პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ
 კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ჩვენ ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბით ვაღ­წევ­დით მი­ზანს, ვი­ნა­ი­დან ყო­ველ­თვის ვი­ცო­დით რო­გორ გვე­კე­თე­ბი­ნა ის საქ­მე, რა­საც ხელი მოვ­კი­დეთ და დღე­საც ჩვენ ყვე­ლა, ვინც ვთვლით, რომ თბი­ლისს ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, ვართ ერ­თად, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ, კან­დი­და­ტად მის ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, "2017 წელს ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ და ვიბ­რძო­ლოთ თბი­ლი­სის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის".

"დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდს და მის ლი­დერს, ბა­ტონ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს წარ­დგე­ნის­თვის. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ამ ნდო­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის. ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვია ვიყო წარ­დგე­ნი­ლი თბი­ლი­სის მე­რის პოსტზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი მა­კავ­ში­რებს თბი­ლის­თან, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო, ჩემ­თან ერ­თად ზე­ი­მობ­და გა­მარ­ჯვე­ბას და მე­ფე­რე­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს, რო­მელ­მაც გულ­ში ჩა­მიკ­რა და უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს გა­მარ­ჯვე­ბებ­ში. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად იყო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და ეტა­პობ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა სიმ­ძაფ­რე და გან­ცდა დღემ­დე მომ­ყვე­ბა და დრო ვერ აუ­ფე­რუ­ლებს ამ ემო­ცი­ას. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა და მის­კენ სა­ვა­ლი რთუ­ლი გზე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მყავ­და გვერ­დით გუნ­დი - ფეხ­ბურთში, ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმ­თან ბრძო­ლა­ში, ენერ­გე­ტი­კა­ში! ჩვენ ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბით ვაღ­წევ­დით მი­ზანს , ვი­ნა­ი­დან ყო­ველ­თვის ვი­ცო­დით რო­გორ გვე­კე­თე­ბი­ნა ის საქ­მე, რა­საც ხელი მოვ­კი­დეთ და დღე­საც ჩვენ ყვე­ლა, ვინც ვთვლით, რომ თბი­ლისს ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, ვართ ერ­თად. ჩვენ ერ­თნი ვართ, მე და თქვენ და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ! თბი­ლი­სი გა­ი­მარ­ჯვებს", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხალ­ხი ელო­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბას, რა­ზეც პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მათი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა, შვი­ლე­ბის ჯანმთრე­ლო­ბა, ჯან­სა­ღი გა­რე­მო და კომ­ფორ­ტი.

"2012 წელს, როცა რე­ჟიმ­მა ქვე­ყა­ნა ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა და მხო­ლოდ ძა­ლა­დო­ბა, უკა­ნო­ნო­ბა სუ­ფევ­და ირ­გვლივ. ჩვენ­მა ერ­თო­ბამ და გუნ­დუ­რო­ბამ მო­ი­ტა­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა. 2015 წელს თბი­ლი­სის და­მან­გრე­ვე­ლი სტი­ქია ჩვენ­მა ერ­თო­ბამ გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა, ერ­თად მო­ვი­შუ­შეთ ტრა­გე­დი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი და ახ­ლაც, 2017 წელს ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა დავ­დგეთ ,- ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ თბი­ლი­სის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. ხალ­ხი ელო­დე­ბა გა­ნახ­ლე­ბას, რა­ზეც პირ­და­პირ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მათი ოჯა­ხე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა, შვი­ლე­ბის ჯანმთრე­ლო­ბა, ჯან­სა­ღი გა­რე­მო და კომ­ფორ­ტი", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: კახა კა­ლა­ძის სი­ტყვა, რომ­ლი­თაც მე­რო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის დროს თბი­ლი­სე­ლებს მთაწ­მინ­დის პარკში მი­მარ­თა

კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

 კახი კალაძის მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, კანდიდატად მის ოფიციალურად წარდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, "2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ თბილისის გამარჯვებისთვის".

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მის ლიდერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს წარდგენისთვის. უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ ამ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო წარდგენილი თბილისის მერის პოსტზე. განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში. ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო საპასუხისმგებლო და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთა სიმძაფრე და განცდა დღემდე მომყვება და დრო ვერ აუფერულებს ამ ემოციას. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი გამარჯვება და მისკენ სავალი რთული გზები, მაგრამ ყოველთვის მყავდა გვერდით გუნდი - ფეხბურთში, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში, ენერგეტიკაში! ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს , ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად. ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ! თბილისი გაიმარჯვებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი.

"2012 წელს, როცა რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდ ძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ. ჩვენმა ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. 2015 წელს თბილისის დამანგრეველი სტიქია ჩვენმა ერთობამ გადაგვატანინა, ერთად მოვიშუშეთ ტრაგედიით მიყენებული ჭრილობები და ახლაც, 2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ,- ჩვენ ვიბრძოლებთ თბილისის გამარჯვებისთვის. ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი", - აღნიშნა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძის სიტყვა, რომლითაც მერობის კანდიდატად წარდგენის დროს თბილისელებს მთაწმინდის პარკში მიმართა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."