პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე: "ამათ ხალხის ერთობის ძალით დაველაპარაკებით”
ნინო ბურჯანაძე: "ამათ ხალხის ერთობის ძალით დაველაპარაკებით”

"სა­ხალ­ხო კრე­ბამ" პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი გა­ა­ცო­ცხლა, გა­ა­ჩი­ნა შან­სი, რომ ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც რე­ა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ის ოპო­ზი­ცია რომ იყოს, რო­მე­ლიც 2012-2013 წლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, გარ­წმუ­ნებთ, 2033 წლამ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გა­რე­მოც­ვა იქ­ნე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, რო­გო­რი გან­წყო­ბით მოვ­ლენ "სა­ხალ­ხო კრე­ბა­ზე" ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და იქ­ნე­ბი­ან თუ არა მზად თა­ვი­ან­თი ამო­ცა­ნის შე­უ­პოვ­რად შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის", - ამ­ბობს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი და "სა­ხალ­ხო კრე­ბის" ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე:

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ე­შინ­და "სა­ხალ­ხო კრე­ბი­სა" და ყვე­ლა ღონე იხ­მა­რა, რომ ჩვენ­თვის დარ­ბა­ზი არ მო­ე­ცა. რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე კრე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძნე­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე და­ხუ­რულ დარ­ბაზ­ში, მაგ­რამ იმე­დია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კრე­ბას და დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ისე დას­რულ­დეს, რომ ჩარ­ჩო­დან არ ამო­ვარ­დეს. კრე­ბა 3 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მაქ­სი­მუმ 2 სა­ათს გაგ­რძელ­დე­ბა. კრე­ბის შემ­დეგ მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თე­ბა თუ აქ­ცია, ეს სხვა სა­კი­თხია.

თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გვა­ი­ძუ­ლა, რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე დაგ­ვე­ნიშ­ნა შეკ­რე­ბა, რად­გან არ ელო­და კრე­ბა­ზე ბევ­რი ხალ­ხის მოს­ვლას. აქამ­დე გეგ­მავ­დნენ, თუ 25 ნო­ემ­ბერს პარ­ლა­მენ­ტის წინ 10-15 ათა­სი კაცი მო­ვი­დო­და, მო­ე­წყოთ პრო­ვო­კა­ცია, 10-15-ათას­კა­ცი­ან შეკ­რე­ბას ძალ­ზე ად­ვი­ლად და­არ­ბევ­დნენ. მერე პრო­ვო­კა­ცი­ას მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს გა­და­აბ­რა­ლებ­დნენ, რა­საც მო­ა­ყო­ლებ­დნენ რეპ­რე­სი­ებს და ამით საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას ჩაკ­ლავ­დნენ. ახლა ეს პრო­ვო­კა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ გა­მო­უ­ვა, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ცი­ლე­ბით მეტი ხალ­ხი მოვა და ჩვენც ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ პრო­ვო­კა­ცია არ გა­უ­ვი­დეთ.

- მაგ­რამ ვი­ღა­ცამ რომ და­ი­ძა­ხოს, პარ­ლა­მენ­ტში შევ­ცვივ­დე­თო და ხალ­ხიც აჰ­ყვეს?

- კრე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ე. წ. უსაფრ­თხო­ე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამას არ და­უშ­ვებს. არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გულ­წრფე­ლად აღ­შფო­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნოს. ვიცი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 25 ნო­ემ­ბრის­თვის სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბა. ემ­ზა­დოს, რამ­დე­ნიც უნდა. ხალ­ხის პრო­ტესტს ვერ ჩა­ახ­შობს. თუ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­და­წყვეტს, რომ აღარ უნდა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხალ­ხის ნე­ბას წინ ვერ აღუდ­გე­ბა, ხოლო, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ჩუმ­დე­ბა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­აგ­რძე­ლებს წუ­წუნს, რა ცუდი მთავ­რო­ბა გვყავ­სო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

ძნე­ლია "პრო­ვო­კა­ტო­რო­ბის ჩემ­პი­ონ" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ვე­ჯიბ­როთ, მაგ­რამ თუ პრო­ვო­კა­ცი­ის მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა, ჩვენც გვაქვს მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­ვეც­დე­ბით მათ აღ­კვე­თას.

ამის თა­ო­ბა­ზე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია დი­პ­კორ­პუ­სი, უამ­რა­ვი წე­რი­ლი გავ­გზავ­ნეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში. პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­კის­რე­ბა და ეს ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­დე­ბა.

- კრე­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ყე­ნე­ბა რომ მო­ი­თხო­ვოს, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ამის აღ­სრუ­ლე­ბა?

- ყვე­ლა დე­ტალ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ სა­ა­მი­სოდ უამ­რა­ვი ბერ­კე­ტი გვაქვს. უპირ­ვე­ლე­სი კრე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბაა. თუ კრე­ბა­ზე ბევ­რი ხალ­ხი მოვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა, დათ­მო­ბა­ზე წა­ვი­დეს. არ არ­სე­ბობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 100 ან 200 ათა­სი კა­ცის პრო­ტესტს უგუ­ლე­ბელ­ყოფს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­დეს.

- 200 ათა­სი კაცი იდგა ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ პრო­ტეს­ტმა უშე­დე­გოდ ჩა­ი­ა­რა.

- თუ პარ­ლა­მენ­ტთან 200 ათა­სი კაცი მოვა, მათ უკან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი იგუ­ლის­ხმე­ბა. გარ­და ამი­სა, უწინ ოპო­ზი­ცი­ის მარ­ცხის მი­ზე­ზი ლი­დე­რებ­ში ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბა იყო, რაც საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას უშ­ლი­და ხელს. რო­დე­საც ერთი ლი­დე­რი ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ზე­წო­ლის­თვი­სო, მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გარ­ბო­და გა­უ­გე­ბარ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე და რო­დე­საც იქი­დან ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით ბრუნ­დე­ბო­და, ამ­ბობ­და, კი­დევ წა­ვალ შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზეო.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, გაძ­ნელ­დე­ბო­და მიზ­ნის მიღ­წე­ვა. დღეს კრე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც უკან და­ხე­ვა­სა და ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას არ აპი­რე­ბენ, მაგ­რამ არც ხალ­ხის ნაც­ვლად მი­ი­ღე­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ხალ­ხმა უნდა გვი­თხრას, რა უნდა.

რო­დე­საც ამათ მო­რალ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და ვცდი­ლობ­დი, მათ­ში მო­რა­ლუ­რი კა­ტე­გო­რი­ე­ბი გა­მეღ­ვი­ძე­ბი­ნა, ცდა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. ამი­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხო­ლოდ ხალ­ხის ძა­ლით, უფრო სწო­რად, ხალ­ხის ერ­თო­ბის ძა­ლით და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი.

- 26 მა­ი­სი გა­მახ­სენ­და. ხალ­ხმა რომ გი­თხრათ, დღეს­ვე გა­და­ვა­ყე­ნოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბაო, სად წა­იყ­ვანთ ეგ­ზალ­ტი­რე­ბულ ხალ­ხს?

- ჩვენ ხალ­ხს არ ვა­ტყუ­ებთ და არ ვამ­ბობთ, 25-ში კრე­ბა რომ ჩა­ტარ­დე­ბა, 26 ნო­ემ­ბრის დი­ლას სა­ქარ­თვე­ლო სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე შეხ­ვდე­ბაო. 25 ნო­ემ­ბრი­დან იწყე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლი­სათ­ვის, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დამ­თავ­რდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მარ­ჯვე­ბით და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წას­ვლით, ოღონდ გო­ნივ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო.

- სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­საც არ აკ­ლდა შე­მარ­თე­ბა, დღეს კი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და.

- ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბას აზრი სწო­რედ მა­შინ აქვს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში რე­ჟი­მი და სირ­თუ­ლე­ე­ბია. თუ ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­რდე, ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო თუ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე აკე­თო.

ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს შევ­ხვდი, სა­ნამ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე გა­ა­კე­თებ­და გან­ცხა­დე­ბას. მა­შინ ვუ­თხა­რი, რომ მი­უ­ხე­და­ვად რიგ სა­კი­თხებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, მისი წას­ვლა პო­ლი­ტი­კი­დან და­ნა­კარ­გი იქ­ნე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, მაგ­რამ ეს მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ.

- "ფო­რუ­მი" "სა­ხალ­ხო კრე­ბას" აქამ­დე სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­და, ახლა რის გამო გა­და­წყვი­ტა კრე­ბას­თან შე­ერ­თე­ბა?

- მე უფრო უც­ნა­უ­რად ის მი­მაჩ­ნდა, "ფო­რუ­მი" უარს რომ ამ­ბობ­და "სა­ხალ­ხო კრე­ბა­ში" აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა­ზე. ვფიქ­რობ, "ფო­რუ­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სწო­რად შე­ა­ფა­სა "სა­ხალ­ხო კრე­ბის" ძალა და ის, რომ მათი მოს­ვლით "სა­ხალ­ხო კრე­ბა" კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

- "ქარ­თულ პარ­ტი­ას­თან" ერთი შე­ხედ­ვით არ­ცთუ თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ? ოქ­რუ­აშ­ვილ­მა თქვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი ახ­სე­ნა.

- რო­მელ ამ­ბი­ცი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი პარ­ტი­ის" დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მათი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მათ წი­ნა­და­დე­ბას ვა­ფა­სებ, მაგ­რამ ჩვენ ბევრ სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა გვაქვს.

გარ­და ამი­სა, უკვე ვარ ერთი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე და მყავს გუნ­დი, რო­მელ­თა­ნაც იდე­უ­რი თან­ხვედ­რა მაქვს. მათ უარი ვუ­თხა­რი კო­ა­ლი­ცი­ა­ზეც. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, ბა­ტონ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს ძა­ლი­ან უნდა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა, მაგ­რამ რო­დე­საც სი­ტუ­ა­ცი­ას შო­რი­დან უყუ­რებ, ბევ­რი რამ სხვაგ­ვა­რად ჩანს. ვფიქ­რობ, ბა­ტონ­მა ირაკ­ლიმ შო­რი­დან კარ­გად ვერ და­ი­ნა­ხა "სა­ხალ­ხო კრე­ბის" რე­ა­ლუ­რი ძალა.

იზო რი­კა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

ნინო ბურჯანაძე: "ამათ ხალხის ერთობის ძალით დაველაპარაკებით”

ნინო ბურჯანაძე: "ამათ ხალხის ერთობის ძალით დაველაპარაკებით”

"სახალხო კრებამ" პოლიტიკური პროცესი გააცოცხლა, გააჩინა შანსი, რომ ქვეყანაში  რაღაც რეალურად შეიცვალოს. საქართველოში მხოლოდ ის ოპოზიცია რომ იყოს, რომელიც 2012-2013 წლებისთვის ემზადება, გარწმუნებთ, 2033 წლამდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა იქნებიან ხელისუფლებაში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი განწყობით მოვლენ "სახალხო კრებაზე" ჩვენი მოქალაქეები და იქნებიან თუ არა მზად თავიანთი ამოცანის შეუპოვრად შესრულებისათვის", - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და "სახალხო კრების" ერთ-ერთი ინიციატორი ნინო ბურჯანაძე:

- ხელისუფლებას შეეშინდა "სახალხო კრებისა" და ყველა ღონე იხმარა, რომ ჩვენთვის დარბაზი არ მოეცა. რუსთაველის პროსპექტზე კრების ჩატარება გაცილებით ძნელი იქნება, ვიდრე დახურულ დარბაზში, მაგრამ იმედია, საზოგადოება გააცნობიერებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კრებას და დაგვეხმარებიან ისე დასრულდეს, რომ ჩარჩოდან არ ამოვარდეს. კრება 3 საათზე  დაიწყება და მაქსიმუმ 2 საათს გაგრძელდება. კრების შემდეგ მიტინგი გაიმართება თუ აქცია, ეს სხვა საკითხია.

თავად ხელისუფლებამ გვაიძულა, რუსთაველის პროსპექტზე დაგვენიშნა შეკრება, რადგან არ ელოდა კრებაზე ბევრი ხალხის მოსვლას. აქამდე გეგმავდნენ, თუ 25 ნოემბერს პარლამენტის წინ 10-15 ათასი კაცი მოვიდოდა, მოეწყოთ პროვოკაცია, 10-15-ათასკაციან შეკრებას ძალზე ადვილად დაარბევდნენ. მერე პროვოკაციას მიტინგის ორგანიზატორებს გადააბრალებდნენ, რასაც მოაყოლებდნენ რეპრესიებს და ამით საპროტესტო ტალღას ჩაკლავდნენ. ახლა ეს პროვოკაცია ხელისუფლებას აღარ გამოუვა, რადგან დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი ხალხი მოვა და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროვოკაცია არ გაუვიდეთ.

- მაგრამ ვიღაცამ რომ დაიძახოს, პარლამენტში შევცვივდეთო და ხალხიც აჰყვეს?

- კრებაზე იქნება ე. წ. უსაფრთხოების ჯგუფი, რომელიც ამას არ დაუშვებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პროვოკაციისთვის ხელისუფლებამ გულწრფელად აღშფოთებული ადამიანებიც გამოიყენოს. ვიცი, რომ ხელისუფლება 25 ნოემბრისთვის საგანგებოდ ემზადება. ემზადოს, რამდენიც უნდა. ხალხის პროტესტს ვერ ჩაახშობს. თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაწყვეტს, რომ აღარ უნდა ეს ხელისუფლება, ხელისუფლება ხალხის ნებას წინ ვერ აღუდგება, ხოლო, თუ მოსახლეობა გაჩუმდება და სამზარეულოში გააგრძელებს წუწუნს, რა ცუდი მთავრობა გვყავსო, ხელისუფლება კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

ძნელია "პროვოკატორობის ჩემპიონ" ხელისუფლებას შევეჯიბროთ, მაგრამ თუ პროვოკაციის მცდელობა იქნება, ჩვენც გვაქვს მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შევეცდებით მათ აღკვეთას.

ამის თაობაზე გაფრთხილებულია დიპკორპუსი, უამრავი წერილი გავგზავნეთ საერთაშორისო თანამეგობრობაში. პროვოკაციის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება და ეს ძალიან ძვირად დაუჯდება.

- კრებამ ხელისუფლების გადაყენება რომ მოითხოვოს, როგორ წარმოგიდგენიათ ამის აღსრულება?

- ყველა დეტალზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ გეტყვით, რომ საამისოდ უამრავი ბერკეტი გვაქვს. უპირველესი კრების ლეგიტიმურობაა. თუ კრებაზე ბევრი ხალხი მოვა, ხელისუფლება იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც 100 ან 200 ათასი კაცის პროტესტს უგულებელყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ვითარება გამწვავდეს.

- 200 ათასი კაცი იდგა ქუჩაში, მაგრამ პროტესტმა უშედეგოდ ჩაიარა.

- თუ პარლამენტთან 200 ათასი კაცი მოვა, მათ უკან კიდევ რამდენიმე ასეული ათასი იგულისხმება. გარდა ამისა, უწინ  ოპოზიციის მარცხის მიზეზი ლიდერებში ერთსულოვნების არარსებობა იყო, რაც საქმის ბოლომდე მიყვანას უშლიდა ხელს. როდესაც ერთი ლიდერი ამბობდა, ყველაფერი გავაკეთოთ ხელისუფლებაზე ზეწოლისთვისო, მეორე ხელისუფლებასთან შეხვედრაზე გარბოდა გაუგებარ მოლაპარაკებაზე და როდესაც იქიდან ცარიელი ხელებით ბრუნდებოდა, ამბობდა, კიდევ წავალ შემდეგ მოლაპარაკებაზეო.

ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, გაძნელდებოდა მიზნის მიღწევა. დღეს კრების ხელმძღვანელობაში ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც უკან დახევასა და  ხალხის მოტყუებას არ აპირებენ, მაგრამ არც ხალხის ნაცვლად მიიღებენ კონკრეტული მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას. ხალხმა უნდა გვითხრას, რა უნდა.

როდესაც ამათ მორალზე ველაპარაკებოდი და ვცდილობდი, მათში მორალური კატეგორიები გამეღვიძებინა,  ცდა უშედეგოდ დასრულდა. ამიტომაც ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის ძალით, უფრო სწორად, ხალხის ერთობის ძალით დაველაპარაკები.

- 26 მაისი გამახსენდა. ხალხმა რომ გითხრათ, დღესვე გადავაყენოთ ხელისუფლებაო, სად წაიყვანთ ეგზალტირებულ ხალხს?

- ჩვენ ხალხს არ ვატყუებთ და არ ვამბობთ, 25-ში კრება რომ ჩატარდება, 26 ნოემბრის დილას საქართველო სააკაშვილის გარეშე შეხვდებაო. 25 ნოემბრიდან იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის, რომელიც აუცილებლად დამთავრდება საქართველოს მოსახლეობის გამარჯვებით და სააკაშვილის ხელისუფლების წასვლით, ოღონდ გონივრული მოქმედებაა საჭირო.

- სალომე ზურაბიშვილსაც არ აკლდა შემართება, დღეს კი პოლიტიკიდან წავიდა.

- ოპოზიციონერობას აზრი სწორედ  მაშინ აქვს, როდესაც ქვეყანაში რეჟიმი და სირთულეებია. თუ ქვეყანაში კარგად არის ყველაფერი, მაშინ შეიძლება დაფიქრდე, ოპოზიციაში იყო თუ საყვარელი საქმე აკეთო.

ქალბატონ სალომეს შევხვდი, სანამ პოლიტიკიდან წასვლაზე გააკეთებდა განცხადებას. მაშინ ვუთხარი, რომ მიუხედავად რიგ საკითხებში განსხვავებული შეხედულებებისა, მისი წასვლა პოლიტიკიდან დანაკარგი იქნებოდა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და წარმატებას ვუსურვებ.

- "ფორუმი" "სახალხო კრებას" აქამდე  სკეპტიკურად უყურებდა, ახლა რის გამო გადაწყვიტა კრებასთან შეერთება?

- მე უფრო უცნაურად ის მიმაჩნდა, "ფორუმი" უარს რომ ამბობდა "სახალხო კრებაში" აქტიურად ჩართვაზე. ვფიქრობ, "ფორუმის" ხელმძღვანელობამ სწორად შეაფასა "სახალხო კრების" ძალა და ის, რომ მათი მოსვლით "სახალხო კრება" კიდევ უფრო გაძლიერდება.

- "ქართულ პარტიასთან" ერთი შეხედვით არცთუ თბილი ურთიერთობა გაქვთ? ოქრუაშვილმა თქვენი ამბიციები ახსენა.

- რომელ ამბიციაზეა ლაპარაკი, როდესაც  "ქართული პარტიის" დამფუძნებლებმა შემომთავაზეს, მათი პარტიის თავმჯდომარე და საპრეზიდენტო კანდიდატი ვყოფილიყავი. მათ წინადადებას ვაფასებ, მაგრამ ჩვენ ბევრ საკითხზე განსხვავებული ხედვა გვაქვს.

გარდა ამისა, უკვე ვარ ერთი პარტიის თავმჯდომარე და მყავს გუნდი, რომელთანაც იდეური თანხვედრა მაქვს. მათ უარი ვუთხარი კოალიციაზეც. ეჭვი არ მეპარება, ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს ძალიან უნდა ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ როდესაც სიტუაციას შორიდან უყურებ, ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს. ვფიქრობ, ბატონმა ირაკლიმ შორიდან კარგად ვერ დაინახა "სახალხო კრების" რეალური ძალა.

იზო რიკაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე