Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის მხრიდან საზღვრის კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორი საზღვარზე გადაიყვანეს
სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის მხრიდან საზღვრის კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორი საზღვარზე გადაიყვანეს

უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. უკ­რა­ი­ნის მხა­რეს შეკ­რე­ბილ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე­ებ­მა კორ­დო­ნი გა­არ­ღვი­ეს და ექს-გუ­ბერ­ნა­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცნენ.

მათ გა­მო­ე­დევ­ნენ სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კორ­დო­ნი გა­არ­ღვია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც და ის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის­კენ გა­ე­მარ­თა. მის­მა მომ­ხრე­ებ­მა შე­ძა­ხი­ლე­ბით - "მიშა" და "სლა­ვა უკ­რა­ი­ნა" სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზღვრის უკ­რა­ი­ნის მხა­რეს გა­და­იყ­ვა­ნეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

იქამ­დე, პო­ლო­ნეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის "შე­გი­ნის" გამ­შვებ პუნ­ქტზე, უკ­რა­ი­ნის მხა­რეს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი შე­ა­ჩე­რეს. რო­გორც "შე­გი­ნის" გამ­შვებ პუნ­ქტთან, ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და იქ მის მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­სულ რა­დას დე­პუ­ტა­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, მი­ზე­ზი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნაღ­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბაა.

ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში შეკ­რე­ბი­ლებ­თან უკ­რა­ი­ნის სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მი­ვი­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი გა­ნაღმვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 სა­ათ­ში აღ­დგე­ბო­და.

სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის მხრიდან საზღვრის კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორი საზღვარზე გადაიყვანეს

სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის მხრიდან საზღვრის კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორი საზღვარზე გადაიყვანეს

უკრაინის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. უკრაინის მხარეს შეკრებილმა სააკაშვილის მომხრეებმა კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორის მიმართულებით გაიქცნენ.

მათ გამოედევნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. კორდონი გაარღვია მიხეილ სააკაშვილმაც და ის მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის ტერიტორიისკენ გაემართა. მისმა მომხრეებმა შეძახილებით - "მიშა" და "სლავა უკრაინა" სააკაშვილი საზღვრის უკრაინის მხარეს გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

იქამდე, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის "შეგინის" გამშვებ პუნქტზე, უკრაინის მხარეს მოქალაქეთა სასაზღვრო კონტროლი შეაჩერეს. როგორც "შეგინის" გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იქ მის მხარდასაჭერად ჩასულ რადას დეპუტატებს განუცხადეს, მიზეზი ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებაა.

ნეიტრალურ ზონაში შეკრებილებთან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 3-4 საათში აღდგებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."