Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნებში კვლავ თამაზ მეჭიაური იმარჯვებს - "ახლა ვაპირებ წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიო "კაპოტზე"
სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნებში კვლავ თამაზ მეჭიაური იმარჯვებს - "ახლა ვაპირებ წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიო "კაპოტზე"

მე გა­ვი­მარ­ჯვე პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში, ახლა ვა­პი­რებ აქე­დან წა­ვი­დე და ბი­ჭებ­თან ერ­თად თითო ჭიქა დავ­ლი­ოთ "კა­პოტ­ზე", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი, მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მე­ჭი­ა­უ­რის თქმით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ის და­ნა­შა­უ­ლი გა­მოს­წორ­და, რო­მე­ლიც სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ჩა­ი­დი­ნა.

"ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მე გა­ვი­მარ­ჯვე პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში. სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ას­წო­რა ის და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ჩა­ი­დი­ნა. ახლა ვა­პი­რებთ, აქე­დან წა­ვი­დეთ და თითო ჭიქა დავ­ლი­ოთ "კა­პოტ­ზე", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მე­ჭი­ა­ურ­მა.

თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის ად­ვო­კა­ტის, მინ­დია შე­თე­კა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ამის შემ­დეგ სა­ოლ­ქო კო­მი­სია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი იმ მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოს­ცეს, რო­მე­ლიც სა­უბ­ნო კო­მი­სი­ე­ბი­დან მი­ი­ღო.

"სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­დგა პირ­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ანუ მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ნამ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია მი­ი­ღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თა­ვი­დან გა­დათ­ვლი­და ბა­თილ ბი­უ­ლე­ტე­ნებს და გა­ა­ყალ­ბებ­და შე­დე­გებს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ი­ას-ს და თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის ერ­თობ­ლივ სარ­ჩელს, ამის გან­ხილ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ არ­სე­ბობს, რად­გან გა­უქ­მე­ბუ­ლია და­ვის სა­გა­ნი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­სა­მარ­თლომ ის აქ­ტე­ბი გა­ა­უქ­მა, რომ­ლის გა­ბა­თი­ლე­ბა­საც ვი­თხოვ­დით", - გა­ნა­ცხა­და მინ­დია შე­თე­კა­ურ­მა.

მცხე­თის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­უქ­მდა სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ხე­ლახ­ლა გა­დათ­ვლა­სა და აღ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის შე­სა­ბა­მი­სა­დაც, თი­ა­ნე­თის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რი 1 ხმით იმარ­ჯვებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნებში კვლავ თამაზ მეჭიაური იმარჯვებს - "ახლა ვაპირებ წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიო "კაპოტზე"

სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნებში კვლავ თამაზ მეჭიაური იმარჯვებს - "ახლა ვაპირებ წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიო "კაპოტზე"

მე გავიმარჯვე პირველივე ტურში, ახლა ვაპირებ აქედან წავიდე და ბიჭებთან ერთად თითო ჭიქა დავლიოთ "კაპოტზე", - ასე გამოეხმაურა თამაზ მეჭიაური, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მეჭიაურის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დანაშაული გამოსწორდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა.

"ამ გადაწყვეტილებით მე გავიმარჯვე პირველივე ტურში. სასამართლომ გამოასწორა ის დანაშაული, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩაიდინა. ახლა ვაპირებთ, აქედან წავიდეთ და თითო ჭიქა დავლიოთ "კაპოტზე", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თამაზ მეჭიაურის ადვოკატის, მინდია შეთეკაურის განცხადებით, ამის შემდეგ საოლქო კომისია იძულებული გახდება შემაჯამებელი ოქმები იმ მონაცემების საფუძველზე გამოსცეს, რომელიც საუბნო კომისიებიდან მიიღო.

"სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, თავიდან გადათვლიდა ბათილ ბიულეტენებს და გააყალბებდა შედეგებს. რაც შეეხება საიას-ს და თამაზ მეჭიაურის ერთობლივ სარჩელს, ამის განხილვის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაუქმებულია დავის საგანი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ის აქტები გააუქმა, რომლის გაბათილებასაც ვითხოვდით", - განაცხადა მინდია შეთეკაურმა.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."