სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები: "უშუქობაში, სროლაში, ერთოთახიანში ვცხოვრობდით 3 შვილით..."
გიორგი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები: "უშუქობაში, სროლაში, ერთოთახიანში ვცხოვრობდით 3 შვილით..."

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად ალა­პა­რაკ­და ისეთ პი­რა­დულ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვო­ბა, სტუ­დენ­ტო­ბა, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი, პრო­ფე­სია, მშობ­ლე­ბი, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი. პრე­მი­ე­რის ბი­ოგ­რა­ფი­ის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჟურ­ნალ OK-ს სა­ა­ხალ­წლო ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს OK-ს იან­ვრის ნომ­რი­დან:

"დიპ­ლო­მი­ა­ნი ექი­მი გახ­ლა­ვართ. არ ვიცი, რა­ტომ ავირ­ჩიე სა­მე­დი­ცი­ნო, არა­ვინ მყო­ლია ექი­მი, თა­ნაც რთუ­ლი იყო ჩა­ბა­რე­ბა, კო­რუფ­ცი­აც იყო და სხვაც. ერთი გა­მოც­დით მოვ­ხვდი, რად­გან ოქ­როს მე­და­ლი მქონ­და კო­მა­რო­ვის სკო­ლი­დან. პირ­ვე­ლი ბარ­დე­ბო­და ფი­ზი­კა. მა­შინ და­ნიშ­ნეს სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ გია მა­ჩა­ბე­ლი. ნამ­დვი­ლად სა­მარ­თლი­ა­ნი გა­მოც­და იყო. დავ­წე­რე, ხუ­თი­ა­ნი მი­ვი­ღე და ჩა­ვი­რი­ცხე. ეს დიდი ამ­ბა­ვი იყო. 6 კურ­სი ვის­წავ­ლე, მერე ერთი წელი ინ­ტერ­ნა­ტუ­რა­ში, თა­ნაც 2 წელი ჯარ­ში გა­ვა­ტა­რე და 9 წელი გა­მო­მი­ვი­და სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში... პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის და­უს­წრე­ბელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე.

...სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი­დან დამ­რჩა დიპ­ლო­მი და მე­უღ­ლე, მაკა ცი­ნა­ძე, რო­მე­ლიც ჩემს კურ­სზე, ჩემს ჯგუფ­ში სწავ­ლობ­და. ინ­სტი­ტუტს ვამ­თავ­რებ­დი, რო­დე­საც დავ­ქორ­წინ­დით. ჩემ­მა ცოლ­მა წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი, მერე ორ­დი­ნა­ტუ­რა კარ­დი­ო­ლო­გი­ის გან­ხრით და მერე ოჯახს მი­უ­ძღვნა თავი. როცა იყო უშუ­ქო­ბა, სი­ცი­ვე, სრო­ლა, ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით სამი შვი­ლით, პირ­ველ სარ­თულ­ზე. სა­წო­ლე­ბი ისე გვედ­გა, ტყვია რომ შე­მო­ვარ­დნი­ლი­ყო, ვინ­მეს არ მოხ­ვედ­რო­და. მძი­მე დრო იყო, მაგ­რამ როცა ახალ­გაზ­რდა ხარ ყვე­ლა­ფერს უძ­ლებ. გა­მოც­დი­ლე­ბით კი არა, გუ­მა­ნით ხვდე­ბი რა და რო­გორ. წინ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს, ე.ი გაქვს იმე­დი.

- რო­გო­რი ბავ­შვო­ბა გქონ­დათ?

- ბავ­შვო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ერ­თად ვცხოვ­რობ­დით დიდი ბე­ბია, ბე­ბია, დედა, მამა და ორი შვი­ლი, სა­მო­თა­ხი­ან "ხრუშ­ჩოვ­კა­ში". ბე­ბია იყო მა­თე­მა­ტი­კის ცნო­ბი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში. მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლიც მან მომ­ცა, თვი­თონ მას­წავ­ლი­და, ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე მეჯ­და და მა­მე­ცა­დი­ნებ­და.

მამა ეკო­ნო­მის­ტია. დედა იყო ფი­ლო­ლო­გი, დოქ­ტო­რი, ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი­სა და ლა­თი­ნუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი. სი­მონ ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლის მო­წა­ფე. მისი საქ­მის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი. მისი შრო­მის შე­დე­გია ბი­ზან­ტი­ურ-ქარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ლექ­სი­კო­ნი. ექ­ვსი ათა­სი გვერ­დია, დე­და­ჩე­მის ხე­ლით ნა­წე­რი, რა თქმა უნდა, კო­ლე­გე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად დე­და­ჩე­მის ხე­ლი­თაა და­წე­რი­ლი. ბავ­შვო­ბა­ში ჰო­რა­ცი­უ­სის ოდებს მას­წავ­ლი­და ლა­თი­ნუ­რად. იტა­ლი­ა­ში რომ გვქონ­და ვი­ზი­ტი, ერთ-ერთი ოდა გა­მახ­სენ­და და დიდი გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია, როცა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე წარ­მოვ­თქვი. ისე­თი ტან­ჯვით მქონ­და ნას­წავ­ლი, რომ 50 წლის კაცს მახ­სოვს. სა­ძი­ნე­ბე­ლი მე და ჩემს ძმას დე­და­ჩე­მის კა­ბი­ნეტ­ში გვქონ­და. გა­მო­ტე­ნი­ლი იყო წიგ­ნის თა­რო­ე­ბით და ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, მწერ­ლე­ბის სუ­რა­თე­ბით. ასეთ ად­გი­ლას გვე­ძი­ნა.

წა­ი­კი­თხეთ მეტი OK-ს იან­ვრის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

გიორგი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები: "უშუქობაში, სროლაში, ერთოთახიანში ვცხოვრობდით 3 შვილით..."

გიორგი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები: "უშუქობაში, სროლაში, ერთოთახიანში ვცხოვრობდით 3 შვილით..."

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველად ალაპარაკდა ისეთ პირადულ თემებზე, როგორიცაა ბავშვობა, სტუდენტობა, სამხედრო სამსახური, პროფესია, მშობლები, მეუღლე და შვილები. პრემიერის ბიოგრაფიის და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები ექსკლუზიურად ჟურნალ OK-ს საახალწლო ნომერში დაიბეჭდა.

გთავაზობთ ამონარიდებს OK-ს იანვრის ნომრიდან:

"დიპლომიანი ექიმი გახლავართ. არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო, არავინ მყოლია ექიმი, თანაც რთული იყო ჩაბარება, კორუფციაც იყო და სხვაც. ერთი გამოცდით მოვხვდი, რადგან ოქროს მედალი მქონდა კომაროვის სკოლიდან. პირველი ბარდებოდა ფიზიკა. მაშინ დანიშნეს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ გია მაჩაბელი. ნამდვილად სამართლიანი გამოცდა იყო. დავწერე, ხუთიანი მივიღე და ჩავირიცხე. ეს დიდი ამბავი იყო. 6 კურსი ვისწავლე, მერე ერთი წელი ინტერნატურაში, თანაც 2 წელი ჯარში გავატარე და 9 წელი გამომივიდა სამედიცინო ინსტიტუტში... პარალელურად ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

...სამედიცინო ინსტიტუტიდან დამრჩა დიპლომი და მეუღლე, მაკა ცინაძე, რომელიც ჩემს კურსზე, ჩემს ჯგუფში სწავლობდა. ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც დავქორწინდით. ჩემმა ცოლმა წითელ დიპლომზე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, მერე ორდინატურა კარდიოლოგიის განხრით და მერე ოჯახს მიუძღვნა თავი. როცა იყო უშუქობა, სიცივე, სროლა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით სამი შვილით, პირველ სართულზე. საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა. მძიმე დრო იყო, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ ყველაფერს უძლებ. გამოცდილებით კი არა, გუმანით ხვდები რა და როგორ. წინ მთელი ცხოვრება გაქვს, ე.ი გაქვს იმედი.

- როგორი ბავშვობა გქონდათ?

- ბავშვობაზე ლაპარაკი ძალიან მიყვარს. კარგი ბავშვობა მქონდა. ერთად ვცხოვრობდით დიდი ბებია, ბებია, დედა, მამა და ორი შვილი, სამოთახიან "ხრუშჩოვკაში". ბებია იყო მათემატიკის ცნობილი მასწავლებელი კომაროვის სკოლაში. მათემატიკისადმი სიყვარულიც მან მომცა, თვითონ მასწავლიდა, ღამის 2 საათამდე მეჯდა და მამეცადინებდა.

მამა ეკონომისტია. დედა იყო ფილოლოგი, დოქტორი, ძველი ბერძნულისა და ლათინურის სპეციალისტი. სიმონ ყაუხჩიშვილის მოწაფე. მისი საქმის გამგრძელებელი. მისი შრომის შედეგია ბიზანტიურ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი. ექვსი ათასი გვერდია, დედაჩემის ხელით ნაწერი, რა თქმა უნდა, კოლეგებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ძირითადად დედაჩემის ხელითაა დაწერილი. ბავშვობაში ჰორაციუსის ოდებს მასწავლიდა ლათინურად. იტალიაში რომ გვქონდა ვიზიტი, ერთ-ერთი ოდა გამახსენდა და დიდი გაოცება გამოიწვია, როცა თავიდან ბოლომდე წარმოვთქვი. ისეთი ტანჯვით მქონდა ნასწავლი, რომ 50 წლის კაცს მახსოვს. საძინებელი მე და ჩემს ძმას დედაჩემის კაბინეტში გვქონდა. გამოტენილი იყო წიგნის თაროებით და ცნობილი მეცნიერების, მწერლების სურათებით. ასეთ ადგილას გვეძინა.

წაიკითხეთ მეტი OK-ს იანვრის ნომერში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."