პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გამოიწვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეში - იუსტიციის სამინისტროს განმარტება
რას გამოიწვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეში - იუსტიციის სამინისტროს განმარტება

ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ, შს ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე-18 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დიდი პა­ლა­ტის 9 წევ­რმა, საქ­მე­ში ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხ­ლის დარ­ღვე­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რა, 8 კი წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და.

ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პი­რის და­კა­ვე­ბა არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმ მიზ­ნებს, რა­საც სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მიზ­ნებს.

რო­გორც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვე­რა­ვი­თა­რი ტი­პის სა­მარ­თლებ­რივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ქვეყ­ნის შიგ­ნით ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ, გარ­და კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დი­სა, ვერ გა­მო­იწ­ვევს.

"17-მა მო­სა­მარ­თლემ ერ­თხმად და­ა­დას­ტუ­რა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, რო­მე­ლიც გაგ­რძელ­დე­ბო­და 2013 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის თე­ბერ­ვლამ­დე, იყო კა­ნო­ნი­ე­რი. სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის 170-ე პა­რაგ­რაფ­ში ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გან­ხილ­ვის სა­განს არ წარ­მო­ად­გენ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე პა­ტიმ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის გან­ხილ­ვა. დიდ­მა პა­ლა­ტამ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­სა­ჩივ­რე­ბულ მუხ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით და­ად­გი­ნა შემ­დე­გი: ერ­თხმად და­ად­გი­ნა, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა კონ­ვენ­ცი­ის მე-5 მუხ­ლი და რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა იყო კა­ნო­ნი­ე­რი; ერ­თხმად და­ად­გი­ნა, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა 5.1 პირ­ვე­ლი მუხ­ლი და რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა 2013 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის თე­ბერ­ვლამ­დე იყო კა­ნო­ნი­ე­რი; ერ­თხმად და­ად­გი­ნა, რომ არ დარ­ღვე­უ­ლა კონ­ვენ­ცი­ის 5.3 მუხ­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის ფაქტს და რომ ამ მხრივ, 2013 წლის მა­ი­სის სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იყო ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი;

ასე­ვე, ერ­თხმად და­ად­გი­ნა, რომ და­ირ­ღვა კონ­ვენ­ცი­ის 5.3 მუხ­ლი 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვილ­მა იშუ­ამ­დგობ­ლა წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბით შეც­ვლის შე­სა­ხებ და მო­სა­მარ­თლემ ისე, რომ არ და­ა­სა­ბუ­თა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ზე­პი­რად უარ­ყო და ეს, რა თქმა უნდა, მო­სა­მარ­თლის მხრი­დან ჩა­ით­ვა­ლა კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვად;

წა­ი­კი­თხეთ: ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი - "ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტე­ბელ­მა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მარ­ცხი ხალ­ხს წარ­მა­ტე­ბად წა­რუდ­გი­ნა"

მე-18 მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ჩანს, დიდი პა­ლა­ტის 17 მო­სა­მარ­თლის ხმე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ი­ყო და 9 ხმით, 8 ხმის წი­ნა­აღ­მდეგ დად­გინ­და, რომ და­ირ­ღვა მე-18 მუხ­ლი იმ ერთი ინ­ცი­დენ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ეხე­ბა 2013 წლის 14 დე­კემ­ბრის ღა­მით ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის ფაქტს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ამა­ვე მე-18 მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ საკ­მაო დრო და ად­გი­ლი და­უთ­მო თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში იმის გან­ხილ­ვას, ემ­სა­ხუ­რე­ბო­და თუ არა მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მის ჩა­მო­ცი­ლე­ბას პო­ლი­ტი­კის­გან და და­ად­გი­ნა, რომ ეს პა­ტიმ­რო­ბა არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის მი­ზანს და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ ამ ნა­წილ­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის არ­გუ­მენ­ტებს ვერ გა­ი­ზი­ა­რებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბა, სპე­კუ­ლი­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა რო­მე­ლი­მე მო­მენ­ტში პო­ლი­ტი­კურ შე­ფე­რი­ლო­ბას ატა­რებ­და, არის სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ ცალ­სა­ხად და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად უარ­ყო­ფი­ლი", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვად მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ მო­თხო­ვილ 15 000 ევ­როს ნაც­ვლად, დიდ­მა პა­ლა­ტამ სა­ხელ­მწი­ფოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის 4 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რას გამოიწვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეში - იუსტიციის სამინისტროს განმარტება

რას გამოიწვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეში - იუსტიციის სამინისტროს განმარტება

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს და ემსახურებოდა აბსოლუტურად სხვა მიზნებს.

როგორც გადაწყვეტილების შეფასებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, ვერ გამოიწვევს.

"17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გაგრძელდებოდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი. სასამართლომ ასევე მისი გადაწყვეტილების 170-ე პარაგრაფში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა. დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით დაადგინა შემდეგი: ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა 5.1 პირველი მუხლი და რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო კანონიერი; ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3 მუხლი, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს და რომ ამ მხრივ, 2013 წლის მაისის სასამართლო გადაწყვეტილებები იყო ევროპული კონვენციის შესაბამისი;

ასევე, ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3 მუხლი 2013 წლის სექტემბერში, როდესაც მერაბიშვილმა იშუამდგობლა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შესახებ და მოსამართლემ ისე, რომ არ დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება, ეს შუამდგომლობა ზეპირად უარყო და ეს, რა თქმა უნდა, მოსამართლის მხრიდან ჩაითვალა კონვენციის დარღვევად;

წაიკითხეთ: ზაზა ბიბილაშვილი - "ისტორიაში ყველაზე წარუმატებელმა იუსტიციის მინისტრმა ხელისუფლების უპრეცედენტო მარცხი ხალხს წარმატებად წარუდგინა"

მე-18 მუხლთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები სერიოზულად გაიყო და 9 ხმით, 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამავე მე-18 მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო თავისი გადაწყვეტილებაში იმის განხილვას, ემსახურებოდა თუ არა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლიტიკისგან და დაადგინა, რომ ეს პატიმრობა არ ემსახურებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში მერაბიშვილის არგუმენტებს ვერ გაიზიარებდა. შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თავად მერაბიშვილის მიერ მოთხოვილ 15 000 ევროს ნაცვლად, დიდმა პალატამ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანისთვის 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."