პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?
ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?

ზუს­ტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 20 იან­ვარს ექ­სცენ­ტრი­კულ­მა მი­ლი­არ­დერ­მა დო­ნალდ ტრამპმა კა­პი­ტო­ლი­უ­მის შე­ნო­ბის წინ ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი­სა და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე საპ­რე­ზი­დენ­ტო ფიცი დადო. ასე შე­უდ­გა პრე­ზი­დენ­ტო­ბას ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის რი­გით 45-ე პრე­ზი­დენ­ტი.

გთა­ვა­ზობთ უცხო­ე­თის მი­მომ­ხილ­ვე­ლის კახა დგე­ბუ­ა­ძის ანა­ლიზს დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ წელ­ზე:

"2016 წლის 8 ნო­ემ­ბე­რი. მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­პყრო­ბი­ლია ამე­რი­კა­ზე, სა­დაც აშშ-ს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­არ­კვევს, ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამე­რი­კუ­ლი მე­ინსთრიმ მე­დია და გა­მო­კი­თხვე­ბი უპი­რო­ბო ფა­ვო­რი­ტად აშშ-ს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დი­სა და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს - ჰი­ლა­რი კლინ­ტონს ასა­ხე­ლე­ბენ. ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კუ­რი ის­თებ­ლიშ­მენ­თის "თეთ­რი ყვა­ვი" დო­ნალდ ტრამ­პი, რო­მე­ლიც დე­მო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი იყო ამე­რი­კუ­ლი მე­დი­ის მიერ, არ­ჩევ­ნე­ბის ფა­ვო­რი­ტად არ მი­იჩ­ნე­ვა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში დად­გე­ბა შე­დე­გი, რო­მე­ლიც ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით მსოფ­ლი­ოს შეძ­რავს.

თუ რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და ამ დღეს, ამას აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ერთ-ერთი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" კან­დი­და­ტი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში "What Happened" ("რა მოხ­და") გვიყ­ვე­ბა:

არ­ჩევ­ნე­ბის სა­ღა­მო. შე­დე­გე­ბის მო­ლო­დინ­ში.

"სულ უფრო და უფრო რთუ­ლი ხდე­ბო­და იმის გა­აზ­რე­ბა თუ რო­გორ მო­ვი­პო­ვებ­დით საკ­მაო ხმებს, რათა გაგ­ვე­მარ­ჯვა. რო­გორ მოხ­და ეს? რა თქმა უნდა, ჩვენ უამ­რა­ვი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას. ჯიმ კო­მის წე­რილს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 11 დღით ადრე ცივი შხა­პის ეფექ­ტი ჰქონ­და. მაგ­რამ, ვფიქ­რობ­დი, რომ ჩვენ ფეხ­ზე წა­მოვ­დე­ქით. არ­ჩევ­ნე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კარ­გად მივ­დი­ო­დით. ენერ­გი­ი­სა და ენ­თუ­ზი­აზ­მის მუხ­ტი გვქონ­და. ჩვე­ნი პროგ­ნო­ზე­ბი, ასე­ვე გა­მო­კი­თხვე­ბი გა­მარ­ჯვე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ შანსს გვაძ­ლევ­და. თუმ­ცა, ეს გა­მარ­ჯვე­ბა უკვე ქრე­ბო­და. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მენ­ტა­ლუ­რად ამის­თვის სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვი მზად. თავ­შიც კი არ მომ­სვლია აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა­რი და არც კი მი­ფიქ­რია, თუ რას ვი­ტყო­დი წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამა­ზე უბ­რა­ლოდ არ მი­ფიქ­რია. მაგ­რამ ახლა ეს უკვე რე­ა­ლო­ბა იყო და ბრძო­ლა დამ­ჭირ­და ამ რე­ა­ლო­ბის­თვის სა­ხე­ში შე­მე­ხე­და. თით­ქოს ოთახ­ში ჰა­ე­რი არ იყო და სუნ­თქვა მი­ჭირ­და".

მა­თაც კი, ვი­საც შე­საძ­ლოა არ მოს­წონ­დეს ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი, ან სრუ­ლად ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი იყოს მის მი­მართ, ეს პა­სა­ჟი გულ­გრილს ნამ­დვი­ლად არ და­ტო­ვებს. ამ დღის დრა­მა­ტუ­ლი ნა­წი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად არის გად­მო­ცე­მუ­ლი. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვი, რომ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის­თვის და­მარ­ცხე­ბა გა­ცი­ლე­ბით მტკივ­ნე­უ­ლი იყო, ვიდ­რე ეს დო­ნალდ ტრამ­პის­თვის იქ­ნე­ბო­და. ის ამ დღემ­დე ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და. აშშ-ს პირ­ვე­ლი ლე­დის პოს­ტის შემ­დეგ იყო მოღ­ვა­წე­ო­ბა აშშ-ს სე­ნატ­ში, 2007 წელს ის "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის" საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მე­რიზ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა სე­ნა­ტორ ბა­რაქ ობა­მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და­მარ­ცხდა, უკვე 2009 წელს აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნის პოსტზე ვი­ხი­ლეთ. ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის გზა 2016 წლის 8 ნო­ემ­ბრამ­დე დიდი იყო, ის ამ დღეს დიდი ხანი ელო­დე­ბო­და და ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა იყო შექ­მნი­ლი, რომ აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო...

თუმ­ცა, საკ­მა­რი­სია ჰი­ლა­რი­ზე სა­უ­ბა­რი. ამ დღის გმი­რი დო­ნალდ ტრამ­პია. 2015 წლის 16 ივ­ნისს მსოფ­ლიო წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ ოდი­ო­ზუ­რი ბიზ­ნეს­მე­ნი დო­ნალდ ტრამ­პი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" პრა­ი­მე­რიზ­ში მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სი­მარ­თლე გამ­ხე­ლი­ლი სჯობს და ამი­ტო­მაც პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ პი­რა­დად მე ამ ამ­ბავ­მა გეს­ლი­ა­ნი ღი­მი­ლი და­მი­ტო­ვა. რთუ­ლი იყო დო­ნალდ ტრამ­პის თუნ­დაც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" შიგ­ნით ფა­ვო­რი­ტად გან­ხილ­ვა იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ ისე­თი წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი, რო­გო­რიც არი­ან - სე­ნა­ტო­რი მარ­კო რუ­ბიო, სე­ნა­ტო­რი ჯებ ბუში, გუ­ბერ­ნა­ტო­რი სკოტ ვოლ­კე­რი და ა.შ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბიზ­ნეს­მენ­მა დო­ნალდ ტრამპმა გა­მოც­დილ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე უკეთ იგ­რძნო იმ პრობ­ლე­მე­ბის პა­ლიტ­რა, რო­მე­ლიც ასე აწუ­ხებ­და ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. არ ვგუ­ლის­ხმობ ნიუ-იორკს, სან-ფრან­ცის­კოს ან ვა­შინგტონს, არა­მედ იმ შუ­ა­გულ, "ერ­თსარ­თუ­ლი­ან ამე­რი­კას", რო­მე­ლიც ხში­რად უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო ამე­რი­კე­ლი მე­ინსთრიმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ. დიახ, ტრამპმა ოს­ტა­ტუ­რად ითა­მა­შა ამ "ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი ამე­რი­კის" სენ­ტი­მენ­ტებ­ზე და ზუს­ტად ეს გახ­და მისი სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის სა­წინ­და­რი.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დღე, 2017 წლის 20 იან­ვა­რი

კვლავ და­ვუბ­რუნ­დეთ 2016 წლის მოვ­ლე­ნებს. ჩვე­ნი დრო­ით უკვე 9 ნო­ემ­ბრის დი­ლის 09:00 სა­ა­თის­თვის, დო­ნალდ ტრამპმა ამომ­რჩე­ველ­თა კო­ლე­გი­ის 276 ხმა მო­ი­პო­ვა. ის უკვე მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის­თვის! ის, რაც ჯერ კი­დევ 2015 წელს, რო­დე­საც დო­ნალდ ტრამპმა თა­ვი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, ბევ­რს არა­რე­ა­ლუ­რად ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რე­ა­ლო­ბად იქცა. ტრამ­პი აშშ-ს რი­გით 45-ე პრე­ზი­დენ­ტი გახ­და.

ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში ამ მო­მენტზე წერს:

"უდა­ოდ, ეს ჩემი არ­სე­ბო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტი იყო. მე ტრამპს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცე, ხოლო დო­ნალდ ტრამპმა მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო".

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა

ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვი­დან ერთი წლის­თავ­ზე ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა თუ რო­გო­რი იყო აშშ-ს ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა.

არა­ვის­თვის სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას და პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი მე­ინსთრიმ მე­დია არ წყვეტს ტრამ­პი­სა და კრემ­ლის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას და სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბა­ზე სა­უ­ბარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­გვა­რი გა­რი­გე­ბის რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჯერ არა­ვის უნა­ხავს. თუმ­ცა, აშშ-ს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სულ სხვა რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

თუ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ცუ­დის ნიშ­ნულ­ზე იყო, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკი­დუ­რე­სად და­ბალ ნიშ­ნულ­ზე გა­და­ვი­და. აღ­ნიშ­ნულს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა მოს­კოვ­ში. ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი უკი­დუ­რე­სად პე­სი­მის­ტურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და. "აშშ-ს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კურ­სი არ შეც­ვლი­ლა", - ასე­თი დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს კრემ­ლის პო­ლი­ტე­ქი­მებ­მა.

დო­ნალდ ტრამ­პი და მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი "დიდი შვი­დე­უ­ლის" სა­მიტ­ზე იტა­ლი­ა­ში

უც­ნა­უ­რია, რომ ვი­ღა­ცას გა­უჩ­ნდა იმის გან­ცდა, რომ ტრამ­პის პი­რო­ბებ­ში აშშ-ს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უფრო რბი­ლი ან ნაკ­ლე­ბად მომ­თხოვ­ნი გახ­დე­ბო­და. მო­დით ერთი წა­მით გვერ­დზე გა­დავ­დოთ ტრამ­პის პი­როვ­ნე­ბა. დო­ნალდ ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას­თან ერ­თად აშშ-ს კონ­გრეს­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვა "რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ", რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, "დე­მოკ­რა­ტე­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბით ხისტ და უკომ­პრო­მი­სო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" რო­ნალდ რე­ი­გან­მა მი­იყ­ვა­ნა ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რია, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი გარ­და­უ­ვა­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის ზღვრამ­დე.

რა შე­იც­ვა­ლა ვა­შინგტო­ნი­სა და მოს­კო­ვის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში?

"რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აი­სა­ხა ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე კრემლთან მი­მარ­თე­ბა­ში. "რეს­პუბ­ლი­კუ­რი" ვა­შინგტო­ნის მე­სი­ჯი ცხა­დი და ნა­თე­ლი იყო: აშშ რუ­სეთს სან­ქცი­ებს არ გა­უ­უქ­მებს! უფრო მე­ტიც, რუ­სეთს და­მა­ტე­ბი­თი, უპ­რე­ცე­დენ­ტო სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და, რო­მელ­საც მხა­რი დო­ნალდ ტრამპმა და­უ­ჭი­რა.

"მე ხელი მო­ვა­წე­რე კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ახალ სან­ქცი­ებს უწე­სებს ირანს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­სა და რუ­სეთს. ამე­რი­კა არ შე­ე­გუ­ე­ბა ჩვენს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვას და ჩვენ, ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გვერ­დით ვიქ­ნე­ბით რუ­სე­თის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და ძირ­გა­მომ­თხრე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

რთუ­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მე­ინსთრიმ მე­დია დო­ნალდ ტრამპს სულ რა­ღაც ერთი წლის წინ კრემ­ლის მა­რი­ო­ნე­ტად აცხა­დებ­და.

რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ახა­ლი პა­კე­ტი ასე­ვე შე­ი­ცავ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­სი­ჯებს.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნაგ­რძობს 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მო­თხოვ­ნა­თა იგ­ნო­რი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით. ამ მო­თხოვ­ნა­თა თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ უკან უნდა გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი არ­მია, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი შეს­ვლის უფ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ჯგუ­ფებს და კონ­ფლიქ­ტის ზო­ნე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მი­ე­ცეს ევ­რო­კავ­ში­რის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო მი­სი­ას", - ნათ­ქვა­მია ტრამ­პის მიერ ხელ­მო­წე­რილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტში.

ტრამ­პი­სა და პუ­ტი­ნის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა დიდი ოცე­უ­ლის სა­მიტ­ზე ჰამ­ბურ­გში

ამა წლის ზა­ფხულს აშშ-ს ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან მად­ლენ ოლბ­რა­იტ­თან შეხ­ვედ­რი­სას, რო­მე­ლიც არა­სო­დეს მა­ლავ­და თა­ვის ან­ტი­პა­ტი­ებს ტრამ­პი­სად­მი, ინ­ტერ­ვი­უს დროს ვუხ­სე­ნე, რომ ზუს­ტად რომ ტრამ­პის დროს იყო მი­ღე­ბუ­ლი ისსა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი, რო­მე­ლიც უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მკაცრ ფორ­მუ­ლი­რე­ბებს იყე­ნებს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ის გამო. მა­შინ ქალ­ბა­ტონ­მა ოლბ­რა­იტ­მა მი­პა­სუ­ხა, რომ "ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქტი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა მოხ­და, კონ­გრე­სი­დან წა­მო­ვი­და". ამით მად­ლენ ოლბ­რა­იტს ტრამ­პის წვლი­ლის შემ­ცი­რე­ბა სურ­და, თუმ­ცა ჩნდე­ბა კი­თხვა: რა­ტომ არ მი­უ­ღია ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კონ­გრესს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ასე­თი მკაც­რი დო­კუ­მენ­ტი?

რა შე­იც­ვა­ლა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში?

აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ტრამ­პი­სა და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" მოს­ვლას­თან ერ­თად უფრო დი­ნა­მი­უ­რად და­ი­წყო აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. უკვე მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვი­ზი­ტით ეწ­ვია ვა­შინგტონს, სა­დაც თეთრ სახ­ლში პრე­ზი­დენ­ტსა და ვიცე-პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვი­ზი­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ნა­წილ­სი ტრამ­პთან შეხ­ვედ­რა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო, თეთ­რი სახ­ლის პატ­რონ­მა ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი მი­ი­ღო, რი­თიც და­ა­დას­ტუ­რა, რომ ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლო უმ­ნიშ­ვნე­ლო წერ­ტი­ლი არ არის აშშ-ს ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვის.

კონ­გრე­სის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არ ითა­ნამ­შრომ­ლებს იმ ქვეყ­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც აღი­ა­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას; 30 კონ­გრეს­მე­ნის მიერ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­დამ­ჭე­რი წე­რი­ლი, ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლი­ვი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნის ცენ­ტრის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა... - ეს ის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ტრამ­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლი­დან სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და პრაქ­ტი­კუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი რთუ­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია.

თუმ­ცა, ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აქ­ტი­უ­რი ფაზა. უკვე აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია აშშ-ს ვიცე პრე­ზი­დენ­ტი მაიკ პენ­სი. მისი ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი, ტრამ­პის გზავ­ნი­ლი შემ­დე­გი იყო: "დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ყო­ველ­თვის მკაცრ პა­სუხს გას­ცემს იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­საც პრე­ტენ­ზია ექ­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ხელ­ყონ".

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რუ­სე­თი­სად­მი ამ­გვა­რი ხის­ტი და უკომ­პრო­მი­სო მიდ­გო­მა დი­სო­ნან­სში მო­დის ბა­რაქ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პო­ლი­ტი­კას­თან. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ორი რე­გი­ო­ნის ოკუ­პა­ცია/ანექ­სი­ი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, აშშ-ს ახალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 2009 წელს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­დატ­ვირ­თა. კარ­გად გვახ­სოვს, რო­გორ იდ­გნენ გვერ­დიგ­ვერდ მომ­ღი­მა­რი სერ­გეი ლავ­რო­ვი და ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი და რუ­სეთ-აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვის სიმ­ბო­ლურ წი­თელ ღი­ლაკს ერ­თად და­ა­ჭი­რეს ხელი. მა­შინ ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია იმი­სათ­ვის, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის­თვის დიდი ფასი გა­და­ე­ხა­და. შე­დე­გად კი, 2014 წელს ყი­რი­მი და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა მი­ვი­ღეთ. კარ­გად გვახ­სოვს, 2012 წელს სე­ულ­ში რუ­სე­თი­სა და აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის შეხ­ვედ­რის დროს, ობა­მამ მედ­ვე­დევს გა­ნუ­ცხა­და, რომ "არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უფრო მეტი მოქ­ნი­ლო­ბა ექ­ნე­ბა". ბა­რაქ ობა­მას ამ "მოქ­ნი­ლო­ბამ", რუ­სე­თი­სად­მი მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი პო­ლი­ტი­კის უკ­მა­რი­სო­ბამ შე­დე­გად მოგ­ვცა ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი და გახ­ლე­ჩი­ლი უკ­რა­ი­ნა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ძლი­ერ ერ­თე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თი.

რო­დე­საც ტრამ­პის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე ვსა­უბ­რობთ, არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ ის სა­ში­ნე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მან ობა­მას­გან მი­ი­ღო: რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი რუ­სე­თი და ირა­ნი, ირან­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო შუ­ა­მავ­ლებ­თან ერ­თად და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რის სა­ნაც­ვლოს ირან­მა წვდო­მა მი­ი­ღო გა­ყი­ნულ მი­ლი­არ­დებ­ზე, რი­თაც დღეს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ტე­რორ­სა და ექ­სტრე­მიზმს აფი­ნან­სებს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის გა­და­უ­წყვე­ტე­ლი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს აშშ-ს, სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და ია­პო­ნი­ას ბირ­თვუ­ლი ომით ემუქ­რე­ბა.

ახალ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და "რეს­პუბ­ლი­კურ­მა" კონ­გრეს­მა პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან და­ი­წყო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. ირანს, რუ­სეთს და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ. აშშ-ს მო­კავ­ში­რე­ებ­მა კი ვა­შინგტო­ნის­გან უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რის ახა­ლი მე­სი­ჯე­ბი მი­ი­ღეს. "ჩვენ, ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გვერ­დით ვიქ­ნე­ბით" - ტრამ­პის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ეს დე­ვი­ზი არ არის უბ­რა­ლოდ სი­ტყვე­ბი. ამის უკან დგას მზა­ო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას აშშ-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბის და­სა­ცა­ვად. პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და გამ­ბე­და­ო­ბა, რო­მე­ლიც ასე აკ­ლდა ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და რაც თა­ვის თავ­ზე იგ­რძნო 2014 წელს უკ­რა­ი­ნამ.

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მაიკ პენ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, 2017 წლის აგ­ვის­ტო

დო­ნალდ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვი­დან ერთი წელი გა­ვი­და, ხოლო ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან კი სულ რა­ღაც ცხრა თვე. რა თქმა უნდა, ეს მცი­რე დროა შორ­სმი­მა­ვა­ლი დას­კვნე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. თუმ­ცა, ცხა­დია ის, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სას სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ხა­რის­ხობ­რი­ვად ახალ დო­ნე­ზე გა­ვი­და, რისი მოკ­ლე რე­ზი­უ­მეც აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მაიკ პენ­სის შემ­დეგ სი­ტყვებ­შია:

"ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან დგას და პრე­ზი­დენტ ტრამ­პის დროს ჩვენ ისევ გვერ­დიგ­ვერდ ვიდ­გე­ბით. ჩვენ გვერ­დში გიდ­გა­ვართ იმი­ტომ, რომ რო­გორც ქარ­თუ­ლი ან­და­ზა ამ­ბობს "ძალა ერ­თო­ბა­შია". შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თად ჩვენ უფრო ძლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით".

მო­ამ­ზა­და უცხო­ე­თის მი­მომ­ხილ­ველ­მა კახა დგე­ბუ­ა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?

ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?

ზუსტად ერთი წლის წინ, 2017 წლის 20 იანვარს ექსცენტრიკულმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობის წინ ამერიკელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე საპრეზიდენტო ფიცი დადო. ასე შეუდგა პრეზიდენტობას ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი.

გთავაზობთ უცხოეთის მიმომხილველის კახა დგებუაძის ანალიზს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ერთ წელზე:

"2016 წლის 8 ნოემბერი. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამერიკაზე, სადაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. თავისუფალი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რამდენიმე საათში გაარკვევს, ვინ უხელმძღვანელებს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ამერიკული მეინსთრიმ მედია და გამოკითხვები უპირობო ფავორიტად აშშ-ს ყოფილ პირველ ლედისა და სახელმწიფო მდივანს - ჰილარი კლინტონს ასახელებენ. ექსტრავაგანტული ბიზნესმენი, ამერიკის პოლიტიკური ისთებლიშმენთის "თეთრი ყვავი" დონალდ ტრამპი, რომელიც დემონიზირებული იყო ამერიკული მედიის მიერ, არჩევნების ფავორიტად არ მიიჩნევა. რამდენიმე საათში დადგება შედეგი, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მსოფლიოს შეძრავს.

თუ რეალურად რა მოხდა ამ დღეს, ამას აღნიშნული მოვლენების ერთ-ერთი უშუალო მონაწილე, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავის მემუარებში "What Happened" ("რა მოხდა") გვიყვება:

არჩევნების საღამო. შედეგების მოლოდინში.

"სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა იმის გააზრება თუ როგორ მოვიპოვებდით საკმაო ხმებს, რათა გაგვემარჯვა. როგორ მოხდა ეს? რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით წინასაარჩევნო კამპანიისას. ჯიმ კომის წერილს არჩევნებამდე 11 დღით ადრე ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. მაგრამ, ვფიქრობდი, რომ ჩვენ ფეხზე წამოვდექით. არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე კარგად მივდიოდით. ენერგიისა და ენთუზიაზმის მუხტი გვქონდა. ჩვენი პროგნოზები, ასევე გამოკითხვები გამარჯვების შესანიშნავ შანსს გვაძლევდა. თუმცა, ეს გამარჯვება უკვე ქრებოდა. გაოგნებული ვიყავი. მენტალურად ამისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად. თავშიც კი არ მომსვლია აპოკალიფსური სცენარი და არც კი მიფიქრია, თუ რას ვიტყოდი წაგების შემთხვევაში. ამაზე უბრალოდ არ მიფიქრია. მაგრამ ახლა ეს უკვე რეალობა იყო და ბრძოლა დამჭირდა ამ რეალობისთვის სახეში შემეხედა. თითქოს ოთახში ჰაერი არ იყო და სუნთქვა მიჭირდა".

მათაც კი, ვისაც შესაძლოა არ მოსწონდეს ჰილარი კლინტონი, ან სრულად ინდიფერენტული იყოს მის მიმართ, ეს პასაჟი გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. ამ დღის დრამატული ნაწილი შესანიშნავად არის გადმოცემული. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჰილარი კლინტონისთვის დამარცხება გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე ეს დონალდ ტრამპისთვის იქნებოდა. ის ამ დღემდე ათწლეულების განმავლობაში მიდიოდა. აშშ-ს პირველი ლედის პოსტის შემდეგ იყო მოღვაწეობა აშშ-ს სენატში, 2007 წელს ის "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობდა, თუმცა სენატორ ბარაქ ობამასთან დაპირისპირებაში დამარცხდა, უკვე 2009 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის პოსტზე ვიხილეთ. ჰილარი კლინტონის გზა 2016 წლის 8 ნოემბრამდე დიდი იყო, ის ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდა და ყველა წინაპირობა იყო შექმნილი, რომ აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გამხდარიყო...

თუმცა, საკმარისია ჰილარიზე საუბარი. ამ დღის გმირი დონალდ ტრამპია. 2015 წლის 16 ივნისს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ოდიოზური ბიზნესმენი დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში მიიღებდა მონაწილეობას. სიმართლე გამხელილი სჯობს და ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი, რომ პირადად მე ამ ამბავმა გესლიანი ღიმილი დამიტოვა. რთული იყო დონალდ ტრამპის თუნდაც "რესპუბლიკური პარტიის" შიგნით ფავორიტად განხილვა იმ სიტუაციაში, როდესაც "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდნენ ისეთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, როგორიც არიან - სენატორი მარკო რუბიო, სენატორი ჯებ ბუში, გუბერნატორი სკოტ ვოლკერი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა გამოცდილ პოლიტიკოსებზე უკეთ იგრძნო იმ პრობლემების პალიტრა, რომელიც ასე აწუხებდა ამერიკულ საზოგადოებას. არ ვგულისხმობ ნიუ-იორკს, სან-ფრანცისკოს ან ვაშინგტონს, არამედ იმ შუაგულ, "ერთსართულიან ამერიკას", რომელიც ხშირად უგულვებელყოფილი იყო ამერიკელი მეინსთრიმ პოლიტიკოსების მიერ. დიახ, ტრამპმა ოსტატურად ითამაშა ამ "ერთსართულიანი ამერიკის" სენტიმენტებზე და ზუსტად ეს გახდა მისი საბოლოო გამარჯვების საწინდარი.

ინაუგურაციის დღე, 2017 წლის 20 იანვარი

კვლავ დავუბრუნდეთ 2016 წლის მოვლენებს. ჩვენი დროით უკვე 9 ნოემბრის დილის 09:00 საათისთვის, დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მოიპოვა. ის უკვე მიუწვდომელი იყო ჰილარი კლინტონისთვის! ის, რაც ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა თავისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ განაცხადა, ბევრს არარეალურად ეჩვენებოდა, რეალობად იქცა. ტრამპი აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდა.

ჰილარი კლინტონი თავის მემუარებში ამ მომენტზე წერს:

"უდაოდ, ეს ჩემი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მომენტი იყო. მე ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, ხოლო დონალდ ტრამპმა მითხრა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რათა ხელისუფლების გადაცემა შეფერხების გარეშე განხორციელებულიყო".

ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლისთავზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა თუ როგორი იყო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამერიკული მეინსთრიმ მედია არ წყვეტს ტრამპისა და კრემლის ერთმანეთთან დაკავშირებას და საიდუმლო გარიგებაზე საუბარს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გარიგების რაიმე მტკიცებულებები ჯერ არავის უნახავს. თუმცა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

თუ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსეთთან ურთიერთობები ცუდის ნიშნულზე იყო, ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს ურთიერთობები უკიდურესად დაბალ ნიშნულზე გადავიდა. აღნიშნულს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვში. ფრთხილი ოპტიმიზმის დამოკიდებულებიდან ოფიციალური მოსკოვი უკიდურესად პესიმისტურ დამოკიდებულებაზე გადავიდა. "აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კურსი არ შეცვლილა", - ასეთი დიაგნოზი დასვეს კრემლის პოლიტექიმებმა.

დონალდ ტრამპი და მსოფლიო ლიდერები "დიდი შვიდეულის" სამიტზე იტალიაში

უცნაურია, რომ ვიღაცას გაუჩნდა იმის განცდა, რომ ტრამპის პირობებში აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთთან მიმართებაში უფრო რბილი ან ნაკლებად მომთხოვნი გახდებოდა. მოდით ერთი წამით გვერდზე გადავდოთ ტრამპის პიროვნება. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებასთან ერთად აშშ-ს კონგრესში უმრავლესობა მოიპოვა "რესპუბლიკურმა პარტიამ", რომელიც ტრადიციისამებრ, "დემოკრატებისგან" განსხვავებით ხისტ და უკომპრომისო საგარეო პოლიტიკას ატარებს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. არ დაგვავიწყდეს, რომ "რესპუბლიკელმა" რონალდ რეიგანმა მიიყვანა ბოროტების იმპერია, საბჭოთა კავშირი გარდაუვალი განადგურების ზღვრამდე.

რა შეიცვალა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობაში?

"რესპუბლიკელების" ხელისუფლებაში მოსვლა დაუყოვნებლივ აისახა ვაშინგტონის პოლიტიკაზე კრემლთან მიმართებაში. "რესპუბლიკური" ვაშინგტონის მესიჯი ცხადი და ნათელი იყო: აშშ რუსეთს სანქციებს არ გაუუქმებს! უფრო მეტიც, რუსეთს დამატებითი, უპრეცედენტო სანქციები დაუწესდა, რომელსაც მხარი დონალდ ტრამპმა დაუჭირა.

"მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს, რომელიც ახალ სანქციებს უწესებს ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს. ამერიკა არ შეეგუება ჩვენს დემოკრატიულ პროცესში ჩარევას და ჩვენ, ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით ვიქნებით რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რთული დასაჯერებელია, რომ მეინსთრიმ მედია დონალდ ტრამპს სულ რაღაც ერთი წლის წინ კრემლის მარიონეტად აცხადებდა.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ასევე შეიცავდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან მესიჯებს.

"რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განაგრძობს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნათა იგნორირებას საქართველოსთან მიმართებით. ამ მოთხოვნათა თანახმად, რუსეთის ფედერაციამ უკან უნდა გაიყვანოს თავისი არმია, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში თავისუფალი შესვლის უფლება უნდა ჰქონდეთ ჰუმანიტარულ ჯგუფებს და კონფლიქტის ზონების მონიტორინგის საშუალება უნდა მიეცეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას", - ნათქვამია ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტში.

ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტზე ჰამბურგში

ამა წლის ზაფხულს აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან მადლენ ოლბრაიტთან შეხვედრისას, რომელიც არასოდეს მალავდა თავის ანტიპატიებს ტრამპისადმი, ინტერვიუს დროს ვუხსენე, რომ ზუსტად რომ ტრამპის დროს იყო მიღებული ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც უპრეცედენტოდ მკაცრ ფორმულირებებს იყენებს რუსეთთან მიმართებაში საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო. მაშინ ქალბატონმა ოლბრაიტმა მიპასუხა, რომ "ის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც საქართველოს მხარდაჭერა მოხდა, კონგრესიდან წამოვიდა". ამით მადლენ ოლბრაიტს ტრამპის წვლილის შემცირება სურდა, თუმცა ჩნდება კითხვა: რატომ არ მიუღია ობამას ადმინისტრაციის კონგრესს რუსეთთან მიმართებაში ასეთი მკაცრი დოკუმენტი?

რა შეიცვალა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში?

აშშ-ს ხელისუფლებაში ტრამპისა და "რესპუბლიკელების" მოსვლასთან ერთად უფრო დინამიურად დაიწყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარება. უკვე მაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ეწვია ვაშინგტონს, სადაც თეთრ სახლში პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვიზიტის ოფიციალურ ნაწილსი ტრამპთან შეხვედრა გათვალისწინებული არ იყო, თეთრი სახლის პატრონმა ოვალურ კაბინეტში საქართველოს მთავრობის მეთაური მიიღო, რითიც დაადასტურა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის რუკაზე საქართველო უმნიშვნელო წერტილი არ არის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისთვის.

კონგრესის მიერ დამტკიცებული და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები არ ითანამშრომლებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას; 30 კონგრესმენის მიერ პრეზიდენტ ტრამპისთვის გაგზავნილი საქართველოს მხარდამჭერი წერილი, ამერიკა-საქართველოს ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ გააქტიურებული თანამშრომლობა... - ეს ის კონკრეტული ნაბიჯებია, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში განხორციელდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ასეთი დატვირთული, შინაარსობრივი და პრაქტიკული მონაკვეთი რთული გასახსენებელია.

თუმცა, ამით არ დასრულებულა ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის აქტიური ფაზა. უკვე აგვისტოში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ვიზიტის მთავარი მესიჯი, ტრამპის გზავნილი შემდეგი იყო: "დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ".

ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთისადმი ამგვარი ხისტი და უკომპრომისო მიდგომა დისონანსში მოდის ბარაქ ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკასთან. 2008 წლის აგვისტოს ომიდან, საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია/ანექსიიდან რამდენიმე თვეში, აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ 2009 წელს რუსეთთან ურთიერთობები გადატვირთა. კარგად გვახსოვს, როგორ იდგნენ გვერდიგვერდ მომღიმარი სერგეი ლავროვი და ჰილარი კლინტონი და რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობების გადატვირთვის სიმბოლურ წითელ ღილაკს ერთად დააჭირეს ხელი. მაშინ ობამას ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპაციისთვის დიდი ფასი გადაეხადა. შედეგად კი, 2014 წელს ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა მივიღეთ. კარგად გვახსოვს, 2012 წელს სეულში რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრის დროს, ობამამ მედვედევს განუცხადა, რომ "არჩევნების შემდეგ უფრო მეტი მოქნილობა ექნება". ბარაქ ობამას ამ "მოქნილობამ", რუსეთისადმი მკაცრი და მომთხოვნი პოლიტიკის უკმარისობამ შედეგად მოგვცა ანექსირებული ყირიმი და გახლეჩილი უკრაინა, ახლო აღმოსავლეთში ძლიერ ერთეულად დაბრუნებული რუსეთი.

როდესაც ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის საშინელი მემკვიდრეობა, რომელიც მან ობამასგან მიიღო: რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი, ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული რუსეთი და ირანი, ირანთან საერთაშორისო შუამავლებთან ერთად დადებული შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რის სანაცვლოს ირანმა წვდომა მიიღო გაყინულ მილიარდებზე, რითაც დღეს ახლო აღმოსავლეთში ტერორსა და ექსტრემიზმს აფინანსებს, ჩრდილოეთ კორეის გადაუწყვეტელი პრობლემა, რომელიც დღეს აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ბირთვული ომით ემუქრება.

ახალმა ადმინისტრაციამ და "რესპუბლიკურმა" კონგრესმა პირველივე დღეებიდან დაიწყო საგარეო პოლიტიკაში ობამას ადმინისტრაციის შეცდომების გამოსწორება. ირანს, რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას დამატებითი სანქციები დაუწესდათ. აშშ-ს მოკავშირეებმა კი ვაშინგტონისგან უპირობო მხარდაჭერის ახალი მესიჯები მიიღეს. "ჩვენ, ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით ვიქნებით" - ტრამპის საგარეო პოლიტიკის ეს დევიზი არ არის უბრალოდ სიტყვები. ამის უკან დგას მზაობა კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას აშშ-ს მოკავშირეების დასაცავად. პოლიტიკური ნება და გამბედაობა, რომელიც ასე აკლდა ობამას ადმინისტრაციას და რაც თავის თავზე იგრძნო 2014 წელს უკრაინამ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოში, 2017 წლის აგვისტო

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წელი გავიდა, ხოლო ინაუგურაციიდან კი სულ რაღაც ცხრა თვე. რა თქმა უნდა, ეს მცირე დროა შორსმიმავალი დასკვნების გასაკეთებლად. თუმცა, ცხადია ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისას საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გავიდა, რისი მოკლე რეზიუმეც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის შემდეგ სიტყვებშია:

"ამერიკა საქართველოს გვერდით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დგას და პრეზიდენტ ტრამპის დროს ჩვენ ისევ გვერდიგვერდ ვიდგებით. ჩვენ გვერდში გიდგავართ იმიტომ, რომ როგორც ქართული ანდაზა ამბობს "ძალა ერთობაშია". შესაბამისად, ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით".

მოამზადა უცხოეთის მიმომხილველმა კახა დგებუაძემ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."