დავით ბაქრაძე 27 სექტემბერს საქართველოს ტრაგედიის სიმბოლოდ მიიჩნევს

დავით ბაქრაძე 27 სექტემბერს საქართველოს ტრაგედიის სიმბოლოდ მიიჩნევს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი დღე სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ვერ მოახერხა საქართველომ გარედან მოხვეული ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება.

ამის შესახებ ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მისი თქმით, დღევანდელი დღე საქართველოსთვის სიმბოლური თარიღია, თუმცა ცუდი თვალსაზრისით.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს ტრაგედიის სიმბოლოა, ასევე იმის სიმბოლოა, თუ რა როლს ასრულებდა მეზობელი რუსეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში.

"დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს ყველას, რომ ის აგრესია, რომელიც განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში, ნამდვილად არ დაწყებულა ამ დღეს. ამას წინ უსწრებდა უფრო დიდი ტრაგედია, ათასობით ადამიანის დაღუპვა და ათი ათასობით ადამიანის საკუთარი სახლებიდან განდევნა", - განაცხადა ბაქრაძემ.

დღეს სოხუმის დაცემიდან 17 წელი შესრულდა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე