კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს
რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გეგ­მავს, ყვე­ლა თბი­ლი­სე­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და სურ­ვილ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.

რო­გორც კა­ლა­ძემ მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და, გუნდთან ერ­თად იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ იმუ­შა­ოს, რო­გორც მთლი­ა­ნად ქა­ლა­ქის­თვის, ისე კონ­კრე­ტუ­ლი უბ­ნე­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის­თვის.

"ჩვე­ნი გუნ­დის­თვის ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა იყო და არის ადა­მი­ა­ნი - მთე­ლი თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბით, გან­ცდე­ბით და მო­მავ­ლის იმე­დით - გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვი­ლით. ძა­ლი­ან მალე თი­თო­ე­ულ თბი­ლი­სელს დე­ტა­ლუ­რად გა­გაც­ნობთ იმ პრო­ექ­ტებს და მიზ­ნებს, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ვგეგ­მავთ მო­მა­ვალ­ში, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად თქვენს მო­თხოვ­ნებ­ზე, სურ­ვი­ლებ­ზე თუ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მორ­გე­ბუ­ლი. ჩვენ ვი­ღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას: ვი­მუ­შა­ოთ, რო­გორც მთლი­ა­ნად ქა­ლა­ქის­თვის, ისე კონ­კრე­ტუ­ლად ყვე­ლა უბ­ნის­თვის და პერ­სო­ნა­ლუ­რად თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის­თვის. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ ასა­კის და სქე­სის, იდენ­ტო­ბის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ეროვ­ნე­ბის თუ სარ­წმუ­ნო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა თავს გრძნობ­დეს ამ დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ქა­ლა­ქის ორ­გა­ნულ ნა­წი­ლად. ჩვენ­თან ტო­ლე­რან­ტო­ბა ყო­ველ­თვის იყო აყ­ვა­ნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის ხა­რისხში და სა­ქარ­თვე­ლო ის­ტო­რი­უ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ო­და ამ უნი­კა­ლუ­რო­ბით. ჩემი მი­ზა­ნი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, თბი­ლი­სი ავა­შე­ნოთ ისე, რომ ქა­ლა­ქის წარ­სუ­ლი, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი, ტრა­დი­ცი­ე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­წყმო­დეს ერ­თმა­ნეთს. თბი­ლი­სი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის ქა­ლა­ქია, ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა ეკუთ­ვნით მათ! მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი და ეკო­ლო­გია, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა, პარ­კინ­გი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­დერ­ნი­ზა­ცია - ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა. ქა­ო­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა, ძვე­ლი თბი­ლი­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია- კონ­სერ­ვა­ცია, მშე­ნებ­ლო­ბის ხა­რის­ხის და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნა - ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა! თბი­ლისს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი იერ­სა­ხე,სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხიბ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

წა­იკ­თხეთ: კახი კა­ლა­ძის მი­მარ­თვა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის შემ­დეგ

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გორ­საც "ჩვე­ნი ხე­ლით შევ­ქმნით - თა­ნა­მედ­რო­ვე, ჯან­სა­ღი და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი".

"მოგ­მარ­თავთ ამ ქა­ლა­ქის ყვე­ლა მცხოვ­რებს - მო­დით ერ­თად მო­ვი­პო­ვოთ ეს გა­მარ­ჯვე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მო­გი­წო­დებთ ახალ­გაზ­რდებს: მე თქვე­ნი ძალა და­ვი­ნა­ხე 13 ივ­ნისს სტი­ქი­ის შემ­დგომ დღე­ებ­ში. მე თქვენს ძა­ლას ვხე­დავ თბი­ლი­სურ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, იქ­ნე­ბა ეს სხვა და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თუ უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა და დას­ვე­ნე­ბა. აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბით ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის, სტი­ლის, იერ­სა­ხის, და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ეს რთუ­ლია, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, ზუს­ტად ახალ­გაზ­რდე­ბის ჟი­ნის და აზარ­ტის შე­სა­ფე­რი­სი საქ­მეა. დღემ­დე ქა­ლა­ქის­თვის არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­კეთ­და, რის­თვი­საც და­ვით ნარ­მა­ნი­ას მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვი­თარ­დე­ბა და ჩვენც ბევ­რად უფრო მეტი გვინ­და. ჩვენ გვაქვს კარ­გი ბა­ზი­სი, კარ­გი სას­ტარ­ტო პი­რო­ბა, რათა გარ­დამ­ტე­ხი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სწო­რი და გა­აზ­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ქა­ლა­ქი მო­ვარ­გოთ თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლის ინ­ტე­რესს, თბი­ლი­სი ვაქ­ცი­ოთ თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი ტი­პის ქა­ლა­ქად, სა­დაც ხალ­ხი იცხოვ­რებს უკე­თეს გა­რე­მო­ში. ეს არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვარ მეც ჩემი ოჯა­ხით, რო­მე­ლიც დღეს ჩემ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. ვი­მუ­შა­ოთ, ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ყვე­ლამ ერ­თად და შე­დე­გიც გვექ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი. ჩვე­ნი ოც­ნე­ბის თბი­ლი­სი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გორ­საც ჩვე­ნი ხე­ლით შევ­ქმნით. თა­ნა­მედ­რო­ვე, ჯან­სა­ღი და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი და ჩვენ ამას აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ. თბი­ლი­სი გახ­დე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი. ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა თბი­ლი­სის გა­მარ­ჯვე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად კახა კა­ლა­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა წა­რად­გი­ნა.

რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

რას ჰპირდება კახი კალაძე თბილისელებს

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, პროექტები, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, ყველა თბილისელის საჭიროებასა და სურვილზე იქნება მორგებული.

როგორც კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, გუნდთან ერთად იღებს ვალდებულებას, რომ იმუშაოს, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტული უბნებისა და თითოეული თბილისელისთვის.

"ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი - მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით - გამარჯვების სურვილით. ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომლებიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას: ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ყველა უბნისთვის და პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად ყველა თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად. ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში და საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა ამ უნიკალურობით. ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ავაშენოთ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ! მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია - ჩვენი გამარჯვება იქნება. ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია- კონსერვაცია, მშენებლობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა - ჩვენი გამარჯვება იქნება! თბილისს თავისი უნიკალური იერსახე,საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

წაიკთხეთ: კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

მისივე თქმით, თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც "ჩვენი ხელით შევქმნით - თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი".

"მოგმართავთ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს - მოდით ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მოგიწოდებთ ახალგაზრდებს: მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისს სტიქიის შემდგომ დღეებში. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვა და სხვა აქტივობები, თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა. დღემდე ქალაქისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, რისთვისაც დავით ნარმანიას მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ საზოგადოება ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი გვინდა. ჩვენ გვაქვს კარგი ბაზისი, კარგი სასტარტო პირობა, რათა გარდამტეხი ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი ქალაქის სწორი და გააზრებული განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და ამ საზოგადოების ნაწილი ვარ მეც ჩემი ოჯახით, რომელიც დღეს ჩემთან ერთად იმყოფება. ვიმუშაოთ, ვითანამშრომლოთ ყველამ ერთად და შედეგიც გვექნება ერთობლივი. ჩვენი ოცნების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით. თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."