ილია მეორე - დედოფალმა მითხრა, რომ რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი

ილია მეორე - დედოფალმა მითხრა, რომ რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი

რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი, - ეს სიტყვები უთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ.

დედოფალთან შეხვედრის შესახებ ილია მეორემ "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. მან მითხრა, რომ რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი. საქართველო უდიდეს პატივს სცემს მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის დედოფალს", - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პატარა ქვეყნებმა შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, კულტურა და დიდმა სახელმწიფოებმა პატარა ქვეყნების კულტურა არ გადაყლაპონ.

ინტერვიუ დიდ ბრიტანეთში მყოფ პატრიარქთან ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ჩაწერა. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რომ რუსულ ენაზე ინტერვიუს დასთანხმდა. პატრიარქმა ეს იმით ახსნა, რომ ქართულ ენაზე "ბი-ბი-სი" არ მაუწყებლობს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"