სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს
პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

პუ­ტი­ნის "ღა­მის მგლებს" სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის გეგ­მე­ბი ჩა­ე­შა­ლათ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს ბა­ი­კე­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი ეთ­ქვათ. რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ე.წ. ღა­მის მგლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა გუ­შინ, ლარ­სის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან სურ­დათ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია 50-მდე რუს ბა­ი­კერ­ზე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ე.წ. ღა­მის მგლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 მა­ის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პერ­ფორ­მან­სის გა­მარ­თვა ჰქონ­დათ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი.

ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუს ბა­ი­კე­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბო­დათ, რამ­დე­ნი­მე რუ­სულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა. რუ­სულ სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უ­ბარ­ში რამ­დე­ნი­მე ბა­ი­კერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2 მა­ისს, როცა ზემო ლარ­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვლას ცდი­ლობ­დნენ, მე­სა­ზღვრე­ებ­მა მათ პას­პორ­ტებ­ში უა­რის შტამ­პი ჩა­ურ­ტყეს, ისე რომ მათ­თვის მი­ზე­ზი არ აუხ­სნი­ათ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია 50-მდე ბა­ი­კერ­ზე.

რო­გორც რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო იტყო­ბი­ნე­ბა, აკ­რძალ­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ მა­ი­სის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა (სწო­რედ მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში აწყო­ბენ რუსი ბა­ი­კე­რე­ბი ე.წ მო­ტო­გარ­ბენს, რომ­ლის მი­ზა­ნი "ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის" ბერ­ლინ­ში აღ­ნიშ­ვნაა).

გუ­შინ, რუსი ბა­ი­კე­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლო შე­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა:

"რაც შე­ე­ხე­ბა რუს ბა­ი­კე­რებს - "ღა­მის მგლებს", სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ ვი­ზიტ­სა და და­ა­ნონ­სე­ბულ 9 მა­ი­სის აღ­სა­ნიშ­ნავ პერ­ფორ­მან­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ შარ­შან მსგავ­სმა აქ­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე ად­გი­ლი ჰქონ­და გარ­კვე­ულ ინ­ცი­დენ­ტებ­საც. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია "ღა­მის მგლე­ბის" მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სტუმ­რო­ბა და პერ­ფორ­მან­სი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა 9 მა­ი­სის დღე­სას­წა­უ­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბას. ამ­გვა­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში რუსი ბა­ი­კე­რე­ბის სტუმ­რო­ბა არა­სა­სურ­ვე­ლად მიგ­ვაჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არა­ერ­თმა ევ­რო­პულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ, მათ შო­რის პო­ლო­ნეთ­მა არა­ერ­თხელ უთხრა "ღა­მის მგლებს" უარი ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე, თუმ­ცა, ისი­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად მცდე­ლო­ბას მა­ინც გა­ნაგ­რძო­ბენ.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არი­ან "პუ­ტი­ნის მგლე­ბი" და რო­გორ ექ­ცე­ვი­ან მათ სა­ქარ­თვე­ლო­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

პუტინის "ღამის მგლები" საქართველოში არ შემოუშვეს

პუტინის "ღამის მგლებს" საქართველოში შემოსვლის გეგმები ჩაეშალათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში შემოსვლა გუშინ, ლარსის გამშვები პუნქტიდან სურდათ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია 50-მდე რუს ბაიკერზე. როგორც ცნობილია, ე.წ. ღამის მგლებს საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს ბაიკერებს საქართველოში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ, რამდენიმე რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. რუსულ სააგენტოსთან საუბარში რამდენიმე ბაიკერმა აღნიშნა, რომ 2 მაისს, როცა ზემო ლარსიდან საქართველოში გადასვლას ცდილობდნენ, მესაზღვრეებმა მათ პასპორტებში უარის შტამპი ჩაურტყეს, ისე რომ მათთვის მიზეზი არ აუხსნიათ. მათივე ინფორმაციით, საუბარია 50-მდე ბაიკერზე.

როგორც რუსული სააგენტო იტყობინება, აკრძალვა სავარაუდოდ მაისის ბოლომდე გაგრძელდება (სწორედ მაისის პერიოდში აწყობენ რუსი ბაიკერები ე.წ მოტოგარბენს, რომლის მიზანი "ფაშიზმზე გამარჯვების" ბერლინში აღნიშვნაა).

გუშინ, რუსი ბაიკერების საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა:

"რაც შეეხება რუს ბაიკერებს - "ღამის მგლებს", საქართველოში მათ ვიზიტსა და დაანონსებულ 9 მაისის აღსანიშნავ პერფორმანსში მონაწილეობას, გასათვალისწინებელია, რომ შარშან მსგავსმა აქციამ საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა და უკმაყოფილება გამოიწვია, ასევე ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებსაც. ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია "ღამის მგლების" მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი, რაც არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას. ამგვარად, საქართველოში აღნიშნულ პერიოდში რუსი ბაიკერების სტუმრობა არასასურველად მიგვაჩნია", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

აღსანიშნავია,  რომ არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ, მათ შორის პოლონეთმა არაერთხელ უთხრა "ღამის მგლებს" უარი ქვეყანაში შესვლაზე, თუმცა, ისინი ყოველწლიურად მცდელობას მაინც განაგრძობენ.

წაიკითხეთ: ვინ არიან "პუტინის მგლები" და როგორ ექცევიან მათ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."