პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერს, რომელიც 26 წლის შემდეგ პირველად გასაჯაროვდა
ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერს, რომელიც 26 წლის შემდეგ პირველად გასაჯაროვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნილ წე­რილს "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი" აქ­ვეყ­ნებს. წე­რი­ლი 1991 წლის 12 დე­კემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა და ის, 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში იყო და­ცუ­ლი. დო­კუ­მენ­ტმა დღის სი­ნათ­ლე მას შემ­დეგ იხი­ლა, რაც IDFI-ის თხოვ­ნით პარტნი­ორ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბულ­მა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქივ­მა, 2010 წელს გა­მო­ი­თხო­ვა და IDFI-ს გა­დას­ცა აშშ-ის სა­არ­ქი­ვო ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

რო­გორც IDFI-ში აცხა­დე­ბენ, ეს წე­რი­ლი პა­სუ­ხია იმ კრი­ტი­კა­სა და ბრალ­დე­ბებ­ზე, რო­მელ­საც თეთ­რი სახ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­მოთ­ქვამ­და პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მართ. ასე­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ, პრე­ზი­დენტ გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მარ­თვა არის პა­სუ­ხი აშშ-ის იმ საპ­რო­ტეს­ტო ნო­ტა­ზე (დე­მარ­შზე), რო­მე­ლიც 1991 წლის 23 ნო­ემ­ბერს ჩა­ბარ­და სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მივ წარ­მო­მად­გე­ნელს მოს­კოვ­ში და სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე.

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას წე­რი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ჯე­იმს ბე­ი­კერს 12 დე­კემ­ბე­რი 1991:

"თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ,

უკვე მე­ო­რედ აშშ-ის სა­ელ­ჩო მოს­კოვ­ში, პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის ბა­ტონ ზ. გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მარ­თვას თქვენ­და­მი. ჩვენ ამას ვხსნით, თქვე­ნი, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა­ში სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. თუმ­ცა მტკი­ცედ გვჯე­რა, რომ შე­უქ­ცე­ვა­დი ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად, თქვე­ნი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბა გად­მო­ი­ნაც­ვლებს კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის­კენ, რო­მე­ლიც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ესა­ზღვრე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთს, და სა­დაც ხან­გრძლი­ვი იმ­პე­რი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, ჩვენ მი­ვი­ღეთ არა­ნაკ­ლებ და­ძა­ბუ­ლი და ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში ვი­თა­რე­ბა. კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­მა უკვე გა­მო­ა­ცხა­დეს თა­ვი­ან­თი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა, და პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ იმ­პე­რი­უ­ლი ცენ­ტრი ცდი­ლობს ითა­მა­შოს მათ შო­რის ნე­იტ­რა­ლუ­რი არ­ბიტ­რის როლი. ეს არის ის ცენ­ტრი, რომ­ლის დე­ზინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა ასე ძლი­ერ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ჩვენ მტკი­ცედ გვწამს, რომ არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან პო­ლი­ტი­კურ ლი­დერს არ შე­უძ­ლია ამ ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სის უკან შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა.

თქვენს წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბა კმა­ყო­ფი­ლია იმ ფაქ­ტით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა დამ­შვიდ­და, და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხემ დი­დად იკლო. ნება მო­მე­ცით, და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ეს დიდ­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის, ბა­ტონ ზ. გამ­სა­ხურ­დი­ას უნა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, დი­ა­ლო­გი­სა და კომ­პრო­მი­სის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც ლე­გი­ტი­მუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ასეთ ელე­მენ­ტებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და.

ჩვენ გვსურს გაც­ნო­ბოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ონ­ში პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებ­ში, რო­გორც წესი, მო­იხ­სე­ნე­ბა, მსგავს მშვი­დო­ბი­ან მიდ­გო­მას იყე­ნებს. ეს კონ­ფლიქ­ტი, თა­ვად ოსე­ბის­ვე გან­ცხა­დე­ბით, არის პო­ლი­ტი­კუ­რი და არა ეთ­ნი­კუ­რი. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ოსე­ბი არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, არა­მედ სურთ, რომ ძი­რძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რია გა­ა­ერ­თი­ა­ნონ ახალ საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან და ამ მიზ­ნის­თვის სა­კუ­თარ და საბ­ჭო­თა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს იყე­ნე­ბენ. ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თქვენს წე­რილ­ში გა­მოთ­ქმულ, არ­სე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი გზე­ბით შეც­ვლის მი­უ­ღებ­ლო­ბის პრინ­ციპს.

წე­რილ­ში ნახ­სე­ნე­ბია ქარ­თვე­ლე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი ოსე­ბი, თუმ­ცა წე­რი­ლი არა­ფერს ამ­ბობს იმ ქარ­თვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მოკ­ლუ­ლი, ბარ­ბა­რო­სუ­ლად ნა­წა­მე­ბი და და­სა­ხიჩ­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ ოსე­ბის მიერ; არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი 20 ათას ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც ოსი ექ­სტრე­მის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში დევ­ნი­ლე­ბად იქ­ცნენ; არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი საბ­ჭო­თა არ­მი­ის მიერ და­ბომ­ბილ ქარ­თულ სოფ­ლებ­ზე: ნი­ქოზ­ზე, ერედვ­ზე და ა.შ. და იმ ავ­ღა­ნურ ტაქ­ტი­კა­ზე, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა ში­ნა­გა­ნი ჯარი იყე­ნებს მშვი­დო­ბი­ა­ნი ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის (სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­მა­ჩაბ­ლო) ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია და­იც­ვას თა­ვი­სი მიწა და ინ­ტე­რე­სე­ბი. თუმ­ცა, ჩვენ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ, რომ კრი­ზი­სის მშვი­დო­ბი­ან გა­და­წყვე­ტას ვემ­ხრო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს წუ­ხილს ოპო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბულ ლი­დე­რებ­ზე, გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ რო­გორც სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვყავს ლე­გა­ლუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია. მას აქვს ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზრი, რო­მე­ლიც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბოს­გან გან­სხვავ­დე­ბა, არა მარ­ტო პარ­ლა­მენ­ტში, არა­მედ მა­სობ­რივ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში. მე­ო­რე მხრივ, თქვენს წე­რილ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რომ­ლე­ბიც არ ცნო­ბენ რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და უარს აცხა­დე­ბენ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­თა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, და­რე­გის­ტრირ­დნენ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად. სა­და­ვო არ უნდა იყოს, რომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია ანა­ლო­გი­უ­რია ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ი­სა. ბა­ტო­ნე­ბი გ. ჭან­ტუ­რია და გ. ხა­ინ­დრა­ვა და­პა­ტიმ­რე­ბულ­ნი იქ­ნენ არა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, არა­მედ მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბი­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ექ­სცე­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ყველ­გან კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა (ამ პი­როვ­ნე­ბე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბულ თავ­დას­ხმებს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა).

გვსურს გაც­ნო­ბოთ, რომ მოვ­ლე­ნე­ბი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად მსგავ­სი სცე­ნა­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­ა­ლო­ბა­ში ეს ნიშ­ნავს იმ­პე­რი­ის მიერ რეს­პუბ­ლი­კებ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ნელი მოქ­მე­დე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეთ­ნი­კუ­რი ნაღ­მე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ კვლავ გვი­წევს იმის აღ­ნიშ­ვნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა, რო­მელ­მაც ჩა­ა­ტა­რა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი. ზე­მოთ თქმუ­ლი­დან ცალ­სა­ხაა, რომ თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბის კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას­თან, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია.

სამ­წუ­ხა­როა, რომ თქვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოთ, იდენ­ტუ­რია ცენ­ტრი­სა და ე.წ. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რუ­სე­თის, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია თქვას უარი იმ­პე­რი­ულ ამ­ბი­ცი­ებ­ზე.

ბო­ლოს, ჩვენ გვჯე­რა, რომ უმოკ­ლე­სი გზა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად, არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სუ­ბი­ექ­ტად ცნო­ბა, რო­მე­ლიც გარ­და­უ­ვალს გახ­დის ჰელ­სინ­კის სა­ბო­ლოო აქ­ტის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცი­ი­სა და პა­რი­ზის ქარ­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე, კერ­ძოდ, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბი­სა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხე­ბი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ პირ­ვე­ლი წე­რი­ლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად შე­უ­ერ­თდეს ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და შე­სა­ბა­მი­სად, მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი ფორ­მა­ლუ­რია.

თუმ­ცა ჩვე­ნი სწრაფ­ვა, რომ კავ­კა­სია ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის­გან თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნად გა­მო­ცხად­დეს, ეჭ­ვის ქვეშ არ უნდა დად­გეს. აშშ-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა, რა თქმა უნდა, გა­და­წყვეტ­და ამ პრობ­ლე­მებს. შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, თა­ვის მხრივ, მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და უსაფრ­თხო­ე­ბის ას­პექ­ტებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნი­სა. ნება მო­მე­ცით, აგ­რეთ­ვე და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ეს იქ­ნე­ბა შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბის, ახ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ო­სად­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, გან­მტკი­ცე­ბის გა­რან­ტია. ჩვენ, და­საშ­ვე­ბად მიგ­ვაჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კელ დამ­კვირ­ვე­ბელ­თა გა­მოგ­ზავ­ნა, რომ­ლე­ბიც საკ­მა­რი­სად დიდი დრო­ით დარ­ჩე­ბი­ან, რათა შე­ა­ფა­სონ რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ სფე­რო­ებ­ში. ნება მო­მე­ცით, და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ არ გქონ­დეთ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მელ­საც იმ­პე­რი­უ­ლი მე­დია და დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი გაწ­ვდი­ან თქვენ.

თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ, მე კვლავ ვი­ყე­ნებ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რათა მო­გიწ­ვი­ოთ თქვენ ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და კონ­გრე­სის ნე­ბის­მი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მის გან­სა­ხილ­ვე­ლად და ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბის და­სა­გეგ­მა­ვად".

წა­ი­კი­თხეთ ეს და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბი ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბით ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" მა­ი­სის ნო­მერ­ში

ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერს, რომელიც 26 წლის შემდეგ პირველად გასაჯაროვდა

ზვიად გამსახურდიას წერილი ჯეიმს ბეიკერს, რომელიც 26 წლის შემდეგ პირველად გასაჯაროვდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილს "ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" აქვეყნებს. წერილი 1991 წლის 12 დეკემბრით თარიღდება და ის, 26 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში იყო დაცული. დოკუმენტმა დღის სინათლე მას შემდეგ იხილა, რაც IDFI-ის თხოვნით პარტნიორმა ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა, 2010 წელს გამოითხოვა და IDFI-ს გადასცა აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც IDFI-ში აცხადებენ, ეს წერილი პასუხია იმ კრიტიკასა და ბრალდებებზე, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გამოთქვამდა პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ. ასევე სავარაუდოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა არის პასუხი აშშ-ის იმ საპროტესტო ნოტაზე (დემარშზე), რომელიც 1991 წლის 23 ნოემბერს ჩაბარდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს მოსკოვში და სადაც საუბარი იყო საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე.

ზვიად გამსახურდიას წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს 12 დეკემბერი 1991:

"თქვენო აღმატებულებავ,

უკვე მეორედ აშშ-ის საელჩო მოსკოვში, პასუხობს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონ ზ. გამსახურდიას მიმართვას თქვენდამი. ჩვენ ამას ვხსნით, თქვენი, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში სრული ჩართულობით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში. თუმცა მტკიცედ გვჯერა, რომ შეუქცევადი ისტორიული პროცესების შედეგად, თქვენი და საერთაშორისო ყურადღება გადმოინაცვლებს კავკასიის რეგიონისკენ, რომელიც გეოგრაფიულად ესაზღვრება ახლო აღმოსავლეთს, და სადაც ხანგრძლივი იმპერიული პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივიღეთ არანაკლებ დაძაბული და ფეთქებადსაშიში ვითარება. კავკასიის რეგიონის ქვეყნებმა უკვე გამოაცხადეს თავიანთი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, და პარადოქსულია, რომ იმპერიული ცენტრი ცდილობს ითამაშოს მათ შორის ნეიტრალური არბიტრის როლი. ეს არის ის ცენტრი, რომლის დეზინტეგრაციას შეერთებული შტატების მთავრობა ასე ძლიერ ეწინააღმდეგება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ არც ერთ ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ლიდერს არ შეუძლია ამ ისტორიული პროცესის უკან შემოტრიალება.

თქვენს წერილში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება დამშვიდდა, და ძალის გამოყენების საფრთხემ დიდად იკლო. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ეს დიდწილად საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის, ბატონ ზ. გამსახურდიას უნარის დამსახურებაა, ჩაეტარებინა მოლაპარაკებები, დიალოგისა და კომპრომისის საფუძველზე შეიარაღებულ ოპოზიციასთან, რომელიც ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ასეთ ელემენტებს შეიარაღებული ძალებით დაუპირისპირდებოდა.

ჩვენ გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში, როგორც წესი, მოიხსენება, მსგავს მშვიდობიან მიდგომას იყენებს. ეს კონფლიქტი, თავად ოსებისვე განცხადებით, არის პოლიტიკური და არა ეთნიკური. ნიშანდობლივია, რომ ოსები არ აპროტესტებენ ქართველების მხრიდან დისკრიმინაციას, არამედ სურთ, რომ ძირძველი ქართული ტერიტორია გააერთიანონ ახალ საბჭოთა კავშირთან ან რუსეთის ფედერაციასთან და ამ მიზნისთვის საკუთარ და საბჭოთა შეიარაღებულ ძალებს იყენებენ. ეს ეწინააღმდეგება თქვენს წერილში გამოთქმულ, არსებული საზღვრების ძალისმიერი გზებით შეცვლის მიუღებლობის პრინციპს.

წერილში ნახსენებია ქართველების მიერ მოკლული ოსები, თუმცა წერილი არაფერს ამბობს იმ ქართველებზე, რომლებიც მოკლული, ბარბაროსულად ნაწამები და დასახიჩრებულნი იყვნენ ოსების მიერ; არაფერია ნათქვამი 20 ათას ადამიანზე, რომლებიც ოსი ექსტრემისტების დამსახურებით საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ; არაფერია ნათქვამი საბჭოთა არმიის მიერ დაბომბილ ქართულ სოფლებზე: ნიქოზზე, ერედვზე და ა.შ. და იმ ავღანურ ტაქტიკაზე, რომელსაც საბჭოთა შინაგანი ჯარი იყენებს მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სინამდვილეში სამაჩაბლო) ქართული მოსახლეობა იძულებულია დაიცვას თავისი მიწა და ინტერესები. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას ვემხრობით.

რაც შეეხება თქვენს წუხილს ოპოზიციის დაკავებულ ლიდერებზე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ როგორც სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, საქართველოში გვყავს ლეგალური საპარლამენტო ოპოზიცია. მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი აზრი, რომელიც სახელისუფლებოსგან განსხვავდება, არა მარტო პარლამენტში, არამედ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მეორე მხრივ, თქვენს წერილში დასახელებული პიროვნებები წარმოადგენენ შეიარაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს, რომლებიც არ ცნობენ რესპუბლიკის კონსტიტუციასა და ხელისუფლებას, და უარს აცხადებენ პოლიტიკურ პარტიათა კანონის შესაბამისად, დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ პარტიად. სადავო არ უნდა იყოს, რომ ჩვენი პოზიცია ანალოგიურია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მთავრობის პოზიციისა. ბატონები გ. ჭანტურია და გ. ხაინდრავა დაპატიმრებულნი იქნენ არა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ მასობრივი არეულობისა და შეიარაღებული ექსცესების ორგანიზებისთვის, რომელიც ყველგან კრიმინალურ ქმედებად განიხილება (ამ პიროვნებების მიერ სახელმწიფო უწყებებზე ორგანიზებულ თავდასხმებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა).

გვსურს გაცნობოთ, რომ მოვლენები საბჭოთა კავშირში მეტ-ნაკლებად მსგავსი სცენარით მიმდინარეობს. რეალობაში ეს ნიშნავს იმპერიის მიერ რესპუბლიკებში ჩადებული ნელი მოქმედების პოლიტიკური და ეთნიკური ნაღმების გააქტიურებას. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ საქართველო იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც ჩაატარა დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები და ჩამოაყალიბა დემოკრატიული სახელმწიფო უწყებები. ზემოთ თქმულიდან ცალსახაა, რომ თქვენი მოთხოვნების კავშირი საქართველოში არსებულ ობიექტურ რეალობასთან, არაადეკვატურია.

სამწუხაროა, რომ თქვენი მცდელობები, საქართველოზე ეკონომიკური გავლენა მოახდინოთ, იდენტურია ცენტრისა და ე.წ. დემოკრატიული რუსეთის, რომელსაც არ შეუძლია თქვას უარი იმპერიულ ამბიციებზე.

ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ უმოკლესი გზა ზემოთ ხსენებული პრობლემების მოსაგვარებლად, არის საქართველოს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ცნობა, რომელიც გარდაუვალს გახდის ჰელსინკის საბოლოო აქტის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და პარიზის ქარტიის პრინციპების საქართველოში რეალიზაციას. იგივე შეიძლება ითქვას უსაფრთხოების პრობლემებზე, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების საკითხები. როგორც მოგეხსენებათ პირველი წერილიდან, საქართველოს შეუძლია მხოლოდ ფორმალურად შეუერთდეს ამ ხელშეკრულებებს და შესაბამისად, მისი ვალდებულება საერთაშორისო საზოგადოებისადმი ფორმალურია.

თუმცა ჩვენი სწრაფვა, რომ კავკასია ბირთვული იარაღისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდეს, ეჭვის ქვეშ არ უნდა დადგეს. აშშ-ის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, რა თქმა უნდა, გადაწყვეტდა ამ პრობლემებს. შეერთებულ შტატებს, თავის მხრივ, მეტი შესაძლებლობა ექნებოდა კავკასიის რეგიონში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების ასპექტებზე გავლენის მოხდენისა. ნება მომეცით, აგრეთვე დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება შიდა სტაბილურობის, ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საქართველოს, დანარჩენი მსოფლიოსადმი ვალდებულებების, განმტკიცების გარანტია. ჩვენ, დასაშვებად მიგვაჩნია საქართველოში ამერიკელ დამკვირვებელთა გამოგზავნა, რომლებიც საკმარისად დიდი დროით დარჩებიან, რათა შეაფასონ რეალური სიტუაცია ზემოთ მოყვანილ სფეროებში. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ეს შესაძლებლობას მოგცემთ არ გქონდეთ დამახინჯებული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც იმპერიული მედია და დღევანდელი საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკური ოპონენტები გაწვდიან თქვენ.

თქვენო აღმატებულებავ, მე კვლავ ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა მოგიწვიოთ თქვენ ან ადმინისტრაციისა და კონგრესის ნებისმიერი წარმომადგენელი, ნებისმიერი პრობლემის განსახილველად და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზების დასაგეგმავად".

წაიკითხეთ ეს და სხვა საინტერესო სტატიები ისტორიულ-შემეცნებით ჟურნალ "ისტორიანის" მაისის ნომერში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."