პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან"
"აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან"

აფხა­ზე­თი­დან გად­მოს­ვე­ნე­ბულ, 25 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ნეშტს შო­რის უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი მა­მია ალა­სა­ნია, სო­ხუ­მის ყო­ფი­ლი მერი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია, აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი - არიკ შენ­გე­ლია და ვახ­ტანგ გე­გე­ლაშ­ვი­ლი არი­ან.

ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ახა­ლი 25 ნეშ­ტი არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი. ზო­გა­დად უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ­თა მო­ძი­ე­ბის და გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან კარ­გი ტემ­პით მი­დის, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტს დახ­მა­რე­ბის­თვის და ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა აფხა­ზურ მხა­რეს, რომ­ლე­ბიც მარ­თლა ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად, დი­ნა­მი­კუ­რად წა­ვი­დეს. მთლი­ა­ნად წინა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და 101 პი­რის გად­მოს­ვე­ნე­ბა, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გა­და­ცე­მუ­ლია მათი ნეშ­ტე­ბი ოჯა­ხებს და მხო­ლოდ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 28 სა­მარ­ხი იქნა გახ­სნი­ლი და 91 ნეშ­ტი იქნა მო­ძი­ე­ბუ­ლი, მათ შო­რის 25 უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ამ 25-დან ყვე­ლა­ნი არი­ან გმი­რე­ბი, მაგ­რამ მათ შო­რის არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ხუმ­ში უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბას იცავ­დნენ ჟი­უ­რი შარ­ტა­ვას­თან ერ­თად. მათ შო­რის არის მა­მია ალა­სა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი, სო­ხუ­მის მერი, სა­ქარ­თვე­ლოს გმი­რი გუ­რამ გა­ბეს­კი­რია, ასე­ვე აფხა­ზე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბი არიკ შენ­გე­ლია და ვახ­ტანგ გე­გე­ლაშ­ვი­ლი. მათ ყვე­ლა­ნა­ი­რი შან­სი ჰქონ­დათ, რომ თა­ვი­სი თავი გა­და­ერ­ჩი­ნათ, მაგ­რამ მათ არ­ჩი­ეს, რომ ბოლო წუ­თამ­დე ყო­ფი­ლიყ­ვნენ თა­ვი­ანთ პოსტზე და ბოლო წვე­თამ­დე იბ­რძო­ლეს სამ­შობ­ლოს­თვის და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

სო­ზარ სუ­ბა­რის თქმით, და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს მას შემ­დეგ, რაც წი­თე­ლი ჯვრის კო­მი­ტე­ტის­გან შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბა იყო.

"იყო ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, დიდი ხნის წინ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­დაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო მათი ცხედ­რე­ბი დას­ვე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა იქ არ აღ­მოჩ­ნდნენ, ამის შემ­დეგ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა მოხ­და და შარ­შან შეხ­ვედ­რებ­ზე პირ­ვე­ლად გა­ის­მა პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლე­ბი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, სად იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი და წელს გა­თხრე­ბის შე­დე­გად ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბით და დნმ-ის ანა­ლი­ზით", - გა­ნა­ცხა­და სო­ზარ სუ­ბარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან"

"აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის მამია ალასანია, გურამ გაბესკირია, არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან"

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 25 იდენტიფიცირებულ ნეშტს შორის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, სოხუმის ყოფილი მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები - არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი არიან.

ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

"ახალი 25 ნეშტი არის იდენტიფიცირებული და გადმოსვენებული. ზოგადად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დახმარებისთვის და ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი ძალიან პოზიტიურად, დინამიკურად წავიდეს. მთლიანად წინა წლების განმავლობაში მოხდა 101 პირის გადმოსვენება, იდენტიფიცირება და გადაცემულია მათი ნეშტები ოჯახებს და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 28 სამარხი იქნა გახსნილი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიური შარტავასთან ერთად. მათ შორის არის მამია ალასანია, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი, საქართველოს გმირი გურამ გაბესკირია, ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი. მათ ყველანაირი შანსი ჰქონდათ, რომ თავისი თავი გადაერჩინათ, მაგრამ მათ არჩიეს, რომ ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, დაღუპულთა ოჯახებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრის კომიტეტისგან შესაბამისი თანხმობა იყო.

"იყო ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაციები, დიდი ხნის წინ გვქონდა ინფორმაცია, თითქოს სადაც უნდა ყოფილიყო მათი ცხედრები დასვენებული, თუმცა იქ არ აღმოჩნდნენ, ამის შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოხდა და შარშან შეხვედრებზე პირველად გაისმა პოზიტიური სიგნალები, რომ დაახლოებით შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო, სად იყვნენ ეს ადამიანები გადასვენებული და წელს გათხრების შედეგად ეს ინფორმაცია დადასტურდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის დადასტურებული ძალიან მაღალტექნოლოგიური კვლევებით და დნმ-ის ანალიზით", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."