პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა
"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა

სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ზე უჩ­ქმი­ტა, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს მოკ­ლე სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი გა­ზე­თი "კამ­სა­მოლ­სკა­ია პრავ­და".

მა­სა­ლა ეხე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კებ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ნინო კლან­და­ძემ გუ­შინ გა­ა­კე­თა.

გა­ზეთს კა­ლან­და­ძე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად ჰყავს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვას კი, "პო­ლი­ტი­კურ დე­მარშს" უწო­დებს.

"ქარ­თუ­ლი მხა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში რუ­სე­ბის უვი­ზოდ გა­და­ად­გი­ლე­ბას. ამ ქმე­დე­ბა­ში არის ერთი დე­ტა­ლი, რაც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მომ­ზა­დე­ბი­სას ქარ­თულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა, მაგ­რამ არ უთ­ქვამს. ეს არის "ბო­ე­ვი­კე­ბის" თა­ვი­სუ­ფა­ლი რო­ტა­ცია, რომ­ლე­ბიც, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, ათე­უ­ლო­ბით წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ბა­ზი­რე­ბუ­ლი და სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით ხვდე­ბი­ან და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში", - წერს "კამ­სა­მოლ­სკა­ია პრავ­და".

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო რე­ჟი­მი 13 ოქ­ტომ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის ახა­ლი რე­ჟი­მი ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩეჩ­ნე­თის, ინ­გუ­შე­თის, ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის, და­ღეს­ტნის, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზე­თი­სა და ადი­ღე­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 90-დღი­ა­ნი უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას. შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბულ­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 11 ოქ­ტომ­ბრს გა­მოს­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნინო კა­ლან­და­ძის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­აა. კერ­ძოდ, ლარ­სის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტის გახ­სნის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს გარ­კვე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბი შე­ექ­მნათ, რად­გან მათ სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზის მი­ღე­ბის­თვის მოს­კოვ­ში ჩას­ვლა უწევ­დათ.

"ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც გახ­ლავთ, რომ გვსურს, მე­ზო­ბელ ხალ­ხებ­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღ­ვად­გი­ნოთ. ასე­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბაა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, რად­გან ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს სურთ, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნინო კა­ლან­და­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნილ ყვე­ლა სა­სა­ზღვრო პუნ­ქტზე გავ­რცელ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ისაკო დევიძის ბინიდან კადრები, ჩხრეკის დასრულბის შემდეგ - "ნახეთ, რა ხდება"

"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა

"კომსომოლსკაია პრავდა" - საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა

საქართველომ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაზე უჩქმიტა, - ამ სათაურით აქვეყნებს მოკლე სტატიას რუსული გაზეთი "კამსამოლსკაია პრავდა".

მასალა ეხება ქართული მხარის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, რომლის შესახებაც ოფიციალური განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კლანდაძემ გუშინ გააკეთა.

გაზეთს კალანდაძე საგარეო საქმეთა მინისტრად ჰყავს მოხსენიებული, საქართველოს ახალი ინიციატივას კი, "პოლიტიკურ დემარშს" უწოდებს.

"ქართული მხარის გადაწყვეტილება უკავშირდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსების უვიზოდ გადაადგილებას. ამ ქმედებაში არის ერთი დეტალი, რაც ამ ინიციატივის მომზადებისას ქართულმა დიპლომატიამ გაითვალისწინა, მაგრამ არ უთქვამს. ეს არის "ბოევიკების" თავისუფალი როტაცია, რომლებიც, რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, ათეულობით წელია, საქართველოში არიან ბაზირებული და სწორედ საქართველოს გავლით ხვდებიან დასავლეთის ქვეყნებში", - წერს "კამსამოლსკაია პრავდა".

ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი 13 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ითვალისწინებს ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის 90-დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას. შესაბამისი ბრძანებულბა საქართველოს პრეზიდენტმა 11 ოქტომბრს გამოსცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა. კერძოდ, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული რესპუბლიკების მოქალაქეებს გარკვეული სიძნელეები შეექმნათ, რადგან მათ საქართველოს ვიზის მიღებისთვის მოსკოვში ჩასვლა უწევდათ.

"ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ გვსურს, მეზობელ ხალხებთან ტრადიციული ურთიერთობები აღვადგინოთ. ასევე, დაინტერესებაა განათლების სფეროში, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს სურთ, ქართულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისივე თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი ოფიციალურად გახსნილ ყველა სასაზღვრო პუნქტზე გავრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე