სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს
წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით 15 დე­პუ­ტა­ტი შე­დის.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლი­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ხუთი დე­პუ­ტა­ტი გა­იყ­ვა­ნა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ მან­დატს იღებს "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და ორს - "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი".

50 დე­პუ­ტა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბით არ­სე­ბულ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში 25 მან­და­ტი სწო­რედ პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით ნა­წილ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­პორ­ცი­უ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დამ­დგე­ნი ფორ­მუ­ლის მი­ხედ­ვით, 25 მან­და­ტი­დან ორი გა­და­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტი რჩე­ბო­და. "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის" მი­ხედ­ვით, ეს ორი მან­და­ტი უმაღ­ლე­სი ნაშ­თით ნა­წილ­დე­ბა, რო­მელ­თა­გან ერთი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს", ხოლო ერ­თიც "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" მი­აქვს.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით მან­და­ტე­ბი მხო­ლოდ იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­ზე ნა­წილ­დე­ბა, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის არა­ნაკ­ლებ 4%-ისა.

პარ­ტი­უ­ლი სიის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და­სად­გე­ნად პარ­ტი­უ­ლი სიის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მრავ­ლდე­ბა 25-ზე და იყო­ფა იმ პარ­ტი­ე­ბის/სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­თა ჯამ­ზე, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის არა­ნაკ­ლებ 4%-ისა. მი­ღე­ბუ­ლი რი­ცხვის მთე­ლი ნა­წი­ლი არის პარ­ტი­უ­ლი სიის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პარ­ტი­უ­ლი სი­ე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­თა ჯამი 25-ზე ნაკ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა, გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბი­დან თითო მან­და­ტი, პირ­ველ რიგ­ში, თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით მი­ე­კუთ­ვნე­ბა უკე­თე­სი შე­დე­გის მქო­ნე იმ პარ­ტი­ულ სი­ებს, რომ­ლებ­მაც ამ მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტით დად­გე­ნი­ლი წე­სით ვერ მო­ი­პო­ვეს მან­და­ტი, მაგ­რამ მი­ი­ღეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის არა­ნაკ­ლებ 4%-ისა. თუ ამის შემ­დეგ კი­დევ დარ­ჩე­ბა გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტი (მან­და­ტე­ბი), თითო მან­და­ტი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ პარ­ტი­ულ სი­ებს, რომ­ლებ­საც ერთი მან­და­ტი მა­ინც ჰქონ­დათ მო­პო­ვე­ბუ­ლი და სხვებ­ზე დიდი ნაშ­თი აქვთ.

გარ­და ამი­სა, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თბი­ლი­სის მას­შტა­ბით არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლა მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში მო­ი­გო და 25-ვე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი მან­და­ტი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ამ აიღო. შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში ჯამ­ში 40 დე­პუ­ტა­ტით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს

წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატს შეიყვანს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული სიით "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხუთი დეპუტატი გაიყვანა. სავარაუდოდ, სამ მანდატს იღებს "ევროპული საქართველო" და ორს - "პატრიოტთა ალიანსი".

50 დეპუტატის შემადგენლობით არსებულ თბილისის საკრებულოში 25 მანდატი სწორედ პროპორციული წესით ნაწილდება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი ფორმულის მიხედვით, 25 მანდატიდან ორი გადაუნაწილებელი მანდატი რჩებოდა. "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ეს ორი მანდატი უმაღლესი ნაშთით ნაწილდება, რომელთაგან ერთი "პატრიოტთა ალიანსს", ხოლო ერთიც "ევროპულ საქართველოს" მიაქვს.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

იმ შემთხვევაში თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ.

გარდა ამისა, "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მასშტაბით არჩევნები ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგო და 25-ვე მაჟორიტარული მანდატი სახელისუფლებო პარტიამ აიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში ჯამში 40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."