პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რა შეუთვალა მან პეტრო პოროშენკოს
რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რა შეუთვალა მან პეტრო პოროშენკოს

შე­ვეც­დე­ბით და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ კა­ნო­ნი არა ჩვენ, არა­მედ უკ­რა­ი­ნის მე­სა­ზღვრე­ებ­მა და­არ­ღვი­ეს, პო­რო­შენ­კოს, ავა­კო­ვის და სხვე­ბის და­ვა­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ლვოვ­ში, სას­ტუმ­რო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ად­გილ­ზე გა­ი­ა­რა სა­სა­ზღვრო პრო­ცე­დუ­რე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის თან­დას­წრე­ბით.

"პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი­დან, როცა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იქნა მი­ღე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა. ამი­ტომ უკ­რა­ი­ნის თი­თო­ე­ულ მე­სა­ზღვრეს­თან მაქვს თხოვ­ნა. ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თვის, რომ ორი დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­პა­გან­და, თით­ქოს და­ვარ­ღვიე კა­ნო­ნი და სა­ზღვა­რი უკა­ნო­ნოდ გად­მოვ­ლა­ხე. მომ­ხდა­რი შე­ა­და­რეს დონ­ბასს, ჩვენ სუ­ლე­ლე­ბი ვგო­ნი­ვართ, მაგ­რამ ვი­ცით, რომ ჩვენ არ გა­ვი­სუ­ლე­ლებთ თავს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ის პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა, როცა მე­სა­ზღვრედ თა­ვად მუ­შა­ობ­და.

"მე თა­ვად ვი­ყა­ვი მე­სა­ზღვრე და იმ დრო­ი­დან შე­მო­ვი­ნა­ხე ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ბევრ ოფი­ცერ­თან. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი­დევ მსა­ხუ­რობს სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­ში. ჩვენ მე­სა­ზღვრე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მა არ გაგ­ვაჩ­ნია, ვა­ფა­სებ უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, სამ­ხედ­რო­ებს და ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს, მაგ­რამ, მე არ ვა­ფა­სებ მათ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და არ ვცემ პა­ტივს. მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ მზად ვარ გა­ვი­ა­რო ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა და არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი გა­რე­მო­ე­ბა, რომ და­ვარ­ღვიე კა­ნო­ნი. მივ­მარ­თავ პო­რო­შენ­კოს და ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რო­მე­ლიც ცდი­ლობს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი, ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ ჩემი პო­ზი­ცი­ე­ბის შეც­ვლას. ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე. მათ შე­ეძ­ლოთ აე­ღოთ და შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ ჩემი პას­პორ­ტი, მაგ­რამ ახლა რო­გორც გა­ვი­გე, ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და­ამ­ტკი­ცონ. ამას ვერ შეძ­ლე­ბენ და პი­რი­ქით, ჩვენ და­ვამ­ტკი­ცებთ, რომ კა­ნო­ნი სწო­რედ სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­არ­ღვი­ეს პო­რო­შენ­კოს, ავა­კო­ვის და სხვა პი­რე­ბის ბრძა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც არ ას­რუ­ლე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალს. მზად ვარ გა­ვი­ა­რო ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა "უკ­რა­ი­ნის სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო" ლვოვ­ში, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ჩერ­და

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცოტა ხნის წინ სას­ტუმ­რო "ლე­ო­პო­ლი­სის" წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის არა­კა­ნო­ნი­ე­რი გა­დაკ­ვე­თის შე­სა­ხებ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრო­ტო­კო­ლი გა­აც­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა ად­მი­ნის­ტრა­ტი­ულ პრო­ტო­კოლს ხელი უკვე მო­ა­წე­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის პრო­ტო­კო­ლი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­დან სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ე­ცათ.

"ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვია. სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­დან სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გად­მო­ე­ცათ პრო­ტო­კო­ლი. ვერ იტყვი­ან, რომ სა­დღაც ვი­მა­ლე­ბო­დი. ლვო­ვის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი ათა­სო­ბით ლვო­ველ­თან ერ­თად. მაგ­რამ რა­საც ახლა აკე­თე­ბენ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რა შეუთვალა მან პეტრო პოროშენკოს

რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რა შეუთვალა მან პეტრო პოროშენკოს

შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ კანონი არა ჩვენ, არამედ უკრაინის მესაზღვრეებმა დაარღვიეს, პოროშენკოს, ავაკოვის და სხვების დავალებით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილმა ადგილზე გაიარა სასაზღვრო პროცედურები, ჟურნალისტების და მხარდამჭერების თანდასწრებით.

"პირველი წუთებიდან, როცა ჩემს წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, მიმდინარეობდა კანონის დარღვევა. ამიტომ უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან მაქვს თხოვნა. ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ორი დღეა მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს დავარღვიე კანონი და საზღვარი უკანონოდ გადმოვლახე. მომხდარი შეადარეს დონბასს, ჩვენ სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ის პერიოდი გაიხსენა, როცა მესაზღვრედ თავად მუშაობდა.

"მე თავად ვიყავი მესაზღვრე და იმ დროიდან შემოვინახე ძალიან კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან. ზოგიერთი მათგანი კიდევ მსახურობს სასაზღვრო სამსახურში. ჩვენ მესაზღვრეებთან ურთიერთობაში პრობლემა არ გაგვაჩნია, ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, სამხედროებს და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ, მე არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას და არ ვცემ პატივს. მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩემი პოზიციების შეცვლას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. მათ შეეძლოთ აეღოთ და შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორც გავიგე, ცდილობენ ჩვენი მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაამტკიცონ. ამას ვერ შეძლებენ და პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ კანონი სწორედ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დაარღვიეს პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ ასრულებენ საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა", - განაცხადა სააკაშვილმა.

წაიკითხეთ: როგორ გამოიყურება "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო" ლვოვში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა

ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ სასტუმრო "ლეოპოლისის" წინ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლი გააცნეს. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ადმინისტრატიულ პროტოკოლს ხელი უკვე მოაწერა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პროტოკოლი საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადაეცათ.

"ყველაფერი მარტივია. საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადმოეცათ პროტოკოლი. ვერ იტყვიან, რომ სადღაც ვიმალებოდი. ლვოვის მთავარ მოედანზე ვიყავი ათასობით ლვოველთან ერთად. მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ კანონის დარღვევაა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."