მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვლევის მიხედვით, პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს
კვლევის მიხედვით, პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, პო­ტენ­ცი­ურ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს შო­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ლი­დე­რობს.

კი­თხვა­ზე, ხვალ რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, რო­მელ კან­დი­დატს მის­ცემ­დით ხმას, პა­სუ­ხის­გან თავი შე­ი­კა­ვა გა­მო­კი­თხულ­თა 50%-მა, 22,5%-მა პო­ტენ­ცი­ურ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ა­სა­ხე­ლა, 7,5%-მა - გიგი უგუ­ლა­ვა, 9,5%-მა - სხვა, აქე­დან 8,7%_მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, 3,8%-მა - და­ვით ბაქ­რა­ძე, 2%-მა – ირაკ­ლი ალა­სა­ნია, ხოლო 1,9%-მა - გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის თქმით, რეს­პონ­დენ­ტთა მე­სა­მედ­ზე მეტ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ზე უარი თქვა.

დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ივა­ნიშ­ვილს უმე­ტე­სად ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბი ემ­ხრო­ბი­ან – 61,9%; ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რებს შო­რის სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ჭარ­ბობს – 47,4%.

"ასე­ვე, საკ­მა­ოდ დიდი აღ­მოჩ­ნდა სკეპ­ტი­კოს­თა წილი, ვინც არც ერთ პო­ლი­ტი­კურ სუ­ბი­ექტს მხარს არ უჭერს. რა თქმა უნდა, ისი­ნი ჩვენს ანა­ლიზ­ში არ მოხ­ვდნენ",- გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კვლე­ვის ავ­ტორ­მა ნანა სუმ­ბა­ძემ.

კვლე­ვა ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მხარ­და­ჭე­რით, 21 ნო­ემ­ბრი­დან 19 დე­კემ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ჩა­ტარ­და.

რო­გორც ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა, ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 50%-მა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით კი­თხვებს არ უპა­სუ­ხა. "ერ­თნი ამ­ბო­ბენ, რომ უჭირთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის ამორ­ჩე­ვი­სას, მე­ო­რე­ნი ამ­ბო­ბენ, რომ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ უჭე­რენ მხარს, მე­სა­მე­ნი კი პა­სუ­ხის­გან თავს სა­ერ­თოდ იკა­ვე­ბენ. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არის ჯერ კი­დევ დიდი რე­სურ­სი, რომ­ლის სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბა და ამა თუ იმ მხა­რეს მხარ­დამ­ჭე­რად მი­ზიდ­ვა შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქეთი ხუ­ციშ­ვილ­მა.

კვლე­ვის - "ელექ­ტო­რა­ტის პრო­ფი­ლი" - ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­კი­თხა სამი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი – 18-24; 40-50; 60-70. შერ­ჩე­ვა ჩა­ტარ­და იერ­არ­ქი­უ­ლი, შემ­თხვე­ვი­თი, წი­ნას­წა­რი შერ­ჩე­ვის მი­ხედ­ვით – ინ­ტერ­ვი­უ­ე­რი შე­დი­ო­და და­სახ­ლე­ბის სა­წყის წერ­ტი­ლად წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი­დან ყო­ველ მე­ხუ­თე სახ­ლში. ავ­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­კი­თხვის სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და რეს­პონ­დენ­ტთა ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­თან­ხმე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში, სა­დაც ინ­ტერ­ვი­უ­ე­რებს ხში­რად კარს არ უღებ­დნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

კვლევის მიხედვით, პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს

კვლევის მიხედვით, პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს

"საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა 50%-მა, 22,5%-მა პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, 7,5%-მა - გიგი უგულავა, 9,5%-მა - სხვა, აქედან 8,7%_მა მიხეილ სააკაშვილი, 3,8%-მა - დავით ბაქრაძე, 2%-მა – ირაკლი ალასანია, ხოლო 1,9%-მა - გიორგი თარგამაძე.

კვლევის ავტორების თქმით, რესპონდენტთა მესამედზე მეტმა პოლიტიკური სიმპათიის გამჟღავნებაზე უარი თქვა.

დემოგრაფიული თვალსაზრისით, ივანიშვილს უმეტესად ქალაქის მცხოვრებლები ემხრობიან – 61,9%; ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის სოფლის მოსახლეობა ჭარბობს – 47,4%.

"ასევე, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა სკეპტიკოსთა წილი, ვინც არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს მხარს არ უჭერს. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენს ანალიზში არ მოხვდნენ",- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კვლევის ავტორმა ნანა სუმბაძემ.

კვლევა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა.

როგორც ფონდის დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით 50%-მა სხვადასხვა მიზეზით კითხვებს არ უპასუხა. "ერთნი ამბობენ, რომ უჭირთ პასუხის გაცემა პოლიტიკური ფიგურის ამორჩევისას, მეორენი ამბობენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერენ მხარს, მესამენი კი პასუხისგან თავს საერთოდ იკავებენ. პოლიტიკური პარტიებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ არის ჯერ კიდევ დიდი რესურსი, რომლის სამომავლოდ გამოყენება და ამა თუ იმ მხარეს მხარდამჭერად მიზიდვა შეიძლება", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

კვლევის - "ელექტორატის პროფილი" - ფარგლებში გამოიკითხა სამი ასაკობრივი ჯგუფი – 18-24; 40-50; 60-70. შერჩევა ჩატარდა იერარქიული, შემთხვევითი, წინასწარი შერჩევის მიხედვით – ინტერვიუერი შედიოდა დასახლების საწყის წერტილად წინასწარ შერჩეული ადგილიდან ყოველ მეხუთე სახლში. ავტორების განცხადებით, გამოკითხვის სირთულეს წარმოადგენდა რესპონდენტთა ინტერვიუზე დათანხმება, განსაკუთრებით თბილისში, სადაც ინტერვიუერებს ხშირად კარს არ უღებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა