სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი: "კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია"
გიორგი კვირიკაშვილი: "კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია"

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით არის ზედ­მე­ტად მკაც­რი და სა­ჭი­რო­ებს ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას, ამი­ტომ, თხოვ­ნით მივ­მარ­თავ პარ­ლა­მენტს, დაჩ­ქარ­დეს ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, რათა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის­თვის მა­ინც მო­ვას­წროთ ჰუ­მა­ნუ­რი და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მან ჯგუფ "ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბის სა­კი­თხზე გა­ავ­რცე­ლა.

"მსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის, მი­ხე­ილ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის და გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას საქ­მეს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­ნუხ­რე­ლი დაც­ვა ჩვე­ნი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­ნა­პო­ვა­რია, რომ­ლის­თვის ჩრდი­ლის მი­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ უნდა და­ვუშ­ვათ. ფაქ­ტია, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით არის ზედ­მე­ტად მკაც­რი და სა­ჭი­რო­ებს ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას. ამი­ტომ, თხოვ­ნით მივ­მარ­თავ პარ­ლა­მენტს, დაჩ­ქარ­დეს ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, რათა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის­თვის მა­ინც მო­ვას­წროთ სა­ხეც­ვლი­ლი, ჰუ­მა­ნუ­რი და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა. მინ­და, აგ­რეთ­ვე მივ­მარ­თო ახალ­გაზ­რდო­ბას - ჩვე­ნი მთავ­რო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის მი­მარ­თუ­ლი იმის­კენ, რომ თქვენ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს შე­გიქ­მნათ თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო.

ჩვენ­მა თა­ო­ბამ კარ­გად ვი­ცით და გა­მოვ­ცა­დეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, რო­გო­რი არ უნდა იყოს სის­ტე­მა და მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გვაქვს მი­მარ­თუ­ლი ისე­თი ქვეყ­ნის შე­საქ­მნე­ლად, სა­დაც სი­ტყვის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­როვ­ნუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი იქ­ნე­ბა არა და­პი­რე­ბა, არა­მედ - ფაქ­ტი. არც ერთი ახალ­გაზ­რდა , არც ერთი მო­ქა­ლა­ქე ამ ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო არ დას­ჯი­ლა და არც მო­მა­ვალ­ში დგას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად ამ ორი ახალ­გაზ­რდის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვი­თა­რე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ უმოკ­ლეს ვა­და­ში შე­ის­წავ­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის", - ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

გიორგი კვირიკაშვილი: "კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია"

გიორგი კვირიკაშვილი: "კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით ზედმეტად მკაცრია"

"კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას, ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელიც მან ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავების საკითხზე გაავრცელა.

"მსურს, გამოვეხმაურო ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას საქმეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათ. ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება. მინდა, აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას - ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო.

ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ - ფაქტი. არც ერთი ახალგაზრდა , არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."