პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია - ახალციხეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსმა და გამგეობის თანამშრომლებმა ენმ-ს 3 წევრი სასტიკად სცემეს
ნიკა მელია - ახალციხეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსმა და გამგეობის თანამშრომლებმა ენმ-ს 3 წევრი სასტიკად სცემეს

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სამ­წუ­ხა­როდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იმ ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ი­წყო, რო­მელ­საც ის უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

ნიკა მე­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ურა­ველ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელს და მისი ოჯა­ხის წევ­რებს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ბი­უ­როს უფ­რო­სი, გუ­ბერ­ნი­ის და გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

"ამა­ვე რა­ი­ონ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი კო­პა­ძის ბი­უ­როს უფ­როს­მა ზაზა გე­ლა­ძემ და გამ­გე­ო­ბის და გუ­ბერ­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სას­ტი­კად სცე­მეს ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბეგ­ლარ კა­პა­ნა­ძე, მისი 80 წლის მამა ნო­დარ კა­პა­ნა­ძე და 23 წლის შვი­ლი ზუ­რაბ კა­პა­ნა­ძე. 23 წლის ბიჭი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სამ­წუ­ხა­როდ და­ი­წყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იმ ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მელ­საც ის იყე­ნებს უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რა­საც ვვა­რა­უ­დობ­დით, რო­გორც ჩანს, კარს მომ­დგა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე, რაც კი აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ბევ­რად ადრე და­ი­წყო, ვიდ­რე ტრა­დი­ცი­უ­ლად იყე­ნებ­და. ჩვენ ძა­ლი­ან მწვა­ვე რე­ა­გი­რე­ბა გვექ­ნე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ გა­უს­წორ­დნენ უმო­წყა­ლოდ ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ შარ­შან, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ამ სო­ფელ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა და ერ­თგვა­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მათ მი­მართ",- გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­მის ფაქ­ტზე საქ­მე აღიძ­რა, მაგ­რამ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არა­ვი­ნაა მი­ცე­მუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნიკა მელია - ახალციხეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსმა და გამგეობის თანამშრომლებმა ენმ-ს 3 წევრი სასტიკად სცემეს

ნიკა მელია - ახალციხეში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ბიუროს უფროსმა და გამგეობის თანამშრომლებმა ენმ-ს 3 წევრი სასტიკად სცემეს

"ქართულმა ოცნებამ" სამწუხაროდ წინასაარჩევნო კამპანია იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დაიწყო, რომელსაც ის უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში იყენებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, გუბერნიის და გამგეობის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ამავე რაიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის ბიუროს უფროსმა ზაზა გელაძემ და გამგეობის და გუბერნიის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს ჩვენი წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე, მისი 80 წლის მამა ნოდარ კაპანაძე და 23 წლის შვილი ზურაბ კაპანაძე. 23 წლის ბიჭი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ქართულმა ოცნებამ" სამწუხაროდ დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია იმ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, რომელსაც ის იყენებს უკანასკნელი არჩევნების განმავლობაში. რასაც ვვარაუდობდით, როგორც ჩანს, კარს მომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება ყველაზე მძიმე, რაც კი აქამდე ჩატარებულა და ამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ტრადიციულად იყენებდა. ჩვენ ძალიან მწვავე რეაგირება გვექნება ყოველივე ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაუსწორდნენ უმოწყალოდ ამ ადამიანებს, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნები ამ სოფელში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა და ერთგვარი ანგარიშსწორება განახორციელეს მათ მიმართ",- განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე ინფორმაციით, ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა, მაგრამ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."