Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”იმ თანხის დათვლა, რაც პიარზე იხარჯება, თითქმის შეუძლებელია”
”იმ თანხის დათვლა, რაც პიარზე იხარჯება, თითქმის შეუძლებელია”

თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ტყვაა "პი­ა­რი". რა როლს ას­რუ­ლებს ეს მა­გი­უ­რი სი­ტყვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ლადო პა­პა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად პი­არ­ტექ­ნო­ლო­გია საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია და მას დიდი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ნი. ისი­ნი ქი­რა­ო­ბენ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­პი­ა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ.

სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი პი­ა­რი ხში­რად ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მუ­შა­ობს. სწო­რედ პი­ა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ ამე­რი­კულ გა­ზე­თებ­შიც კი იწე­რე­ბო­და და იწე­რე­ბა სტა­ტი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის არ­ნა­ხულ წარ­მა­ტე­ბა­ზე. რო­გო­რი რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩვენს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ ეს რე­ფორ­მა მსოფ­ლი­ო­ში მა­ინც გა­პი­არ­და. ასე რომ, პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მუ­შა­ობს და ბუ­ნებ­რი­ვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, ის სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს.

- ბა­ტო­ნო ლადო, ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ პი­ა­რის ტყვე­ო­ბა­ში ექ­ცე­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი.

- პი­არ­ტექ­ნო­ლო­გია თა­ვის თავ­ში არც ბო­რო­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს და არც ტყუ­ილს. პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა გა­აც­ნო ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც აკე­თებ და ეს კარ­გი კუ­თხით და­ა­ნახ­ვო. ავი­ღოთ მა­გა­ლი­თად დანა: და­ნით შე­იძ­ლე­ბა პუ­რიც დაჭ­რა და კა­ციც მოკ­ლა. პო­ლი­ტი­კო­სის წე­სი­ე­რე­ბა­სა და მის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ას კე­თი­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს თუ - პი­რი­ქით.

დღეს პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი თით­ქმის მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ამ­გვა­რი პი­ა­რით მო­ნუს­ხუ­ლია ყვე­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - რუ­სე­თი. რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც უნდა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რუ­სე­თის პროგ­რე­სულ ძა­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. არც არის გა­საკ­ვი­რი: რუ­სეთ­ში ისე­თი ამაზ­რზე­ნი რე­ჟი­მია შექ­მნი­ლი, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ფერს შე­ნატ­რი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ლა­მა­ზად შე­ფუ­თულ ტყუ­ილს ბევ­რი იჯე­რებს. აქ კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას ვა­წყდე­ბით: ეს არის ჩვე­ნი დი­ას­პო­რის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა. გული მტკი­ვა, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით გვაჩ­ვე­ნე­ბენ დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც პრი­მი­ტი­ვიზმს გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბენ. ისი­ნი ან ძა­ლი­ან კარ­გად ცხოვ­რო­ბენ და­სავ­ლეთ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ზე თით­ქმის არა­ფე­რი იცი­ან, ან იმა­ვე პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ის ტყვე­ე­ბი არი­ან. ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი დი­ას­პო­რა არ ცხოვ­რობს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ტკი­ვი­ლით, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­შია.

და­ვი­ჯე­რო, ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი ან ნა­თე­სა­ვი, ვინც აქ და­ტო­ვეს, ბედ­ნი­ე­რია?! ქარ­თულ დი­ას­პო­რას არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან - ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეხ­ვდა. ამ შეხ­ვედ­რამ სულ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბი­თა და ტაშ-ფან­დუ­რით ჩა­ი­ა­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ვა­ლუ­ტო ფონდში ასე რო­გორ და­ჩა­ჩა­ნაკ­დნენ: არ იცი­ან, რომ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ად­გილ­ზეა ინფლა­ცი­ის დო­ნით, ხოლო პირ­ველ ად­გილ­ზე ყირ­გი­ზე­თია - ქვე­ყა­ნა, სა­დაც 2010 წელი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი იყო. არ მეს­მის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ პრი­მი­ტი­ვიზ­მამ­დე და­ვი­დეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ესეც პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ნა­ყო­ფია.

- თქვენც ხომ არ იზი­ა­რებთ მო­საზ­რე­ბას, რომ მსოფ­ლიო ბანკს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდს და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სუ­ლაც არ სურთ სა­ქარ­თვე­ლო წელ­გა­მარ­თუ­ლი ქვე­ყა­ნა იყოს?

- ასე­თი თე­ო­რია მარ­თლა არ­სე­ბობს, მაგ­რამ მას არ ვი­ზი­ა­რებ. მსოფ­ლიო ბან­კი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი საკ­მა­ოდ გამჭვირ­ვა­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბია, მათი მი­ზა­ნია, მთელ მსოფ­ლი­ო­ში იყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა. მაგ­რამ აქ არის მე­ო­რე მო­მენ­ტი: ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­შიც მუ­შა­ო­ბენ ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებთ: კა­რი­ე­რა­ში წინსვლა. შე­გახ­სე­ნებთ ერთ ფაქტს:

2005 წელს, იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­აგ­დო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვ­და რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი რამ მოხ­და:

კაცს კა­რი­ე­რა გა­უ­ფუ­ჭეს. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლია, მისი მიზ­ნე­ბიც სწო­რია, მაგ­რამ იქაც ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ. როცა ხე­და­ვენ, რომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ სპე­ცი­ა­ლისტს გა­უ­ფუჭ­და კა­რი­ე­რა, სხვა ვე­ღარ ბე­დავს სი­მარ­თლის თქმას. სათ­ქმე­ლი კი ბევ­რია. ამის დას­ტუ­რად ერთ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ: რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ნიკა გი­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იან­ვარ­ში მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი 9 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და, ერთი კვი­რის თავ­ზე კი სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, რომ ზრდა იყო 10 პრო­ცენ­ტი, არა­და, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მე­ო­თხე კვარ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. გე­კი­თხე­ბით, რა იცი­ან იან­ვარ­ში რა მოხ­და, თუ მე­ო­თხე კვარ­ტა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია? ესეც პი­ა­რია, მაგ­რამ პრი­მი­ტი­უ­ლი პი­ა­რი, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი მარ­თლაც იჯე­რებს.

- მი­ვუბ­რუნ­დეთ პი­არ­კომ­პა­ნი­ებს, თუ გაქვთ კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი, რა თან­ხა იხარ­ჯე­ბა მათ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე ლა­პა­რა­კი, რად­გან გარ­და იმი­სა, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰყავთ ლო­ბის­ტუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, არ­სე­ბობს სხვა მე­ქა­ნიზ­მიც: ლო­ბის­ტე­ბი ჰყავთ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა უწყე­ბა­ში, ისი­ნი ბი­უ­ჯე­ტი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ სა­მი­ნის­ტროს კონ­სულ­ტან­ტე­ბად ჰყავთ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისი­ნი სე­რი­ო­ზულ ლო­ბის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი­ან. ამი­ტომ ამ ხარ­ჯე­ბის სრუ­ლად გა­მოთ­ვლა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხში­რად ლა­პა­რა­კობს სა­ქარ­თვე­ლოს სინ­გა­პუ­რად გა­დაქ­ცე­ვა­ზე...

- რო­გორც იტყვი­ან, პრე­ზი­დენ­ტმა "ჩა­იხ­ვია" და ვე­ღარ გა­მო­დის ამ იდე­ის ტყვე­ო­ბი­დან. სხვა­თა შო­რის, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბოლო ხანს იყე­ნებს ტერ­მინს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სინ­გა­პუ­რი", ასე­თი რამ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, რად­გან სინ­გა­პუ­რი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის ქვე­ყა­ნაა. სხვა­თა შო­რის, სინ­გა­პურს უკვე ბევ­რი რა­მით ვგა­ვართ, არა მარ­ტო მა­ღა­ლი ფა­სე­ბით, არა­მედ იმით, რომ ჩვენ­თა­ნაც ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მია, ჩვენ­თა­ნაც შე­იმ­ჩნე­ვა მის­წრა­ფე­ბა, რომ ეს რე­ჟი­მი იყოს მრა­ვალ­წლი­ა­ნი. ამას ადას­ტუ­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სულ ცოტა, 50 წლით არის მო­სუ­ლიო, ერთხელ 70 წე­ლიც კი ახ­სე­ნა. მგო­ნი, ესეც სინ­გა­პუ­რის გავ­ლე­ნაა, მოკ­ლედ, თან­და­თან მარ­თლაც სინ­გა­პურს ვემ­სგავ­სე­ბით!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

”იმ თანხის დათვლა, რაც პიარზე იხარჯება, თითქმის შეუძლებელია”

”იმ თანხის დათვლა, რაც პიარზე იხარჯება, თითქმის შეუძლებელია”

თანამედროვე საქართველოში ყველაზე გავრცელებული, პოპულარული სიტყვაა "პიარი". რა როლს ასრულებს ეს მაგიური სიტყვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა გვესაუბრება:

- თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად პიარტექნოლოგია საკმაოდ გავრცელებული ინსტრუმენტია და მას დიდი წარმატებით იყენებენ სააკაშვილი და მისი თანამოაზრენი. ისინი ქირაობენ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც სწორედ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების გაპიარებაზე მუშაობენ.

სამწუხაროდ, ასეთი პიარი ხშირად ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობს. სწორედ პიარის დამსახურებაა, რომ ყველაზე სერიოზულ ამერიკულ გაზეთებშიც კი იწერებოდა და იწერება სტატიები საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის არნახულ წარმატებაზე. როგორი რთული მდგომარეობაა ჩვენს სასამართლო სისტემაში, ყველამ ვიცით, მაგრამ ეს რეფორმა მსოფლიოში მაინც გაპიარდა. ასე რომ, პიარტექნოლოგიები მუშაობს და ბუნებრივია, ხელისუფლება ცდილობს, ის სათავისოდ გამოიყენოს.

- ბატონო ლადო, ყველაზე ცუდი ის არის, რომ პიარის ტყვეობაში ექცევა მოსახლეობის დიდი ნაწილი.

- პიარტექნოლოგია თავის თავში არც ბოროტებას გულისხმობს და არც ტყუილს. პიარტექნოლოგიის საშუალებით, საზოგადოებას უნდა გააცნო ინფორმაცია, რასაც აკეთებ და ეს კარგი კუთხით დაანახვო. ავიღოთ მაგალითად დანა: დანით შეიძლება პურიც დაჭრა და კაციც მოკლა. პოლიტიკოსის წესიერებასა და მის ნებაზეა დამოკიდებული, პიარტექნოლოგიას კეთილი მიზნებისთვის გამოიყენებს თუ - პირიქით.

დღეს პიარტექნოლოგიების წყალობით საქართველო წარმატებულ ქვეყნად არის აღიარებული თითქმის მთელ მსოფლიოში, ამგვარი პიარით მონუსხულია ყველა, განსაკუთრებით კი - რუსეთი. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, რუსეთის პროგრესულ ძალებს ჰგონიათ, რომ საქართველო მართლა წარმატებული ქვეყანაა. არც არის გასაკვირი: რუსეთში ისეთი ამაზრზენი რეჟიმია შექმნილი, რომ ისინი ყველაფერს შენატრიან.

საქართველოს შესახებ ლამაზად შეფუთულ ტყუილს ბევრი იჯერებს. აქ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით: ეს არის ჩვენი დიასპორის არაადეკვატურობა. გული მტკივა, როდესაც ტელევიზიით გვაჩვენებენ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც პრიმიტივიზმს განასახიერებენ. ისინი ან ძალიან კარგად ცხოვრობენ დასავლეთში და საქართველოზე თითქმის არაფერი იციან, ან იმავე პიარტექნოლოგიის ტყვეები არიან. ფაქტია, რომ ჩვენი დიასპორა არ ცხოვრობს იმ ადამიანების ტკივილით, ვინც საქართველოშია.

დავიჯერო, ყველა ახლობელი ან ნათესავი, ვინც აქ დატოვეს, ბედნიერია?! ქართულ დიასპორას არც საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამორჩებიან - ახლახან საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამ შეხვედრამ სულ აღფრთოვანებითა და ტაშ-ფანდურით ჩაიარა. საინტერესოა, სავალუტო ფონდში ასე როგორ დაჩაჩანაკდნენ: არ იციან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, გასული წლის მონაცემებით, საქართველო მეორე ადგილზეა ინფლაციის დონით, ხოლო პირველ ადგილზე ყირგიზეთია - ქვეყანა, სადაც 2010 წელი სამოქალაქო დაპირისპირების უმძიმესი პერიოდი იყო. არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთ პრიმიტივიზმამდე დავიდეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც პიარტექნოლოგიების ნაყოფია.

- თქვენც ხომ არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და სხვა ორგანიზაციებს სულაც არ სურთ საქართველო წელგამართული ქვეყანა იყოს?

- ასეთი თეორია მართლა არსებობს, მაგრამ მას არ ვიზიარებ. მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკმაოდ გამჭვირვალე ორგანიზაციებია, მათი მიზანია, მთელ მსოფლიოში იყოს ეკონომიკური სტაბილურობა. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი: ამ ორგანიზაციებშიც მუშაობენ ბიუროკრატები, რომლებსაც ერთადერთი ინტერესი ამოძრავებთ: კარიერაში წინსვლა. შეგახსენებთ ერთ ფაქტს:

2005 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოდან გააგდო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, ძალიან კარგი სპეციალისტი, რომელიც მოითხოვდა რეალური რეფორმების გატარებას საქართველოში. სავალუტო ფონდის ისტორიაში ძალიან იშვიათი რამ მოხდა:

კაცს კარიერა გაუფუჭეს. ეს ორგანიზაცია მაღალპროფესიულია, მისი მიზნებიც სწორია, მაგრამ იქაც ადამიანები მუშაობენ. როცა ხედავენ, რომ ძალიან წარმატებულ სპეციალისტს გაუფუჭდა კარიერა, სხვა ვეღარ ბედავს სიმართლის თქმას. სათქმელი კი ბევრია. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: რამდენიმე კვირის წინ ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი 9 პროცენტით გაიზარდა, ერთი კვირის თავზე კი სააკაშვილმა თქვა, რომ ზრდა იყო 10 პროცენტი, არადა, სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს მეოთხე კვარტალის მონაცემები გამოქვეყნებული არ ჰქონდა. გეკითხებით, რა იციან იანვარში რა მოხდა, თუ მეოთხე კვარტალის მონაცემები ჯერ კიდევ უცნობია? ესეც პიარია, მაგრამ პრიმიტიული პიარი, რომელსაც მოსახლეობის ერთი ნაწილი მართლაც იჯერებს.

- მივუბრუნდეთ პიარკომპანიებს, თუ გაქვთ კონკრეტული ციფრები, რა თანხა იხარჯება მათ დაფინანსებაზე?

- ძალიან ძნელია კონკრეტულ ციფრებზე ლაპარაკი, რადგან გარდა იმისა, რომ დაქირავებული ჰყავთ ლობისტური კომპანიები, არსებობს სხვა მექანიზმიც: ლობისტები ჰყავთ დაქირავებული სხვადასხვა უწყებაში, ისინი ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ეს ადამიანები არიან ე.წ. ექსპერტები, რომლებიც ამა თუ იმ სამინისტროს კონსულტანტებად ჰყავთ დაქირავებული, მაგრამ ისინი სერიოზულ ლობისტურ საქმიანობას ეწევიან. ამიტომ ამ ხარჯების სრულად გამოთვლა თითქმის შეუძლებელია.

- მიხეილ სააკაშვილი ხშირად ლაპარაკობს საქართველოს სინგაპურად გადაქცევაზე...

- როგორც იტყვიან, პრეზიდენტმა "ჩაიხვია" და ვეღარ გამოდის ამ იდეის ტყვეობიდან. სხვათა შორის, სააკაშვილი ბოლო ხანს იყენებს ტერმინს "დემოკრატიული სინგაპური", ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, რადგან სინგაპური ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანაა. სხვათა შორის, სინგაპურს უკვე ბევრი რამით ვგავართ, არა მარტო მაღალი ფასებით, არამედ იმით, რომ ჩვენთანაც ავტორიტარული რეჟიმია, ჩვენთანაც შეიმჩნევა მისწრაფება, რომ ეს რეჟიმი იყოს მრავალწლიანი. ამას ადასტურებს სააკაშვილის განცხადება, "ნაციონალური მოძრაობა" სულ ცოტა, 50 წლით არის მოსულიო, ერთხელ 70 წელიც კი ახსენა. მგონი, ესეც სინგაპურის გავლენაა, მოკლედ, თანდათან მართლაც სინგაპურს ვემსგავსებით!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე