სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ?
რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ?

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი უკ­რა­ი­ნის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმმა სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში ჩხრე­კას უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი დი­ლი­დან ატა­რებ­და.

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 256-ე მუხ­ლით წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ საქ­მე­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 3-5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს და ეხე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას და მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფარ­ვას.

იუ­რისტ ლია მუ­ხა­შავ­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შე­საძ­ლოა, ბრა­ლი წა­უ­ყე­ნოს უკ­რა­ი­ნულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა იმ დარ­ღვე­ვე­ბის­თვის, რა­საც მას ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში ედა­ვე­ბი­ან და ამავდრო­უ­ლად, მის ექ­სტრა­და­ცი­ას ქარ­თუ­ლი მხა­რეც მო­ი­თხოვს, რად­გან მას სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე აქვს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი:

"უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა. მათ შე­უძ­ლი­ათ, ერ­თის მხრივ, სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლით გა­ა­სა­მარ­თლონ, მო­ახ­დე­ვი­ნონ სას­ჯე­ლი და მერე გად­მოს­ცენ ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რათა მისი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა აქაც მოხ­დეს. ან შე­უძ­ლი­ათ, პირ­და­პირ მო­ახ­დი­ნონ მისი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ექ­სტრა­და­ცია და თუკი სა­ქარ­თვე­ლო­ში მის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი აქაც სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მი­ხედ­ვით და­ნა­შა­უ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, სას­ჯე­ლის ნორ­მე­ბი ამის მი­ხედ­ვით გამ­კაცრ­დეს. უკ­რა­ი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ამ­ჟა­მად, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თას ედა­ვე­ბა," - გან­მარ­ტავს მუ­ხა­შავ­რია.

იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი: რო­გორ და­ა­კა­ვა სპეც­რაზმმა სა­ხუ­რავ­ზე მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი - ვრცელ­დე­ბა პირ­ვე­ლი კად­რე­ბი

ლია მუ­ხა­შავ­რი­ას ვა­რა­უ­დით, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­სა­მარ­თლე­ბა ხელს არ უნდა აძ­ლევ­დეს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის აქვს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

"სწო­რედ ამი­ტომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­და­ცე­მას მო­ახ­დე­ნენ, ამით ორ კურ­დღელს და­ი­ჭე­რენ, რად­გან ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბო­ბის პრობ­ლე­მას და­ას­რუ­ლე­ბენ და მე­ო­რე მხრივ, თუ ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბა­საც და­ას­რუ­ლებს და მისი მომ­ხრე­ე­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ცხა­დია, აღარ იაქ­ტი­უ­რე­ბენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გას­ცეს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას პა­სუ­ხი, ის მარ­თლაც სა­მარ­თლი­ა­ნად და კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში თუ არა," - დას­ძენს მუ­ხა­შავ­რია.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რო­გორ გა­მო­ყავთ და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ნო­ბი­დან

იუ­რის­ტი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­და­ცია სა­მარ­თლებ­რი­ვად არ "აწყობს," თუმ­ცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ დარ­ჩა:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრა­და­ცი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლა­დაც კი ჰქონ­და ქცე­უ­ლი, ამით გარ­კვე­ულ­წი­ლად ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რაც მო­ი­პო­ვეს და თუ ახლა ისი­ნი შე­ეც­დე­ბი­ან, რომ ეს სა­კი­თხი ისე­ვე მიჩ­ქმა­ლონ, რო­გორც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მთლი­ა­ნი თემა, ეს ძა­ლი­ან ცუდ შე­დეგს მო­უ­ტანს თა­ვად მმარ­ველ გუნდს. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას შე­ეც­დე­ბი­ან, რად­გან ეს ხალ­ხის ნა­წილ­ში წარ­მო­შობს გარ­კვე­ულ იმედს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და­ი­წყე­ბა.

პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ჩვენ­თან გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია და ჩნდე­ბა შე­კი­თხვა, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩა­ა­ტა­რებს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლი მო­სა­მარ­თლე და რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად გა­ა­სა­მარ­თლებს ექს-პრე­ზი­დენტს. ასე­ვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას აგ­ვის­ტოს ომის თე­მა­ზე და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მა­თაც აქვთ გარ­კვე­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან," - გან­მარ­ტავს იუ­რის­ტი.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ?

რა ელის მიხეილ სააკაშვილს დაკავების შემდეგ?

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარი სახლიდან გამოიყვანა. სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

იურისტ ლია მუხაშავრიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, ბრალი წაუყენოს უკრაინულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ დარღვევებისთვის, რასაც მას ამ სახელმწიფოში ედავებიან და ამავდროულად, მის ექსტრადაციას ქართული მხარეც მოითხოვს, რადგან მას საქართველოში რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული:

"უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევა. მათ შეუძლიათ, ერთის მხრივ, სააკაშვილი უკრაინაში წაყენებული ბრალით გაასამართლონ, მოახდევინონ სასჯელი და მერე გადმოსცენ ის საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რათა მისი პასუხისგებაში მიცემა აქაც მოხდეს. ან შეუძლიათ, პირდაპირ მოახდინონ მისი ჩვენს ქვეყანაში ექსტრადაცია და თუკი საქართველოში მისთვის უკრაინაში წაყენებული ბრალი აქაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულად ჩაითვლება, შეიძლება, სასჯელის ნორმები ამის მიხედვით გამკაცრდეს. უკრაინა მიხეილ სააკაშვილს ამჟამად, საზღვრის უკანონო კვეთას ედავება," - განმარტავს მუხაშავრია.

იხილეთ ფოტოები: როგორ დააკავა სპეცრაზმმა სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი - ვრცელდება პირველი კადრები

ლია მუხაშავრიას ვარაუდით, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ამ სახელმწიფოში გასამართლება ხელს არ უნდა აძლევდეს, თუნდაც იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში გაცილებით მძიმე დანაშაულებისთვის აქვს ბრალი წაყენებული.

"სწორედ ამიტომ უკრაინელები თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემას მოახდენენ, ამით ორ კურდღელს დაიჭერენ, რადგან ამ პოლიტიკური ფიგურის უკრაინაში არსებობის პრობლემას დაასრულებენ და მეორე მხრივ, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში ციხეში აღმოჩნდება, პოლიტიკურ აქტიურობასაც დაასრულებს და მისი მომხრეეები უკრაინაში ცხადია, აღარ იაქტიურებენ. ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს საერთაშორისო თანამეგობრობას პასუხი, ის მართლაც სამართლიანად და კანონის სრული დაცვით მიეცა პასუხისგებაში თუ არა," - დასძენს მუხაშავრია.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გამოყავთ დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან

იურისტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაცია სამართლებრივად არ "აწყობს," თუმცა სხვა გამოსავალი არ დარჩა:

"ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადაციის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილადაც კი ჰქონდა ქცეული, ამით გარკვეულწილად ამომრჩევლის მხარდაჭერაც მოიპოვეს და თუ ახლა ისინი შეეცდებიან, რომ ეს საკითხი ისევე მიჩქმალონ, როგორც სამართლიანობის აღდგენის მთლიანი თემა, ეს ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს თავად მმარველ გუნდს. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ისინი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებასა და პასუხისგებაში მიცემას შეეცდებიან, რადგან ეს ხალხის ნაწილში წარმოშობს გარკვეულ იმედს, რომ სამართლიანობის აღდგენა დაიწყება.

პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან გამოძიება ძალიან მიკერძოებულია და ჩნდება შეკითხვა, რამდენად სამართლიანი იქნება გამოძიება, რომელსაც პროკურატურა ჩაატარებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მოსამართლე და რამდენად ობიექტურად გაასამართლებს ექს-პრეზიდენტს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგრძელებს გამოძიებას აგვისტოს ომის თემაზე და არ გამოვრიცხავ, რომ მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილთან," - განმარტავს იურისტი.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."