პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას
როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას

გა­ე­რო-ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდე­ბის ყო­ფილ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თა­თია დო­ლი­ძემ 14 ივ­ლისს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მარ­თუ­ლი "ქარ­თველ­თა მარ­შის" შე­სა­ხებ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა. დო­ლი­ძის პოსტს მარ­შის მო­ნა­წი­ლე­თა და ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მხრი­დან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი უცენ­ზუ­რო, უხამ­სი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტე­ბი ავ­ტო­რებ­მა წა­შა­ლეს, უარ­ყვეს ან გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათი სა­ხე­ლით "ფეიკ" გვერ­დე­ბი­დან შეგ­ნე­ბუ­ლად გავ­რცელ­და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პოს­ტე­ბი, რათა მათი დის­კრი­მი­ნა­ცია მომ­ხდა­რი­ყო. თუმ­ცა, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­მაც, კრი­ტი­კის შემ­დეგ, კი­დევ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი და უცენ­ზუ­რო კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რეს (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად)

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მარ­თულ და­პი­რის­პი­რე­ბას ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახა კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს კო­რექ­ტუ­ლო­ბი­სა და ღირ­სე­უ­ლი ოპო­ნი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს:

"ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე აგ­რე­სი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია აცხა­დებ­დე, რომ იცავ ყვე­ლა­ფერ იმას, რაც ღი­რე­ბუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის - სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ტო­ლე­რან­ტო­ბა, ქა­ლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა და ვაჟ­კა­ცო­ბა, და რე­ა­ლუ­რად, საქ­ცი­ე­ლით ამას ყვე­ლა­ფერს ზურ­გით უდ­გე­ბო­დე. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა ასე­თი სტი­ლის ოპო­ნი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში.

გან­სხვა­ვე­ბულ, მი­უ­ღე­ბელ აზრს პა­ტივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნა­რი მა­ინც გვქონ­დეს, სა­კუ­თა­რი ისე ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ და და­ვუ­პი­რის­პი­როთ, რომ ადა­მი­ა­ნებს ღირ­სე­ბა არ შე­ვუ­ლა­ხოთ. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა სა­ჯა­რო პირს, პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს - იმოქ­მე­დეთ, ისა­უბ­რეთ და და­უ­პი­რის­პირ­დით ოპო­ნენ­ტებს მო­რა­ლის, ადა­მი­ა­ნო­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის ფარ­გლებ­ში" - ვკი­თხუ­ლობთ კა­ლა­ძის პოს­ტში.

წა­ი­კი­თხეთ: "ვაი თქვენს კა­ცო­ბას!" - თა­თია დო­ლი­ძე "ქარ­თველ­თა მარ­შის" მო­ნა­წი­ლე­თა უხამს კო­მენ­ტა­რებს პა­სუ­ხობს

როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას

როგორ ეხმაურება კახა კალაძე თათია დოლიძისადმი "ქართველთა მარშის" მომხრეების აგრესიას

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილმა წარმომადგენელმა, თათია დოლიძემ 14 ივლისს "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამართული "ქართველთა მარშის" შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და ორგანიზატორების მოთხოვნები გააკრიტიკა. დოლიძის პოსტს მარშის მონაწილეთა და ორგანიზატორთა მხრიდან სოციალურ ქსელებში არაერთი უცენზურო, უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარი მოჰყვა. საზოგადოების მეორე ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, აღნიშნული პოსტები ავტორებმა წაშალეს, უარყვეს ან განაცხადეს, რომ მათი სახელით "ფეიკ" გვერდებიდან შეგნებულად გავრცელდა შეურაცხმყოფელი პოსტები, რათა მათი დისკრიმინაცია მომხდარიყო. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც, კრიტიკის შემდეგ, კიდევ უფრო აგრესიული და უცენზურო კომენტარები დაწერეს (წაიკითხეთ ვრცლად)

სოციალურ ქსელში გამართულ დაპირისპირებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელიც მხარეებს კორექტულობისა და ღირსეული ოპონირებისკენ მოუწოდებს:

"ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში.

განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს - იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში" - ვკითხულობთ კალაძის პოსტში.

წაიკითხეთ: "ვაი თქვენს კაცობას!" - თათია დოლიძე "ქართველთა მარშის" მონაწილეთა უხამს კომენტარებს პასუხობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."