მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპარსეთის ყურის კრიზისი რუსულ ”ჭრილში,” ანუ რისთვის შენდება გზები და საავადმყოფოები საქართველოში
სპარსეთის ყურის კრიზისი რუსულ ”ჭრილში,” ანუ რისთვის შენდება გზები და საავადმყოფოები საქართველოში

სპარ­სე­თის ყუ­რე­ში სი­ტუ­ა­ცია სულ უფრო მე­ტად იძა­ბე­ბა. ირა­ნი უარს ამ­ბობს შე­წყვი­ტოს ატო­მურ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ო­ბა და აცხა­დებს, რომ მას მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბი გა­აჩ­ნია. თა­ვის მხრივ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი რუ­სეთს მი­ლი­ტა­რის­ტულ ზრახ­ვებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ირა­ნის მთებ­ში ჩა­მა­ლულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ატო­მუ­რი ია­რა­ღის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბენ, რაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­წყდეს.

იან­ვრის თვე­ში ამე­რი­კა-ის­რა­ე­ლის ერ­თობ­ლი­ვი სამ­ხედ­რო მა­ნევ­რე­ბიც იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მა­ნევ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "სას­ტი­კი გა­მოწ­ვე­ვა 2012" რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­ი­დო. რო­გორც ჩანს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის იმედს არ კარ­გავს. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პრო­ცეს­ში რუ­სე­თიც ჩა­ერ­თო, ჩვენ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი და დესტრუქ­ცი­უ­ლი მიზ­ნით.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სამ­ხედ­რო მა­ნევ­რე­ბის "კავ­კაზ 2012-ის" ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებს, არა­მედ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს, ასე­ვე, სომ­ხეთს მო­ი­ცავს. სწავ­ლე­ბე­ბის მო­წყო­ბის მი­ზე­ზად გარ­და ად­გი­ლობ­რი­ვი საფრ­თხე­ე­ბი­სა, (მო­ი­აზ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი აგ­რე­სია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის მი­მართ. ით­ქვა, რომ მსგავ­სმა "უჩე­ნი­ებ­მა" გა­ნა­პი­რო­ბეს 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში მოს­კო­ვის წარ­მა­ტე­ბა), ასე­ვე სა­ხელ­დე­ბა ამე­რი­კა­სა და ირანს შო­რის სა­ვა­რა­უ­დო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი.

რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ დროს სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი არ აპი­რებს ირან­თან ადრე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას, მათ შო­რის ია­რა­ღის მი­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზეც, რო­გორც ეს სი­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოხ­და. მათი აზ­რით, სი­რი­ა­ში კონ­ფლიქ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ეს­კა­ლა­ცია სწო­რედ ამ ხერ­ხით იქნა თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი.

თუმ­ცა ისევ სა­ქარ­თვე­ლოს და­ვუბ­რუნ­დეთ, კონ­კრე­ტუ­ლად კი იმას, თუ რო­გორ ხე­და­ვენ ამე­რი­კა-ირა­ნის კონ­ფლიქ­ტის ჭრილ­ში რუსი ექ­სპერ­ტე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს მო­ახ­ლე­ო­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ფონ­ზე.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში შავი ზღვი­სა და კას­პი­ის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ვლა­დი­მერ ზა­ხა­რო­ვი აცხა­დებს: "სა­ქარ­თვე­ლო­ში ესე­საა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და თბი­ლი­სი-ქუ­თა­ი­სის ახა­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს გახ­ლავთ ბე­ტო­ნი­სა­გან გა­კე­თე­ბუ­ლი ასაფ­რე­ნი ზოლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კე­ლებ­მა თა­ვი­სი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სათ­ვის და­ა­გეს (ამე­რი­კე­ლებ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­თან ქარ­თვე­ლე­ბი არც მი­ა­კა­რეს). ისი­ნი დიდი ხა­ნია ემ­ზა­დე­ბი­ან ირან­ზე სამ­ხედ­რო იე­რი­შის მი­სა­ტა­ნად. ეხლა კი პა­ტა­რა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყეს, რო­მელ­თა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლე­ბად გა­და­კე­თე­ბა ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა - ეს­მით, რომ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბას და­ღუ­პუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ირან­მა კი გა­აფრ­თხი­ლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც და სა­ქარ­თვე­ლოც, რომ თუ მათი ტე­რი­ტო­რი­ი­დან თუნ­დაც ერთი თვითმფრი­ნა­ვი აფ­რინ­დე­ბა ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, პა­სუ­ხი ადექ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა. და­მერ­წმუ­ნეთ, ეს პა­სუ­ხი ძალ­ზე მძი­მე იქ­ნე­ბა. ასე რომ ავან­ტუ­რა, რო­მელ­შიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კუ­თარ ხალ­ხს ხვევს, სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­დე­ბა", - ამ­ბობს ზა­ხა­რო­ვი.

სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და ზა­ხა­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს. სა­სა­ცი­ლო იმი­ტომ, რომ მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა 150 მლნ მო­სახ­ლეს, ხოლო არ­მია მი­ლი­ონ ჯა­რის­კაცს ით­ვლის, 4,5 მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ზე გა­მარ­ჯვე­ბით ამა­ყობს და შემ­დგომ ამა­ვე რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო ეს­კა­ლა­ცი­ის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს მი­ზე­ზად მას­თან შე­საძ­ლო კონ­ფლიქტს ასა­ხე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კელ­თა მიერ "აშე­ნე­ბულ" ასაფ­რენ ზოლს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ი­სამ­დეა "გა­და­ჭი­მუ­ლი" და რომ­ლის გა­რე­შეც ამე­რი­კუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი ჰა­ერ­ში ვერ აი­წე­ვი­ან, ცნო­ბის­თვის ერთ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გაც­ნობთ:

ამ­ჟა­მად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ფლო­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 11 ავი­ა­მზი­დია. 10 მათ­გა­ნი უდი­დე­სი ავი­ა­მზი­დე­ბის, ე.წ. "ნი­მი­ცის" კლასს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ერთი იმ­დე­ნიც რე­ზერვში იმ­ყო­ფე­ბა. მათ შო­რის უდი­დე­სის სიგ­რძე 333 მეტ­რია, სი­გა­ნე - 77. მას­ზე 6 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი იმ­ყო­ფე­ბა. ავი­ა­მზიდ­ზე ბა­ზი­რე­ბუ­ლია 54 გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ზებ­გე­რი­თი თვითმფრი­ნა­ვი და 26 ვერ­ტმფრე­ნი. აღ­ჭურ­ვი­ლია ატო­მუ­რი რე­აქ­ტო­რით, რომ­ლის სა­ჭი­რო საწ­ვა­ვით შევ­სე­ბა 20 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბა. ვფიქ­რობთ, კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია, მი­თუ­მე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც ერთი ასე­თი "მონ­სტრი" უკვე სპარ­სე­თის ყუ­რე­შია. ალ­ბათ, ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის აფ­რე­ნა-დაფ­რე­ნი­სათ­ვის მხო­ლოდ ბე­ტო­ნის გზა არ კმა­რა. ამას მი­ნი­მუმ სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, იმე­დია ზა­ხა­როვს არ ჰგო­ნია, რომ ამე­რი­კე­ლი მფრი­ნა­ვე­ბი იგო­ეთ­თან, ხა­შურ­თან ან შრო­შას­თან "დას­მულ" თვითმფრი­ნა­ვებს სო­კა­რის ან ვი­სო­ლის სად­გუ­რებ­ზე გა­მარ­თა­ვენ საწ­ვა­ვით. აქვე ზა­ხა­როვს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­საც და­ვუ­წუ­ნებთ და ვაც­ნო­ბებთ, რომ ბე­ტო­ნის მა­გის­ტრა­ლი ჯერ ქა­რელ­საც არ გას­ცი­ლე­ბია...

რე­ა­ლო­ბა რომ უკეთ აღ­ვიქ­ვათ, მო­დით, მსოფ­ლიო რუ­კა­საც გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი. ირანს ესა­ზღვრე­ბა ავ­ღა­ნე­თი, ერა­ყი, თურ­ქე­თი. ანუ ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "გა­ძეძ­გილ­ნი" არი­ან ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი­თა და სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რით. მათ შო­რის თვითმფრი­ნა­ვე­ბით (თა­ვი­სი­ვე ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზო­ლე­ბით) და ჰოს­პი­ტა­ლე­ბით.

ჰოს­პი­ტა­ლებ­ზე გაგ­ვახ­სენ­და... აქ უთუ­ოდ იმგვარ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, გო­რის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე შე­ვარ­დნი­ლი ბო­გა­ნო რუ­სის ჯა­რის­კა­ცი რომ კვი­რობ­და: "სმოტ­რი ბლ-დ კაკ ანი ჟილი (შე­ხე­დე, ეს სა­ზი­ზღა­რი ქარ­თვე­ლე­ბი რო­გორ ცხოვ­რობ­დნე­ნო)." რო­გორც ქარ­თუ­ლი გან­სხვავ­დე­ბო­და რუ­სუ­ლის­გან ხა­რის­ხით, ისე­ვე გან­სხვავ­სე­ბა ამე­რი­კუ­ლი მას­შტა­ბე­ბი და ხა­რის­ხი ქარ­თუ­ლი­სა­გან და ძლი­ერ ცდე­ბა ბა­ტო­ნი ზა­ხა­რო­ვი, თუ ფიქ­რობს, რომ ომის შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კე­ლე­ბი თა­ვის დაჭ­რილ თა­ნა­მოძ­მე­ებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ პან­ტა­პუნ­ტით გახ­სნილ 8-14- სა­წო­ლი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის­თვის გა­ი­მე­ტე­ბენ. ისი­ნი ავ­ღა­ნეთ­ში დაჭ­რილ ქარ­თვე­ლებ­საც კი არ აგ­ზავ­ნი­ან აქ სამ­კურ­ნა­ლოდ.

ცნო­ბის­თვის: 2005 წელს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა და ვე­ტე­რან­თა სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ამე­რი­კის ბი­უ­ჯეტ­მა 68 მლრდ დო­ლა­რი გა­მო­ყო...

ახლა სა­ტი­რალს რაც შე­ე­ხე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ტი­რა­ლია იმი­ტომ, რომ ამ­გვა­რი აბ­სურ­დუ­ლი და სა­სა­ცი­ლო თე­ო­რი­ე­ბი­თა და ფან­ტა­ზი­ე­ბით რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პი­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბა (მო­დით თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ სი­მარ­თლეს და ვთქვათ, რომ ამის დამ­ჯე­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ბლო­მად მოგ­ვე­პო­ვე­ბა) ზომ­ბე­ბად აქ­ცი­ონ, სა­ქარ­თვე­ლოს­გან მტრის ხატი შექ­მნან და სა­კუ­თა­რი ზრახ­ვე­ბი ამით გა­ა­მარ­თლონ. ხოლო ჩვე­ნი მთავ­რო­ბაც ამ პო­ლი­ტი­კას ისევ ლო­კა­ლურ პი­არ­კამ­პა­ნი­ებს და სა­კუ­თარ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას უპი­რის­პი­რებს.

და­ვით შა­ლი­კაშ­ვი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

სპარსეთის ყურის კრიზისი რუსულ ”ჭრილში,” ანუ რისთვის შენდება გზები და საავადმყოფოები საქართველოში

სპარსეთის ყურის კრიზისი რუსულ ”ჭრილში,” ანუ რისთვის შენდება გზები და საავადმყოფოები საქართველოში

სპარსეთის ყურეში სიტუაცია სულ უფრო მეტად იძაბება. ირანი უარს ამბობს შეწყვიტოს ატომურ პროგრამაზე მუშაობა და აცხადებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები გააჩნია. თავის მხრივ, შეერთებული შტატები რუსეთს მილიტარისტულ ზრახვებში ადანაშაულებს და დარწმუნებულია, რომ ირანის მთებში ჩამალულ ლაბორატორიებში ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობენ, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

იანვრის თვეში ამერიკა-ისრაელის ერთობლივი სამხედრო მანევრებიც იყო დაგეგმილი, თუმცა სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მანევრი სახელწოდებით "სასტიკი გამოწვევა 2012" რამდენიმე თვით გადაიდო. როგორც ჩანს საერთაშორისო თანამეგობრობა კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების იმედს არ კარგავს. როგორც მოსალოდნელი იყო, პროცესში რუსეთიც ჩაერთო, ჩვენთვის არასასურველი და დესტრუქციული მიზნით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მანევრების "კავკაზ 2012-ის" ჩატარების თაობაზე გააკეთა განცხადება, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონებს, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ასევე, სომხეთს მოიცავს. სწავლებების მოწყობის მიზეზად გარდა ადგილობრივი საფრთხეებისა, (მოიაზრება საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი აგრესია დამოუკიდებელი ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. ითქვა, რომ მსგავსმა "უჩენიებმა" განაპირობეს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მოსკოვის წარმატება), ასევე სახელდება ამერიკასა და ირანს შორის სავარაუდო სამხედრო კონფლიქტი.

რუსი სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ დროს სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზის უსაფრთხოებასა და უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი არ აპირებს ირანთან ადრე გაფორმებული ხელშეკრულებების გადახედვას, მათ შორის იარაღის მიყიდვის თაობაზეც, როგორც ეს სირიასთან დაკავშირებით მოხდა. მათი აზრით, სირიაში კონფლიქტის საერთაშორისო დონეზე ესკალაცია სწორედ ამ ხერხით იქნა თავიდან აცილებული.

თუმცა ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ, კონკრეტულად კი იმას, თუ როგორ ხედავენ ამერიკა-ირანის კონფლიქტის ჭრილში რუსი ექსპერტები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მოახლეობული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებში შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის პოლიტიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ვლადიმერ ზახაროვი აცხადებს: "საქართველოში ესესაა ექსპლუატაციაში შევიდა თბილისი-ქუთაისის ახალი ავტომაგისტრალი. ფაქტობრივად, ეს გახლავთ ბეტონისაგან გაკეთებული ასაფრენი ზოლი, რომელიც ამერიკელებმა თავისი თვითმფრინავებისათვის დააგეს (ამერიკელებმა სამუშაოებთან ქართველები არც მიაკარეს). ისინი დიდი ხანია ემზადებიან ირანზე სამხედრო იერიშის მისატანად. ეხლა კი პატარა სტაციონარული საავადმყოფოების მშენებლობა დაიწყეს, რომელთა საველე ჰოსპიტალებად გადაკეთება ადვილად შეიძლება - ესმით, რომ საომარ მოქმედებას დაღუპულები და დაჭრილები მოჰყვება. ირანმა კი გააფრთხილა აზერბაიჯანიც და საქართველოც, რომ თუ მათი ტერიტორიიდან თუნდაც ერთი თვითმფრინავი აფრინდება ირანის მიმართულებით, პასუხი ადექვატური იქნება. დამერწმუნეთ, ეს პასუხი ძალზე მძიმე იქნება. ასე რომ ავანტურა, რომელშიც ხელისუფლება საკუთარ ხალხს ხვევს, საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება", - ამბობს ზახაროვი.

სასაცილო იქნებოდა ზახაროვის განცხადება, სატირალი რომ არ იყოს. სასაცილო იმიტომ, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა 150 მლნ მოსახლეს, ხოლო არმია მილიონ ჯარისკაცს ითვლის, 4,5 მილიონიან ქვეყანაზე გამარჯვებით ამაყობს და შემდგომ ამავე რეგიონში სამხედრო ესკალაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მასთან შესაძლო კონფლიქტს ასახელებს. რაც შეეხება ამერიკელთა მიერ "აშენებულ" ასაფრენ ზოლს, რომელიც თბილისიდან ქუთაისამდეა "გადაჭიმული" და რომლის გარეშეც ამერიკული გამანადგურებლები ჰაერში ვერ აიწევიან, ცნობისთვის ერთ ინფორმაციას გაგაცნობთ:

ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის განკარგულებაში 11 ავიამზიდია. 10 მათგანი უდიდესი ავიამზიდების, ე.წ. "ნიმიცის"  კლასს განეკუთვნება, ერთი იმდენიც რეზერვში იმყოფება. მათ შორის უდიდესის სიგრძე 333 მეტრია, სიგანე - 77. მასზე 6 ათასამდე სამხედრო და მომსახურე პერსონალი იმყოფება. ავიამზიდზე ბაზირებულია 54 გამანადგურებელი ზებგერითი თვითმფრინავი და 26 ვერტმფრენი. აღჭურვილია ატომური რეაქტორით, რომლის საჭირო საწვავით შევსება 20 წელიწადში ერთხელ ხდება. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთი ასეთი "მონსტრი" უკვე სპარსეთის ყურეშია. ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო თვითმფრინავების აფრენა-დაფრენისათვის მხოლოდ ბეტონის გზა არ კმარა. ამას მინიმუმ სანავიგაციო სისტემა და სპეციალური ტექნიკური მომსახურება სჭირდება. გარდა ამისა, იმედია ზახაროვს არ ჰგონია, რომ ამერიკელი მფრინავები იგოეთთან, ხაშურთან ან შროშასთან "დასმულ" თვითმფრინავებს სოკარის ან ვისოლის სადგურებზე გამართავენ საწვავით. აქვე ზახაროვს ინფორმირებულობასაც დავუწუნებთ და ვაცნობებთ, რომ ბეტონის მაგისტრალი ჯერ ქარელსაც არ გასცილებია...

რეალობა რომ უკეთ აღვიქვათ, მოდით, მსოფლიო რუკასაც გადავავლოთ თვალი. ირანს ესაზღვრება ავღანეთი, ერაყი, თურქეთი. ანუ ქვეყნები, რომლებიც "გაძეძგილნი" არიან ამერიკული იარაღითა და სამხედრო ინფრასტრუქტურით. მათ შორის თვითმფრინავებით (თავისივე ასაფრენ-დასაფრენი ზოლებით) და ჰოსპიტალებით.

ჰოსპიტალებზე გაგვახსენდა... აქ უთუოდ იმგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, გორის სამხედრო ბაზაზე შევარდნილი ბოგანო რუსის ჯარისკაცი რომ კვირობდა: "სმოტრი ბლ-დ კაკ ანი ჟილი (შეხედე, ეს საზიზღარი ქართველები როგორ ცხოვრობდნენო)." როგორც ქართული განსხვავდებოდა რუსულისგან ხარისხით, ისევე განსხვავსება ამერიკული მასშტაბები და ხარისხი ქართულისაგან და ძლიერ ცდება ბატონი ზახაროვი, თუ ფიქრობს, რომ ომის შემთხვევაში, ამერიკელები თავის დაჭრილ თანამოძმეებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პანტაპუნტით გახსნილ 8-14- საწოლიან საავადმყოფოებისთვის გაიმეტებენ. ისინი ავღანეთში დაჭრილ ქართველებსაც კი არ აგზავნიან აქ სამკურნალოდ.

ცნობისთვის: 2005 წელს სამხედრო მოსამსახურეთა და ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფისთვის ამერიკის ბიუჯეტმა 68 მლრდ დოლარი გამოყო...

ახლა სატირალს რაც შეეხება. ეს ყველაფერი სატირალია იმიტომ, რომ ამგვარი აბსურდული და სასაცილო თეორიებითა და ფანტაზიებით რუსეთის მმართველი პირები ცდილობენ, საკუთარი მოსახლეობა (მოდით თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ვთქვათ, რომ ამის დამჯერებელი საქართველოშიც ბლომად მოგვეპოვება) ზომბებად აქციონ, საქართველოსგან მტრის ხატი შექმნან და საკუთარი ზრახვები ამით გაამართლონ. ხოლო ჩვენი მთავრობაც ამ პოლიტიკას ისევ ლოკალურ პიარკამპანიებს და საკუთარ დეზინფორმაციას უპირისპირებს.

დავით შალიკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა