სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მატარებელს, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, არ ძრავენ, სანამ მასში ექს-გუბერნატორი იმყოფება
მატარებელს, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, არ ძრავენ, სანამ მასში ექს-გუბერნატორი იმყოფება

"ინ­ტერ­სი­თის" მა­ტა­რე­ბელ­ში, რომ­ლი­თაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს, გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ მა­ტა­რე­ბე­ლი არ და­იძ­ვრე­ბა, ვი­ნა­ი­დან მა­ტა­რე­ბელ­ში იმ­ყო­ფე­ბა მგზავ­რი, რო­მელ­საც მგზავ­რო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მა­ტა­რებ­ლის და­ტო­ვე­ბას სთხო­ვენ. "ჩვენ ვი­ცით, რომ "კრა­კო­ვე­ცის" გამ­შვებ პუნ­ქტზე ასო­ბით ჩემი მხარ­დამ­ჭე­რია, მაგ­რამ იქ ასე­ვე არი­ან "ტი­ტუშ­კე­ბი", რომ­ლე­ბიც პრო­ვო­კა­ცი­ას ამ­ზა­დე­ბენ. რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ეს, ჩვენ შე­საძ­ლოდ მი­ვიჩ­ნევთ უკ­რა­ი­ნა­ში "ინ­ტერ­სი­თის" მა­ტა­რებ­ლით გამ­გზავ­რე­ბას", - გან­მარ­ტა სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­დე­საც მა­ტა­რებ­ლით გამ­გზავ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ტა­რებ­ლით გამ­გზავ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ბუ­თე­ბის შე­მოწ­მე­ბა არა გამ­შვებ პუნ­ქტზე, არა­მედ მა­ტა­რე­ბელ­ში ხდე­ბა.

"ასე­თი რამე მო­გის­მე­ნი­ათ ოდეს­მე, რომ მა­ტა­რე­ბე­ლი არ გა­ემ­გზავ­რე­ბა?! ფაქ­ტობ­რი­ვად, მძევ­ლად აყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებ­თან გვაქვს ახლა საქ­მე. მათ იმ­დე­ნად ეში­ნი­ათ ჩვე­ნი, რომ მა­ტა­რე­ბელ­ში მყო­ფი ხალ­ხი აიყ­ვა­ნეს მძევ­ლად. არ შე­უძ­ლი­ათ მათ გა­ა­ჩე­რონ მა­ტა­რე­ბე­ლი პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს ხომ პო­ლო­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა?! რა თქმა უნდა, მათ შე­უძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­ჩე­რონ მა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ არა აქ.

ტე­რო­რის­ტი ვარ თუ ვინ ვარ, რა ტი­პის საფრ­თხეს წარ­მო­ვად­გენ მე ქვეყ­ნის ან თუნ­დაც ამ მგზავ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ?! ცხა­დია ისი­ნი იქ­ცე­ვი­ან რო­გორც პო­ლო­ნე­თის, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის და მიგ­რა­ცი­ის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნუ­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­ტა­რე­ბელ­ში შეკ­რე­ბილ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

"ინ­ტერ­სი­თის" მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე სა­ათ­ზე მე­ტია გა­ჩე­რე­ბუ­ლია. მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი მა­ტა­რე­ბელს ტო­ვებს, რათა უკ­რა­ი­ნა­ში სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ვიდ­ნენ. მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მა­ტა­რებ­ლის და­ტო­ვე­ბას სთხოვს.

წა­ი­კი­თხეთ: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა - რო­გორ უპი­რე­ბენ დახ­ვედ­რას ექს-პრე­ზი­დენტს მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

მატარებელს, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, არ ძრავენ, სანამ მასში ექს-გუბერნატორი იმყოფება

მატარებელს, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, არ ძრავენ, სანამ მასში ექს-გუბერნატორი იმყოფება

"ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მატარებელში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვენ. "ჩვენ ვიცით, რომ "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან "ტიტუშკები", რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში "ინტერსითის" მატარებლით გამგზავრებას", - განმარტა სააკაშვილმა, როდესაც მატარებლით გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.

"ასეთი რამე მოგისმენიათ ოდესმე, რომ მატარებელი არ გაემგზავრება?! ფაქტობრივად, მძევლად აყვანილ ადამიანებთან გვაქვს ახლა საქმე. მათ იმდენად ეშინიათ ჩვენი, რომ მატარებელში მყოფი ხალხი აიყვანეს მძევლად. არ შეუძლიათ მათ გააჩერონ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს ხომ პოლონეთის კანონმდებლობის წინააღმდეგ ხდება?! რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე გააჩერონ მატარებელი, მაგრამ არა აქ.

ტერორისტი ვარ თუ ვინ ვარ, რა ტიპის საფრთხეს წარმოვადგენ მე ქვეყნის ან თუნდაც ამ მგზავრების წინააღმდეგ?! ცხადია ისინი იქცევიან როგორც პოლონეთის, ასევე უკრაინის და მიგრაციის კანონის წინააღმდეგ", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში შეკრებილ ჟურნალისტებს.

"ინტერსითის" მატარებელი უკვე საათზე მეტია გაჩერებულია. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებს, რათა უკრაინაში სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჩავიდნენ. მგზავრების ნაწილი კი მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვს.

წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება - როგორ უპირებენ დახვედრას ექს-პრეზიდენტს მეორე სამშობლოში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."