Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონოპროექტსაც დაადო, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება
პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონოპროექტსაც დაადო, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება

პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ იმ კა­ნო­ნოპ­რო­ექტსაც და­ა­დო, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და თე­მე­ბის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის ახ­ლე­ბუ­რად ფორ­მი­რე­ბას და საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში მა­ჟო­რი­ტარ­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჯამ­ში, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ვე­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბულ სამ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა. აქე­დან ერთი "ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექსში" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტია, ხოლო ორი - "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსთან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა კა­ნონპ­რო­ექ­ტი.

პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი და პრე­ზი­დენ­ტის­თვის ხელ­მო­სა­წე­რად გა­დაგ­ზავ­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, თვით­მმარ­თვე­ლი თე­მის საკ­რე­ბუ­ლო, ერთი მხრივ, შედ­გე­ბა პრო­პორ­ცუ­ლი წე­სით და თი­თო­ე­უ­ლი თე­მი­დან და ქა­ლა­ქი­დან მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბი­სა­გან. ამას­თან, იმ თვით­მმარ­თველ თემ­ში, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 4 000-ზე მე­ტია, მაგ­რამ 10 0000-ს არ აღე­მა­ტე­ბა, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით ორი წევ­რი აირ­ჩე­ვა. იმ თვით­მმარ­თველ თემ­ში, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 10 000-ზე მე­ტია, მაგ­რამ 20 000-ს არ აღე­მა­ტე­ბა, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით სამი წევ­რი აირ­ჩე­ვა. იმ თვით­მმარ­თველ თემ­ში, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20 000-ზე მე­ტია, მაგ­რამ 35 000-ს არ აღე­მა­ტე­ბა, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით ოთხი წევ­რი აირ­ჩე­ვა, ხოლო იმ თვით­მმარ­თველ თემ­ში, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 35 000-ზე მე­ტია, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით აირ­ჩე­ვა ხუთი წევ­რი.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენ­ტის­თვის გაგ­ზავ­ნილ მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში გან­მარ­ტავს, ხელ­მო­სა­წე­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, ქა­ლაქ თე­ლავს, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 19 000-ს შე­ად­გენს, ეყო­ლე­ბა 3 მა­ჟო­რი­ტა­რი და თე­ლა­ვის თე­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რე­დით აღე­მა­ტე­ბა 37 000-ს, ეყო­ლე­ბა 17 მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი. შე­დე­გად, ქა­ლაქ თე­ლავ­ში 1 მან­და­ტის ხმის წონა შე­ად­გენს 6 200-ზე მეტ ამომ­რჩე­ველს, ხოლო თე­ლა­ვის თემ­ში კი, 1 მან­და­ტის ხმის წონა შე­ად­გენს 2 000 ამომ­რჩე­ველ­ზე მეტს.

"შვი­დი თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქის­თვის სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, მათი შე­სა­ბა­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად შექ­მნილ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თე­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი­დან 1, 2, 3, 4 ან თუნ­დაც 5 მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის არ­ჩე­ვა არ უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მარ­თლი­ან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას და კი­დევ უფრო მეტ უთა­ნას­წო­რო­ბას აჩენს ხმა­თა თა­ნა­ბარ­წო­ნა­დო­ბის სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის მო­ტი­ვი­რე­ბულ შე­ნიშ­ვნებ­ში.

პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონოპროექტსაც დაადო, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება

პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონოპროექტსაც დაადო, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება

პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონოპროექტსაც დაადო, რომელიც თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.

ჯამში, გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

პარლამენტის მიერ მიღებული და პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად გადაგზავნილი ცვლილებების პროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულო, ერთი მხრივ, შედგება პროპორცული წესით და თითოეული თემიდან და ქალაქიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისაგან. ამასთან, იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 0000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ორი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით სამი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ოთხი წევრი აირჩევა, ხოლო იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული წესით აირჩევა ხუთი წევრი.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, ხელმოსაწერად წარმოდგენილი ცვლილებების ამოქმედების შედეგად, ქალაქ თელავს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 19 000-ს შეადგენს, ეყოლება 3 მაჟორიტარი და თელავის თემის მუნიციპალიტეტს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირედით აღემატება 37 000-ს, ეყოლება 17 მაჟორიტარი დეპუტატი. შედეგად, ქალაქ თელავში 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს 6 200-ზე მეტ ამომრჩეველს, ხოლო თელავის თემში კი, 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს 2 000 ამომრჩეველზე მეტს.

"შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შემდეგ, მათი შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტში თემის შემადგენლობაში შემავალი ადმინისტრაციული ცენტრიდან 1, 2, 3, 4 ან თუნდაც 5 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა არ უზრუნველყოფს სამართლიან წარმომადგენლობას და კიდევ უფრო მეტ უთანასწორობას აჩენს ხმათა თანაბარწონადობის საკითხთან მიმართებაში", - აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."