რუსული სააგენტოები "პაკლონნაია გარაზე" მემორიალის გახსნის დროს პუტინის განცხადებებს ავრცელებენ

რუსული სააგენტოები "პაკლონნაია გარაზე" მემორიალის გახსნის დროს პუტინის განცხადებებს ავრცელებენ

კეთილმეზობლობა და ჭეშმარიტი პარტნიორობა, - ასე ხედავს რუსეთ-საქართველოს მომავალს ვლადიმერ პუტინი. რუსული სააგენტოები ”პაკლონნაია გარაზე” მემორიალის გახსნის დროს რუსეთის პრემიერის განცხადებებს ავრცელებენ.

"მჯერა, არავის ძალუძს დააპირისპიროს და გაართულოს ქართულ-რუსული ურთიერთობები, გაწყვიტოს ტრადიციული ადამიანური და სულიერი კავშირები. ჩვენ ამისკენ გულწრფელად მივისწრაფით", - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრემიერმა საზოგადოებას გაახსენა ერთი წლის წინანდელი "საშინელი კადრები ქუთაისის მემორიალის აფეთქების" - "სამარცხვინო აქტი სახელმწიფო ვანდალიზმის, რომელმაც მსოფლიო აღშფოთება გამოიწვია, პირველ რიგში კი - საქართველოში. ხალხი ვერ იქნება იმის გვერდით, ვისაც მეხსიერების დანგრევა უნდა. მითუმეტეს, როცა ეს საკუთარ გმირებს ეხება", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრემიერის თქმით, ახალი მონუმენტი არის ხალხების ერთობის სიმბოლო, რადგან ფაშიზმის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ერთად ვიყავით, ჩვენ დავრწმუნდით, რომ საერთო ისტორიის, საერთო წარსულის მიმართ ადამიანების დამოკიდებულების დამცირება არავის შეუძლია.

დღევანდელ ცერემონიას ესწრებოდნენ მოსკოვის მერი და ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია.

მოსკოვის მერის თქმით, ახალი მემორიალი ხალხთა საერთო წარსულისა და ისტორიის სიმბოლოა.

"ის ორი ნაწილისგან შედგება, ერთი ჩვენ 1945 წელში გვაბრუნებს, ხოლო მეორე გვახსენებს შარშანდელ ბარბაროსობას".

ხუბუტიამ მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელისუფლებას ”მემორიალის და ისტორიული სიმართლის შენარჩუნებისთვის.”

Video

მოსკოვში ქუთაისის ”დიდების მემორიალის” ანალოგი გაიხსნა

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე