სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
51 პარლამენტარს ბიზნესთან აქვს კავშირი - ინფორმაცია დეპუტატების წილებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში
51 პარლამენტარს ბიზნესთან აქვს კავშირი - ინფორმაცია დეპუტატების წილებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 51 წევ­რს აქვს ბიზ­ნეს­თან კავ­ში­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ფლობს წილს სა­მე­წარ­მეო სუ­ბი­ექ­ტებ­ში, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ან­გა­რიშ­ში.

ან­გა­რი­ში მი­უ­თი­თებს, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს აქ­ტი­ვე­ბი და მათ სტა­ტუს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტშიც.

კერ­ძოდ, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს აქ­ტი­ვე­ბი აქვს პარ­ლა­მენ­ტის 16 წევ­რს, აქე­დან 14 დე­პუ­ტა­ტი არის უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან: ლე­ვან ბეჟა­ნი­ძე, ბი­ძი­ნა გე­გი­ძე, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი, გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, შოთა ხა­ბა­რე­ლი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ედი­შერ თო­ლო­რა­ია, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, ერეკ­ლე ტრი­პოლ­სკი, მა­რი­ამ ჯაში, სო­ფიო კი­ლა­ძე, ხოლო 2 დე­პუ­ტა­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი­დან": ირმა ინაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლო­მია.

ყვე­ლა­ზე მეტ კომ­პა­ნი­ა­ში ბიზ­ნეს აქ­ტი­ვებს ფლო­ბენ: ივ­ლი­ა­ნე წუ­ლა­ია ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა") - 31 კომ­პა­ნია, ნინო წი­ლო­სა­ნი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა") - 13 კომ­პა­ნია, კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - რე­გი­ო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის") - 13 კომ­პა­ნია.

"რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვას, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს უფ­ლე­ბა არ აქვს უშუ­ა­ლოდ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს არა­ერთჯე­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­გე­ბის მიზ­ნით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­მარ­თა­ვად და უშუ­ა­ლოდ იყოს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის სუ­ბი­ექ­ტის მუდ­მივ­მოქ­მე­დი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­მე­წარ­მეო სუ­ბი­ექ­ტის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო, სა­კონ­ტრო­ლო, სა­რე­ვი­ზიო ან სა­კონ­სულ­ტა­ციო ორ­გა­ნოს წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის 9 წევ­რი რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია დი­რექ­ტო­რად. კერ­ძოდ: ედი­შერ თო­ლო­რა­ია ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), იო­სებ მაკ­რა­ხი­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), მა­რი­ამ ჯაში ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა"), მა­მუ­კა ჩი­ქო­ვა­ნი ("ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - რე­გი­ო­ნე­ბი"), გი­ორ­გი ლო­მია (სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი)", - ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

51 პარლამენტარს ბიზნესთან აქვს კავშირი - ინფორმაცია დეპუტატების წილებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

51 პარლამენტარს ბიზნესთან აქვს კავშირი - ინფორმაცია დეპუტატების წილებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიში

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

ანგარიში მიუთითებს, რომ პარლამენტის წევრების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და მათ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა პრობლემას წარმოადგენს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი "საქართველოს პატრიოტებიდან": ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.

ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია ("ქართული ოცნება") - 31 კომპანია, ნინო წილოსანი ("ქართული ოცნება") - 13 კომპანია, კახაბერ ოქრიაშვილი ("ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის") - 13 კომპანია.

"რაც შეეხება კანონდარღვევას, აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. მიუხედავად ამისა, პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება"), დიმიტრი სამხარაძე ("ქართული ოცნება"), იოსებ მაკრახიძე ("ქართული ოცნება"), მამუკა მდინარაძე ("ქართული ოცნება"), მარიამ ჯაში ("ქართული ოცნება"), დავით ჭიჭინაძე ("ქართული ოცნება"), დიმიტრი ხუნდაძე ("ქართული ოცნება"), მამუკა ჩიქოვანი ("ევროპული საქართველო - რეგიონები"), გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები)", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."