პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგო რატიანი: "საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - გოგა ონიანი"
 სერგო რატიანი: "საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - გოგა ონიანი"

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი გაჩ­ნდა - ეს პა­ტი­მა­რი გოგა ონი­ა­ნია, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა სერ­გო რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

რა­ტი­ა­ნის თქმით, ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა.

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" არის რა­ღაც გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად საბ­ჭო­თა, როცა ქვეყ­ნის შე­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში სრუ­ლი უუ­ნა­რო­ბის კომ­პენ­სი­რე­ბა ძა­ლა­დო­ბი­თა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნით ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში გაჩ­ნდა კი­დევ ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი და ეს პა­ტი­მა­რი არის გოგა ონი­ა­ნი. 2012 წლი­დან გოგა ონი­ა­ნი იყო აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც მი­ღე­ბუ­ლი აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა ერთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ში და იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის ად­ვო­კა­ტი, მათ შო­რის აქ­ცი­ებ­ზე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის ად­ვო­კა­ტი. თქვენ გინ­დათ თქვათ, რომ სა­მარ­თა­ლის უზე­ნა­ე­სო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც ამ საქ­მე­ში არც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი არ არის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი, არც პრო­კუ­რო­რი და არც ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში "გა­დი­ოდ­ნენ". კარ­გად გეს­მით, თუ რა­ნა­ირ სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბას აქვს ად­გი­ლი!", - გა­ნა­ცხა­და სერ­გო რა­ტი­ან­მა.

ად­ვო­კა­ტი გოგა ონი­ა­ნი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო და მას 5-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ონი­ანს ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ბრალ­დე­ბით.

სერგო რატიანი: "საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - გოგა ონიანი"

 სერგო რატიანი: "საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - გოგა ონიანი"

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა - ეს პატიმარი გოგა ონიანია, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება.

"ქართულ ოცნებაში" არის რაღაც განუმეორებლად საბჭოთა, როცა ქვეყნის შენებისა და განვითარების საქმეში სრული უუნარობის კომპენსირება ძალადობითა და პოლიტიკური დევნით ხდება. საქართველოში გაჩნდა კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი და ეს პატიმარი არის გოგა ონიანი. 2012 წლიდან გოგა ონიანი იყო აქტიური პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა არა ერთ საპროტესტო აქციაში და იყო პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი, მათ შორის აქციებზე დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმრების ადვოკატი. თქვენ გინდათ თქვათ, რომ სამართალის უზენაესობა განხორციელდა, როდესაც ამ საქმეში არც გამომძიებელი არ არის დაპატიმრებული და გასამართლებული, არც პროკურორი და არც ის პოლიციელები, რომლებიც საქმეში "გადიოდნენ". კარგად გესმით, თუ რანაირ სამართლის უზენაესობას აქვს ადგილი!", - განაცხადა სერგო რატიანმა.

ადვოკატი გოგა ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."