პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟოზე მანუელ ბაროზო - მოვუწოდებ საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე
ჟოზე მანუელ ბაროზო - მოვუწოდებ საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზო მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თოს გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ბა­რო­ზომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თოს გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ა­კე­თოს იგი­ვე", - გა­ნა­ცხა­და ბა­რო­ზომ.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კო­მი­სი­ას რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მართ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია აქვს.

"ჩვენ პრინ­ცი­პუ­ლად ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. არა­ერ­თხელ ღიად და­ვა­ფიქ­სი­რეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცია ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ამ პო­ზი­ცი­ას მო­მა­ვალ­შიც და­ვი­ცავთ. ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლეთ სა­მე­ზობ­ლო­ში სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით მი­იღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­უ­ლო­ცა.

"ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პროგ­რე­სუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, ივ­ნის­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თან ე.წ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მეთ, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა­საც მო­ი­ცავს, ამით ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და. ასე­ვე, გა­ვა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კი­თხზე. ჩვენ კარ­გად გვეს­მის ამ ნა­ბი­ჯის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ბა­რო­ზომ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჟოზე მანუელ ბაროზო - მოვუწოდებ საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

ჟოზე მანუელ ბაროზო - მოვუწოდებ საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მოუწოდებს საქართველოს, ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ბაროზომ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გააკეთოს იგივე", - განაცხადა ბაროზომ.

მისივე თქმით, ევროკომისიას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ პრინციპული პოზიცია აქვს.

"ჩვენ პრინციპულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არაერთხელ ღიად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ოკუპაცია ჩვენთვის მიუღებელია. ამ პოზიციას მომავალშიც დავიცავთ. ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში საქართველო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ჟოზე მანუელ ბაროზომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიიღწეული წარმატებები მიულოცა.

"ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა პროგრესულად ვითარდება, ივნისში საქართველოსთან ე.წ ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც მოიცავს, ამით ევროკავშირის ბაზარი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გავაფორმეთ ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე. ჩვენ კარგად გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ბაროზომ.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე