საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - არ მესმის, რა უნდა ჩემგან რუსეთს
მიხეილ სააკაშვილი - არ მესმის, რა უნდა ჩემგან რუსეთს

15 ივ­ლისს ბე­ლო­რუ­სი­ის ტელე-ეთერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ გა­ვი­და, რო­მე­ლიც მან ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის "ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტოს" კო­რეს­პონ­დენტ დე­ნის კუ­რი­ანს მის­ცა.

კი­თხვე­ბი ასე­თი იყო: შე­საძ­ლოა თუ არა თბი­ლი­სი­სა და მოს­კო­ვის შე­რი­გე­ბა? რო­დის შევა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში? რო­მელ საკ­ვებ­ზე ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი უარს და რაზე ბრაზ­დე­ბი­ან მისი ნა­თე­სა­ვე­ბი?

ისა­უბ­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ბე­ლო­რუს­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია რუ­სე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი.

"ძნე­ლი გა­სა­გე­ბია, რა უნ­დათ, ჩვენ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბას, თუმ­ცა როცა გარ­კვე­ულ დათ­მო­ბა­ზე მივ­დი­ვართ, მათ სულ უფრო მეტი და მეტი უნ­დათ", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში შან­ტა­ჟის პო­ლი­ტი­კა აქვს არ­ჩე­უ­ლი - თქვენ შეც­ვლით თქვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, შე­ას­რუ­ლებთ ყვე­ლა ჩვენს მო­თხოვ­ნას, აი მა­შინ კი ვნა­ხოთ. აი ასე­თია მათი პო­ლი­ტი­კა", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კა გა­აკ­რი­ტი­კა, გა­ნა­ცხა­და, რომ რუსი ხალ­ხი­სა და რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რის მი­მართ დიდი პა­ტივსცე­მი­თაა გამ­სჭვა­ლუ­ლი.

"მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო ან ბო­ლოს წინა პრე­ზი­დენ­ტი ვარ, რო­მე­ლიც პუშ­კი­ნის, ლერ­მონ­ტო­ვის, ბროდსკი­სა და ესე­ნი­ნის სი­ტყვებს უკე­თებს ცი­ტი­რე­ბას. თუმ­ცა გავა დრო, წავა ძვე­ლი თა­ო­ბა და ახალ თა­ო­ბას აღარც კი ეცო­დი­ნე­ბა, რა არის, ან სად არის რუ­სე­თი" - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ შვილს, მი­უ­ხე­და­ვად მისი პრო­ტეს­ტი­სა, რუ­სუ­ლის სწავ­ლას მა­ინც აი­ძუ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლო­რუ­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას, სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ბე­ლო­რუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ველ­თვის მხარს უჭერ­და და არა­სო­დეს უთ­ქვამს უარი ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორტზე.

"მა­შინ რო­დე­საც რუ­სეთ­მა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ექ­სპორ­ტი აკ­რძა­ლა და მინ­სკში გა­მარ­თულ დსთ-ს სა­მიტ­ზე ჩა­ვე­დი, იქ სტუმ­რებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნით უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ, რო­მელ­საც რუსი ლი­დე­რე­ბი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით სვამ­დნენ", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ბე­ლო­რუ­სი­ის ტე­ლე­ვი­ზი­ით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს ტრანსლი­რე­ბა უკვე გა­აკ­რი­ტი­კა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის სპი­კერ­მა ბო­რის გრიზ­ლოვ­მა. მისი თქმით, მას შემ­დეგ რაც ბე­ლო­რუ­სის ტე­ლე­ვი­ზია სა­ა­კაშ­ვილს ეთერ­ში ეპა­ტი­ჟე­ბა, რუ­სე­თი­სა­გან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას არ უნდა ელო­დოს.

"რუ­სე­თის­თვის ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტაა, მას­თან არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს და არც შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს. რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ მოგ­ვარ­დე­ბა, როცა ქვე­ყა­ნას სხვა ლი­დე­რი ეყო­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გრიზ­ლოვ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიხეილ სააკაშვილი - არ მესმის, რა უნდა ჩემგან რუსეთს

მიხეილ სააკაშვილი - არ მესმის, რა უნდა ჩემგან რუსეთს

15 ივლისს ბელორუსიის ტელე-ეთერში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, რომელიც მან ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ”ახალი ამბების სააგენტოს” კორესპონდენტ დენის კურიანს მისცა.

კითხვები ასეთი იყო: შესაძლოა თუ არა თბილისისა და მოსკოვის შერიგება? როდის შევა საქართველო ევროკავშირში? რომელ საკვებზე ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი უარს და რაზე ბრაზდებიან მისი ნათესავები?

ისაუბრეს საქართველოს  ბელორუსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე. 

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი.

”ძნელი გასაგებია, რა უნდათ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა როცა გარკვეულ დათმობაზე მივდივართ, მათ სულ უფრო მეტი და მეტი უნდათ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

"რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში შანტაჟის პოლიტიკა აქვს არჩეული - თქვენ შეცვლით თქვენს დამოკიდებულებას, შეასრულებთ ყველა ჩვენს მოთხოვნას, აი მაშინ კი ვნახოთ. აი ასეთია მათი პოლიტიკა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა, განაცხადა, რომ რუსი ხალხისა და რუსული კულტურის მიმართ დიდი პატივსცემითაა გამსჭვალული.

”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ შესაძლოა საქართველოს ბოლო ან ბოლოს წინა პრეზიდენტი ვარ, რომელიც პუშკინის, ლერმონტოვის, ბროდსკისა და ესენინის სიტყვებს უკეთებს ციტირებას. თუმცა გავა დრო, წავა ძველი თაობა და ახალ თაობას აღარც კი ეცოდინება, რა არის, ან სად არის რუსეთი” - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საკუთარ შვილს, მიუხედავად მისი პროტესტისა, რუსულის სწავლას მაინც აიძულებს.

რაც შეეხება ბელორუსისა და საქართველოს ურთიერთობას, სააკაშვილის თქმით, ბელორუსი საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერდა და არასოდეს უთქვამს უარი ქართული პროდუქციის ექსპორტზე.

”მაშინ როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის ექსპორტი აკრძალა და მინსკში გამართულ დსთ-ს სამიტზე ჩავედი, იქ სტუმრებს ქართული ღვინით უმასპინძლდებოდნენ, რომელსაც რუსი ლიდერები დიდი სიამოვნებით სვამდნენ”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ბელორუსიის ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ტრანსლირება უკვე გააკრიტიკა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ბელორუსის ტელევიზია სააკაშვილს ეთერში ეპატიჟება, რუსეთისაგან მეგობრულ ურთიერთობას არ უნდა ელოდოს.

”რუსეთისთვის ბატონი სააკაშვილი პერსონა ნონ-გრატაა, მასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს. რუსეთ-საქართველოს შორის  ურთიერთობები მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდება, როცა ქვეყანას სხვა ლიდერი ეყოლება”, - განაცხადა გრიზლოვმა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე