პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის ბრიფინგი სამთავრობო ცვლილებებზე - ოფიციალურად, ვინ ტოვებს მინისტრის პოსტს და ვინ მოდის სამთავრობო გუნდში
პრემიერის ბრიფინგი სამთავრობო ცვლილებებზე - ოფიციალურად, ვინ ტოვებს მინისტრის პოსტს და ვინ მოდის სამთავრობო გუნდში

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ე­რის ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სტრუქ­ტუ­რულ-ფუნ­ქცი­ურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მელ­ზეც გუნ­დი დიდი ხა­ნია მუ­შა­ობ­და. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე სა­მი­ნის­ტრო გა­ერ­თი­ან­დე­ბა. კერ­ძოდ:

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­ერ­თი­ან­დე­ბა ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო და გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის კომ­პო­ნენ­ტი. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი ინიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ინარ­ჩუ­ნებს პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის სტა­ტუსს და კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის მუ­შა­ო­ბას. ქუმ­სიშ­ვი­ლი და­ი­კა­ვებს პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტს.

ეკო­ნო­მი­კის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია შს მი­ნის­ტრად ინიშ­ნე­ბა. პრე­მი­ე­რის თქმით, ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მე­ნე­ჯე­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­ირ­ჩა და და­ი­კა­ვებს ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტსაც.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრს უხელ­მძღვა­ნე­ლებს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი კრი­ზი­სე­ბის საბ­ჭო­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს შერ­წყმის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი პრე­მი­ერს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად ინიშ­ნე­ბამა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ პოსტზე დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილს შეც­ვლის. "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბახ­ტა­ძე 35 წლი­საა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს უერ­თდე­ბა სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს კომ­პო­ნენ­ტი და მი­ნის­ტრად ჯე­ჯე­ლა­ვას ნაც­ვლად ინიშ­ნე­ბა თსუ-ს პრო­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი. ჩხენ­კე­ლი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტია, სა­დაც მას მი­ე­ნი­ჭა მა­თე­მა­ტი­კის დოქ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხი. მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლი­და ამე­რი­კის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ჯილ­დო სა­მეც­ნი­ე­რო და პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის, მათ შო­რის საპრო­ფე­სო­რო ოს­კა­რი სა­უ­კე­თე­სო სწავ­ლე­ბის­თვის, პენ­სილ­ვა­ნი­ის

უნი­ვერ­სი­ტე­ტის 9 ჯილ­დო სა­უ­კე­თე­სო სწავ­ლე­ბის­თვის, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი გრან­ტე­ბი და სტი­პენ­დი­ე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: ცვლი­ლე­ბე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში: ვინ ტო­ვებს მი­ნის­ტრის პოსტს და ვინ მო­დის სამ­თავ­რო­ბო გუნდში?

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უქ­მდე­ბა. რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­მი­ნის­ტრის სპორ­ტის კომ­პო­ნენ­ტი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს შე­უ­ერ­თდე­ბა, ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა კომ­პო­ნენ­ტი კი - გა­ნათ­ლე­ბას. კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კვლავ მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

სოფ­ლის მე­ურ­ნო­ბის სა­მი­ნის­ტროს უერ­თდე­ბა გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს დაც­ვის კომ­პო­ნენ­ტი და კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­რე­მო­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პოსტს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და­ი­კა­ვებს.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უერ­თდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში და მი­ნის­ტრის პოსტს ვიცე-პრე­მი­ე­რი მი­ხელ ჯა­ნე­ლი­ძე და­ი­კა­ვებს.

იხი­ლეთ ვი­დეო: 5 მი­ნის­ტრი, რომ­ლე­ბიც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში აღარ იქ­ნე­ბი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

პრემიერის ბრიფინგი სამთავრობო ცვლილებებზე - ოფიციალურად, ვინ ტოვებს მინისტრის პოსტს და ვინ მოდის სამთავრობო გუნდში

პრემიერის ბრიფინგი სამთავრობო ცვლილებებზე - ოფიციალურად, ვინ ტოვებს მინისტრის პოსტს და ვინ მოდის სამთავრობო გუნდში

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებზე, რომელზეც გუნდი დიდი ხანია მუშაობდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება. კერძოდ:

ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. ქუმსიშვილი დაიკავებს პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შს მინისტრად ინიშნება. პრემიერის თქმით, ის ამ თანამდებობაზე მენეჯერული გამოცდილებით შეირჩა და დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის. "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელი ბახტაძე 35 წლისაა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტის სამინისტროს კომპონენტი და მინისტრად ჯეჯელავას ნაცვლად ინიშნება თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი. ჩხენკელი პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტია, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის

უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.

იხილეთ ვიდეო: ცვლილებები ხელისუფლებაში: ვინ ტოვებს მინისტრის პოსტს და ვინ მოდის სამთავრობო გუნდში?

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უქმდება. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრის სპორტის კომპონენტი კულტურის სამინისტროს შეუერთდება, ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი კი - განათლებას. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კვლავ მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

სოფლის მეურნობის სამინისტროს უერთდება გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის კომპონენტი და კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხელ ჯანელიძე დაიკავებს.

იხილეთ ვიდეო: 5 მინისტრი, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."