პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ, შესრულდა თუ არა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები
შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ, შესრულდა თუ არა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები

თბი­ლი­სის არ­ჩე­უ­ლი მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახა კა­ლა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ მაია ბი­თა­ძე და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე მის გუნდში იქ­ნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" ისა­უბ­რა.

კა­ლა­ძე ამ ეპატ­ზე არ ადას­ტუ­რებს, თუ რა თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვე­ბენ ისი­ნი და იქ­ნე­ბი­ან თუ არა ვიცე-მე­რე­ბი ხმა­ლა­ძე და ბი­თა­ძე.

"ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩემს გუნდში, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვაც­ნო­ბებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მთა­ვა­რი ჩემი გუნ­დის­თვის არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა და პა­ტი­ოს­ნე­ბა. საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოგ­ვი­წევს და ვართ სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე. ამის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძლი­ე­რი გუნ­დი, ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გაგ­ვაჩ­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მო­ვა­ხერ­ხებთ და გა­ვა­კე­თებთ იმ პრო­ექ­ტებს, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მის­მა გუნ­დმა შექ­მნა აპ­ლი­კა­ცია, სა­დაც გა­წე­რი­ლია ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა.

"ჩვენ შევ­ქმე­ნით აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია გად­მო­ი­წე­როს ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა. ამ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა. ეს გა­კეთ­და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გვა­კონ­ტრო­ლონ თუ რო­გორ შეს­რულ­დე­ბა ის პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი", -აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ, შესრულდა თუ არა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები

შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ გააკონტროლოთ, შესრულდა თუ არა კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებები

თბილისის არჩეული მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადასტურებს, რომ მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე მის გუნდში იქნებიან, - ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.

კალაძე ამ ეპატზე არ ადასტურებს, თუ რა თანამდებობას დაიკავებენ ისინი და იქნებიან თუ არა ვიცე-მერები ხმალაძე და ბითაძე.

"ეს ადამიანები იქნებიან ჩემს გუნდში, თუ რა მიმართულებით, ამას უახლოეს პერიოდში ვაცნობებ საზოგადოებას. მთავარი ჩემი გუნდისთვის არის პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მოგვიწევს და ვართ სერიოზული გამოწვევების წინაშე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება. ეს ყველაფერი გაგვაჩნია და დარწმუნებული ვარ მოვახერხებთ და გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაჟღერებული", - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, საარჩევნო დაპირებებზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შექმნა აპლიკაცია, სადაც გაწერილია ყველა საარჩევნო დაპირება.

"ჩვენ შევქმენით აპლიკაცია, რომელიც შეუძლია გადმოიწეროს ნებისმიერმა ადამიანმა. ამ აპლიკაციაში მოცემულია ყველა საარჩევნო დაპირება. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ადამიანებმა გვაკონტროლონ თუ როგორ შესრულდება ის პროექტები, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს იყო გაჟღერებული", -აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."