სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო წილოსანი - 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!
ნინო წილოსანი - 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!

15 მოწ­მე ბავ­შვი­დან არც ერთი მკვლელს რომ არ ამ­ხელს, ეს ტრა­გე­დია არ არის?!, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს.

"სა­კუ­თა­რი ბავ­შვე­ბის მენ­ტა­ლი­ტეტს მი­ხე­დეთ, სა­ნამ სხვი­სი ჭკუ­ის სწავ­ლე­ბას და ვიშ­ვიშს და­ი­წყებთ... - წერს ნინო წი­ლო­სა­ნი.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ "პრობ­ლე­მა იმა­ში კი არ არის, ვისი შვი­ლია (დამ­ნა­შა­ვე), იმა­შია, მთე­ლი დღე რომ ეძებს და არ­კვევს პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ებს და ამ­დე­ნი მხილ­ვე­ლი დუმს".

"ისე­დაც ძა­ლი­ან მძი­მე ფო­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ძა­ლი­ან გთხოვთ, ნუ ავ­რცე­ლებთ ჭო­რებს - პრო­კუ­რო­რის კი არა, პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი რომ იყოს, მე არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ჩვენს გუნდში, ვინც დამ­ნა­შა­ვეს და­ი­ცავს. პრობ­ლე­მა იმა­ში კი არ არის, ვისი შვი­ლია, იმა­შია, მთე­ლი დღე რომ ეძებს და არ­კვევს პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ებს და ამ­დე­ნი მხილ­ვე­ლი დუმს!", - აცხა­დებს ნინო წი­ლო­სა­ნი.

1-ელ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს ორი მო­ზარ­დი დაჭ­რეს, რო­მელ­თა­გან ერთი იმა­ვე დღეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მე­ო­რე გუ­შინ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­ღუ­პა.

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ ერთი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ ფაქ­ტზე კი­დევ ერთი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლით).

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "შე­მომ­ხე­და და ერთი ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა - "გა­და­მარ­ჩი­ნეთ!" - რას წერს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მი ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე

ვე­რა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნინო წილოსანი - 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!

ნინო წილოსანი - 15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!

15 მოწმე ბავშვიდან არც ერთი მკვლელს რომ არ ამხელს, ეს ტრაგედია არ არის?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

"საკუთარი ბავშვების მენტალიტეტს მიხედეთ, სანამ სხვისი ჭკუის სწავლებას და ვიშვიშს დაიწყებთ... - წერს ნინო წილოსანი.

პარლამენტის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ "პრობლემა იმაში კი არ არის, ვისი შვილია (დამნაშავე), იმაშია, მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი დუმს".

"ისედაც ძალიან მძიმე ფონია საზოგადოებაში და ძალიან გთხოვთ, ნუ ავრცელებთ ჭორებს - პროკურორის კი არა, პრეზიდენტის შვილი რომ იყოს, მე არ მეგულება ადამიანი ჩვენს გუნდში, ვინც დამნაშავეს დაიცავს. პრობლემა იმაში კი არ არის, ვისი შვილია, იმაშია, მთელი დღე რომ ეძებს და არკვევს პოლიცია დამნაშავეებს და ამდენი მხილველი დუმს!", - აცხადებს ნინო წილოსანი.

1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი შელაპარაკების დროს ორი მოზარდი დაჭრეს, რომელთაგან ერთი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

ასევე დაგაინტერესებთ: "შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!" - რას წერს სასწრაფო დახმარების ექიმი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე

ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."