ­ქვამ­ზე პა­სუ­ხი აგო. ფაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა კი ძალ­ზე ძნე­ლია.

- რო­დის ამუ­შავ­დე­ბა "ეარ კავ­კა­სუ­სი"?

- "ეარ კავ­კა­სუს­ში" ქარ­თულ-არა­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­ი­დო, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რე იქ­ნე­ბა. ავი­ა­კომ­პა­ნია ყო­ველ­დღი­უ­რად რე­გუ­ლა­რუ­ლად იფ­რენს დსთ-ის, ევ­რო­პი­სა და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, ოქ­ტომ­ბრი­დან კი - თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. რად­გან პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში გა­და­დის და მთავ­რო­ბის წევ­რებს და­სავ­ლეთ­ში ხში­რად მო­უ­წევთ მგზავ­რო­ბა, კომ­პა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა, კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, პი­ა­რის­თვის 1-2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ი­სი - თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სი - შე­ას­რუ­ლოს.

- რა ეღი­რე­ბა ბი­ლე­თი თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სის რე­ის­ზე?

- ბი­ლე­თი 25 აშშ დო­ლა­რი ეღი­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, თუ მო­თხოვ­ნა იქნა, რე­ი­სე­ბი შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დეს, ოღონდ სხვა პი­რო­ბით. კერ­ძოდ, 50 ად­გი­ლი იქ­ნე­ბა იაფი და წი­ნას­წარ და­ი­ჯავ­შნე­ბა, და­ნარ­ჩენ 50 ად­გილს კი სტან­დარ­ტუ­ლი ფასი და­ე­დე­ბა. დღეს არ არ­სე­ბობს ძლი­ე­რი ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია, "აირ­ზე­ნა­საც" კი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ჩვენ თუ გვაქვს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­ცდა და ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლი, ეს ად­გი­ლობ­რი­ვი ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლა ძლი­ერ და თავ­მოყ­ვა­რე სა­ხელ­მწი­ფოს აქვს ფლაგ­მა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ქმნის ჯერ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და შემ­დეგ აკონ­ტრო­ლებს ტა­რი­ფებს. თუ გსურს, რომ ქარ­თვე­ლი მგზავ­რი ია­ფად ატა­რო და ტა­რი­ფი აკონ­ტრო­ლო, კომ­პა­ნია ქარ­თუ­ლი უნდა იყოს.

- რა გა­რან­ტია გაქვთ, რომ ამ კომ­პა­ნი­ა­საც არ შე­ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი?

- ეს უკვე მე აღარ მე­ხე­ბა, მე კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ვუ­წევ, ვურ­ჩევ, რო­გორ იმუ­შა­ოს რენ­ტა­ბე­ლუ­რად, შე­ვი­მუ­შა­ვებ ბიზ­ნეს­გეგ­მას, სტრა­ტე­გი­ას და მერე რას უზა­მენ არაბ ინ­ვეს­ტორს და რო­გორ მი­უდ­გე­ბი­ან, ეს უკვე ჩემი საქ­მე აღარ არის. იმე­დი მაქვს, გა­ა­მარ­თლებს ეს პრო­ექ­ტი.

- ამას წი­ნათ პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რე­ი­სი კო­პიტ­ნა­რი­დან კი­ევ­ში - 22 ევრო, ქუ­თა­ი­სი­დან ევ­რო­პა­ში კი 37 ევრო ეღი­რე­ბაო. რე­ა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ ასე­თი ტა­რი­ფე­ბი და მხო­ლოდ "ვი­ზე­ა­რი" შე­ას­რუ­ლებს იაფ რე­ი­სებს?

- ცუდი არ არის, როცა შიდა რე­ი­სე­ბი ია­ფია, თუმ­ცა მო­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, ანუ სხვა რე­ის­მა უნდა გა­და­ფა­როს მისი ხარ­ჯი. თუ პრო­ექ­ტმა იმუ­შა­ვა, ქუ­თა­ი­სი გახ­დე­ბა ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ბი­ლე­თე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა 25-30 დო­ლა­რი­დან. კი­ევ­ში კი ბევ­რი კომ­პა­ნია დაფ­რი­ნავს და დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა. ახლა შე­მო­დის "ვი­ზე­ა­რი"... მი­ვე­სალ­მე­ბი კონ­კუ­რენ­ცი­ას, გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ იქ­ნე­ბა და­ბა­ლი ფა­სე­ბი, მაგ­რამ კი­ე­ვის რე­ი­სი გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ მაქვს, რად­გან სა­ინ­ტე­რე­სოდ არ მი­მაჩ­ნია. 2008 წელს ჩემი ტა­რი­ფი თბი­ლი­სი-კი­ე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო 50 ევრო... ისე, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა ბი­ლე­თი 37 ევ­როდ გა­ი­ყი­დოს, გრა­და­ცი­ით - ტა­რი­ფე­ბი 37-დან 300 ევ­რომ­დე იქ­ნე­ბა.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, უნ­გრუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია "ვი­ზე­ა­რის" შე­მოყ­ვა­ნამ ნერ­ვი­უ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია გაქ­სუ­ე­ბულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­შიო. ხომ არ იცით, ვის გუ­ლის­ხმობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი გაქ­სუ­ე­ბუ­ლებ­ში?

- არ მქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მე­კი­თხა, ვის გუ­ლის­ხმობ­და. ჩემი თავი, რა თქმა უნდა, არ მი­გუ­ლის­ხმია იმი­ტომ, რომ მე გაქ­სუ­ე­ბუ­ლი არ ვარ, გა­კოტ­რე­ბუ­ლი ვარ. არც "აირ­ზე­ნა­ზე" მგო­ნია, რომ ეთ­ქვა, რად­გან მა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნია. არც ერთი ქარ­თუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია დღეს კარგ დღე­ში არ არის, პი­რი­ქით - ყვე­ლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. თუ ჩემი კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბუ­ლია, სა­და­უ­რი გაქ­სუ­ე­ბუ­ლი მე ვარ?! ისღა დამ­რჩე­ნია, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჩა­ვუ­ტა­რო მას, ვი­საც კი­დევ აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პა­ნი­ის შექ­მნის სურ­ვი­ლი.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, სა­და­ცაა "ლა­ზი­კა" აშენ­დე­ბა და იქ თუ გეგ­მავთ რე­ი­სებს?

- კარ­გი, რა (იცი­ნის)... რა ვიცი, მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა პრო­ექტს, მაგ­რამ ავი­ა­კომ­პა­ნია ფრენს იქ, სა­დაც მგზავ­რია. მგზავ­რი და მო­თხოვ­ნა თუ იქ­ნე­ბა, ყვე­ლა და­ვი­ნა­ხავთ და მერე ვი­ფიქ­რებ მაგ რე­ი­სებ­ზე, მაგ­რამ არარ­სე­ბულ­ზე რა გი­პა­სუ­ხოთ?

- ხში­რად გით­ქვამთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა ავი­ა­ცი­ას და მას დი­ლე­ტან­ტე­ბი უძღვე­ბი­ან. ახლა თუ ხე­დავთ წინსვლას ამ სფე­რო­ში?

- ავი­ა­ცი­ა­ში რე­ვო­ლუ­ცია არ მომ­ხდა­რა, რაც ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია. ამ დარ­გს სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და არა კა­ბა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­მო­ღე­ბა, და­ბეგ­ვრა. არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ესე­ნი ფიქ­რო­ბენ არა ავი­ა­ცი­ის და უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არა­მედ იმა­ზე, რო­გორ ამო­ი­ღონ ამ სფე­რო­დან ფული. მო­ვი­თხოვ, პარ­ლა­მენ­ტმა გა­და­ხე­დოს ამ სა­კითხს. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჰყავთ, უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნონ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მათ ჩა­ა­ბა­რონ მარ­თვა და კვა­ლი­ფი­კა­ცია ნელ-ნელა აი­მაღ­ლონ.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიორგი კოდუა: "მე გაქსუებული არ ვარ, გაკოტრებული ვარ!"

გიორგი კოდუა: "მე გაქსუებული არ ვარ, გაკოტრებული ვარ!"

რამდენიმე დღეში ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ქართულ-არაბული ავიაკომპანია "ეარ კავკასუსი", რომელსაც კონსულტანტობას გაუწევს გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანია "სქაი ჯორჯიას" პრეზიდენტი გიორგი კოდუა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- ბატონო გიორგი, "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ბოლო ინტერვიუში განაცხადეთ, საქართველოდან მივდივარო. რამ ან ვინ შეგაცვლევინათ აზრი?

- გადავიფიქრე, ყველანი თუ წავალთ, ვის დავუტოვოთ საქართველო? თუმცა არ გამიჩერებია გარეპროექტები, საკონსულტაციო ფირმები მაქვს გახსნილი ყაზახეთში, მოლდავეთში...

- რა ბედი ეწია თქვენს ავიაკომპანია "სკაი ჯორჯიას"?

- საქალაქო სასამართლოში საქმე წავაგე. მინდა, გავიარო კონსულტაცია იურისტებთან და გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრო. მოვიძიეთ დოკუმენტი, რომ ევროპა არ არის ჩვენი რეისების წინააღმდეგი და რომ ჩვენი კომპანია ხელოვნურად იყო გაჩერებული. თუმცა სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და "სკაი ჯორჯია" გაკოტრების რეჟიმში გადაიყვანეს. მაქვს ბევრი ვერსია, რატომ მოხდა ეს, მაგრამ როცა რაღაცას ამტკიცებ, ფაქტები უნდა გქონდეს ხელთ და ნათქვამზე პასუხი აგო. ფაქტების მოძიება კი ძალზე ძნელია.

- როდის ამუშავდება "ეარ კავკასუსი"?

- "ეარ კავკასუსში" ქართულ-არაბული ინვესტიციები ჩაიდო, თუმცა კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ქართული მხარე იქნება. ავიაკომპანია ყოველდღიურად რეგულარულად იფრენს დსთ-ის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ოქტომბრიდან კი - თბილისი-ქუთაისის მიმართულებითაც. რადგან პარლამენტი ქუთაისში გადადის და მთავრობის წევრებს დასავლეთში ხშირად მოუწევთ მგზავრობა, კომპანიამ გადაწყვიტა, კოპიტნარის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, პიარისთვის 1-2 თვის განმავლობაში, ყოველდღიური რეისი - თბილისი-ქუთაისი - შეასრულოს.

- რა ეღირება ბილეთი თბილისი-ქუთაისის რეისზე?

- ბილეთი 25 აშშ დოლარი ეღირება. ამასთანავე, თუ მოთხოვნა იქნა, რეისები შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს, ოღონდ სხვა პირობით. კერძოდ, 50 ადგილი იქნება იაფი და წინასწარ დაიჯავშნება, დანარჩენ 50 ადგილს კი სტანდარტული ფასი დაედება. დღეს არ არსებობს ძლიერი ქართული ავიაკომპანია, "აირზენასაც" კი სერიოზული პრობლემები შეექმნა. ჩვენ თუ გვაქვს სახელმწიფოებრიობის განცდა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სურვილი, ეს ადგილობრივი ავიაკომპანიის გარეშე შეუძლებელია. ყველა ძლიერ და თავმოყვარე სახელმწიფოს აქვს ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც ქმნის ჯერ სამუშაო ადგილებს და შემდეგ აკონტროლებს ტარიფებს. თუ გსურს, რომ ქართველი მგზავრი იაფად ატარო და ტარიფი აკონტროლო, კომპანია ქართული უნდა იყოს.

- რა გარანტია გაქვთ, რომ ამ კომპანიასაც არ შეექმნება პრობლემები?

- ეს უკვე მე აღარ მეხება, მე კონსულტაციებს გავუწევ, ვურჩევ, როგორ იმუშაოს რენტაბელურად, შევიმუშავებ ბიზნესგეგმას, სტრატეგიას და მერე რას უზამენ არაბ ინვესტორს და როგორ მიუდგებიან, ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. იმედი მაქვს, გაამართლებს ეს პროექტი.

- ამას წინათ პრეზიდენტმა განაცხადა, რეისი კოპიტნარიდან კიევში - 22 ევრო, ქუთაისიდან ევროპაში კი 37 ევრო ეღირებაო. რეალურად მიგაჩნიათ ასეთი ტარიფები და მხოლოდ "ვიზეარი" შეასრულებს იაფ რეისებს?

- ცუდი არ არის, როცა შიდა რეისები იაფია, თუმცა მოგებიანი არ იქნება, ანუ სხვა რეისმა უნდა გადაფაროს მისი ხარჯი. თუ პროექტმა იმუშავა, ქუთაისი გახდება ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. შესაძლებელი იქნება ბილეთების რეალიზება 25-30 დოლარიდან. კიევში კი ბევრი კომპანია დაფრინავს და დიდი კონკურენციაა. ახლა შემოდის "ვიზეარი"... მივესალმები კონკურენციას, გამიხარდება, თუ იქნება დაბალი ფასები, მაგრამ კიევის რეისი გეგმით გათვალისწინებული არ მაქვს, რადგან საინტერესოდ არ მიმაჩნია. 2008 წელს ჩემი ტარიფი თბილისი-კიევის მიმართულებით იყო 50 ევრო... ისე, შეუძლებელია, ყველა ბილეთი 37 ევროდ გაიყიდოს, გრადაციით - ტარიფები 37-დან 300 ევრომდე იქნება.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარის" შემოყვანამ ნერვიული რეაქცია გამოიწვია გაქსუებულ ავიაკომპანიებშიო. ხომ არ იცით, ვის გულისხმობდა სააკაშვილი გაქსუებულებში?

- არ მქონდა ამის საშუალება, მეკითხა, ვის გულისხმობდა. ჩემი თავი, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია იმიტომ, რომ მე გაქსუებული არ ვარ, გაკოტრებული ვარ. არც "აირზენაზე" მგონია, რომ ეთქვა, რადგან მასაც სერიოზული პრობლემები შექმნია. არც ერთი ქართული ავიაკომპანია დღეს კარგ დღეში არ არის, პირიქით - ყველა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ ჩემი კომპანია გაკოტრებულია, სადაური გაქსუებული მე ვარ?! ისღა დამრჩენია, კონსულტაციები ჩავუტარო მას, ვისაც კიდევ აქვს საქართველოში კომპანიის შექმნის სურვილი.

- ბატონო გიორგი, სადაცაა "ლაზიკა" აშენდება და იქ თუ გეგმავთ რეისებს?

- კარგი, რა (იცინის)... რა ვიცი, მივესალმები ყველა პროექტს, მაგრამ ავიაკომპანია ფრენს იქ, სადაც მგზავრია. მგზავრი და მოთხოვნა თუ იქნება, ყველა დავინახავთ და მერე ვიფიქრებ მაგ რეისებზე, მაგრამ არარსებულზე რა გიპასუხოთ?

- ხშირად გითქვამთ, რომ საქართველოში არ ექცევა ყურადღება ავიაციას და მას დილეტანტები უძღვებიან. ახლა თუ ხედავთ წინსვლას ამ სფეროში?

- ავიაციაში რევოლუცია არ მომხდარა, რაც ძალიან დასანანია. ამ დარგს სჭირდება სერიოზული განვითარება და არა კაბალური კანონები და დამატებითი გადასახადების შემოღება, დაბეგვრა. არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება. ესენი ფიქრობენ არა ავიაციის და უსაფრთხოების განვითარებაზე, არამედ იმაზე, როგორ ამოიღონ ამ სფეროდან ფული. მოვითხოვ, პარლამენტმა გადახედოს ამ საკითხს. თუ საქართველოში არ ჰყავთ, უცხოეთიდან ჩამოიყვანონ კვალიფიციური სპეციალისტები, მათ ჩააბარონ მართვა და კვალიფიკაცია ნელ-ნელა აიმაღლონ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა