პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან
ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან

სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ოთარ აბე­სა­ძე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა მას ქრთა­მის სა­ხით 3 000 აშშ დო­ლა­რის აღე­ბას ედა­ვე­ბა. ბრა­ლი ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ხეთ ვი­დეო: რას საქ­მი­ა­ნობ­და ოთო აბე­სა­ძე და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე - ახალ­გაზ­რდა ჩი­ნოვ­ნი­კის კრა­ხით დას­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა

28 წლის აბე­სა­ძე პო­ლი­ტი­კა­ში ად­რე­ულ ასაკ­ში ჩა­ერ­თო. რო­გორც თვი­თონ ხში­რად ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, მო­ნა­წი­ლე­ობ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ში, 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის დროს და­ზა­რალ­და კი­დეც. იყო კო­ა­ლი­ცია "ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რის შემ­დე­გაც, პარ­ტი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი წინსვლა. "ოც­ნე­ბას­თან" და­მე­გობ­რე­ბის ამ­ბავს "თა­ი­მერ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აბე­სა­ძე ასე იხ­სე­ნებს:

"პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა სკვერ­თან, ვე­ლო­სი­პე­დით ვსე­ირ­ნობ­დი, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შემ­თხვე­ვით გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც ძაღლს ასე­ირ­ნებ­და… აზ­რე­ბი გავცვა­ლეთ, ვი­ლა­პა­რა­კეთ, "ოც­ნე­ბა­ში" ჩამ­რთო, არ­ჩე­ნე­ბი მო­ვი­გეთ და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი რომ გახ­და, გი­ორ­გიმ თა­ვის მრჩევ­ლად დამ­ნიშ­ნა. ერთი წელი გი­ორ­გის მრჩევ­ლად ვი­მუ­შა­ვე, მერე, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას, მისი ერთ-ერთი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ჩემი და გი­ორ­გის პო­ლი­ტი­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი 27 ოქ­ტომ­ბერს, ანუ მისი გა­მარ­ჯვე­ბის დღეს დამ­თავ­რდა... გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ჩემი ოჯა­ხია, ბევ­რი პრო­ექ­ტი და­ვი­წყე და ვთხო­ვე, აქ დავ­რჩე­ბი, რად­გან მირ­ჩევ­ნია, ის საქ­მე ვა­კე­თო, რაც ვიცი და კარ­გად გა­მომ­დის-მეთ­ქი. გი­ორ­გი­საც კარ­გად ვიც­ნობ და მის ოჯახ­საც, მაგ­რამ სამი წე­ლია, საქ­მი­ა­ნი კვე­თა აღარ მქო­ნია, თუმ­ცა, ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­თვის თბი­ლად და მე­გობ­რუ­ლად ვხვდე­ბით" - ამ­ბობს "თა­ი­მერ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აბე­სა­ძე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, პარ­ტი­ის წევ­რი და აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი აბე­სა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი იყო, ზუს­ტად ერთი წლის წინ კი თით­ქმის 4-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო და­ტო­ვა და თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ამ დრომ­დე მუ­შა­ობ­და, სა­ნამ ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვებ­დნენ.

ოთო აბე­სა­ძე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ხში­რად წერს პო­ლი­ტი­კუ­რად და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად ცხელ თე­მებ­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" საქ­მი­ა­ნო­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს, ოპო­ნენ­ტებს კი მკვეთ­რად ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­ტში მო­იხ­სე­ნი­ებს პოს­ტებ­ში.

ერთ-ერთ პოს­ტში თა­ვად­ვე და­წე­რა, რომ "ოც­ნე­ბის ბიჭს" ეძა­ხი­ან, რაც შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ში ეს ასე გან­მარ­ტა: "ეს "საგ­რი­მი­ო­როს შუტ­კაა". ბოლო დროს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში სტუმ­რო­ბა ხში­რად მი­წევს. ჰოდა, "მა­ესტრო­ში" ვი­ყა­ვი, საგ­რი­მი­ო­რო­ში პრო­დი­უ­სერ­მა შე­მო­ი­ხე­და და ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, უი, "ოც­ნე­ბის" ბიჭი მო­სუ­ლაო და ასე შემ­რჩა "დრიმ ბოის" სა­ხე­ლი".

რაც შე­ე­ხე­ბა აბე­სა­ძის ბრალს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 2017 წლის მა­ის­ში ოთარ აბე­სა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თბი­ლის­ში მდი­ნა­რე მტკვარ­ზე, ტივ­ზე არ­სე­ბუ­ლი კა­ფის და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ნე­ბარ­თვე­ბის, თბი­ლი­სის მე­რი­ის სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და, რის სა­ნაც­ვლო­დაც ქრთა­მის სა­ხით 3000 აშშ დო­ლა­რის გა­დახ­და მო­ი­თხო­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, აბე­სა­ძემ ხსე­ნე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ქო­ნე­ბის და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ში ყვე­ლა სა­კი­თხი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო მის მიერ და ტი­ვის მო­სა­წყო­ბად სა­ჭი­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ეძ­ლოთ უპ­რობ­ლე­მოდ და­ე­წყოთ. ამას­თან, იგი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, რომ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას არ მომ­ხდა­რი­ყო მათი და­ჯა­რი­მე­ბა ქ.თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

გა­მო­ძი­ე­ბა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან

ვინ არის და რატომ დააკავეს 28 წლის ოთარ აბესაძე, რომელსაც "ოცნების ბიჭს" ეძახიან

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. გამოძიება მას ქრთამის სახით 3 000 აშშ დოლარის აღებას ედავება. ბრალი ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო: რას საქმიანობდა ოთო აბესაძე დაპატიმრებამდე - ახალგაზრდა ჩინოვნიკის კრახით დასრულებული წარმატებული კარიერა

28 წლის აბესაძე პოლიტიკაში ადრეულ ასაკში ჩაერთო. როგორც თვითონ ხშირად ამბობს, სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მოწინააღმდეგე იყო, მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში, 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაზარალდა კიდეც. იყო კოალიცია "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რის შემდეგაც, პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მისი თანამდებობრივი წინსვლა. "ოცნებასთან" დამეგობრების ამბავს "თაიმერთან" ინტერვიუში აბესაძე ასე იხსენებს:

"პარლამენტის უკანა სკვერთან, ველოსიპედით ვსეირნობდი, სადაც აბსოლუტურად შემთხვევით გიორგი მარგველაშვილი გავიცანი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა… აზრები გავცვალეთ, ვილაპარაკეთ, "ოცნებაში" ჩამრთო, არჩენები მოვიგეთ და განათლების მინისტრი რომ გახდა, გიორგიმ თავის მრჩევლად დამნიშნა. ერთი წელი გიორგის მრჩევლად ვიმუშავე, მერე, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მისი ერთ-ერთი შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, თუმცა ჩემი და გიორგის პოლიტიკური ვალდებულებები 27 ოქტომბერს, ანუ მისი გამარჯვების დღეს დამთავრდა... განათლების სისტემა ჩემი ოჯახია, ბევრი პროექტი დავიწყე და ვთხოვე, აქ დავრჩები, რადგან მირჩევნია, ის საქმე ვაკეთო, რაც ვიცი და კარგად გამომდის-მეთქი. გიორგისაც კარგად ვიცნობ და მის ოჯახსაც, მაგრამ სამი წელია, საქმიანი კვეთა აღარ მქონია, თუმცა, ერთმანეთს ყოველთვის თბილად და მეგობრულად ვხვდებით" - ამბობს "თაიმერთან" ინტერვიუში აბესაძე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, პარტიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი აბესაძე წლების მანძილზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი იყო, ზუსტად ერთი წლის წინ კი თითქმის 4-წლიანი მუშაობის შემდეგ განათლების სამინისტრო დატოვა და თბილისის მერიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ამ დრომდე მუშაობდა, სანამ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავებდნენ.

ოთო აბესაძე ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ხშირად წერს პოლიტიკურად და საზოგადოებრივად ცხელ თემებზე, "ქართული ოცნების" საქმიანობას დადებითად აფასებს, ოპონენტებს კი მკვეთრად ნეგატიურ კონტექტში მოიხსენიებს პოსტებში.

ერთ-ერთ პოსტში თავადვე დაწერა, რომ "ოცნების ბიჭს" ეძახიან, რაც შემდეგ ინტერვიუში ეს ასე განმარტა: "ეს "საგრიმიოროს შუტკაა". ბოლო დროს ტელევიზიებში სტუმრობა ხშირად მიწევს. ჰოდა, "მაესტროში" ვიყავი, საგრიმიოროში პროდიუსერმა შემოიხედა და ჩაილაპარაკა, უი, "ოცნების" ბიჭი მოსულაო და ასე შემრჩა "დრიმ ბოის" სახელი".

რაც შეეხება აბესაძის ბრალს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."