საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის - "ნაცმოძრაობა"
 მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის - "ნაცმოძრაობა"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი თორ­ნი­კე ბი­კაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძე თბი­ლი­სის მერს 2016 წლის 12 იან­ვარს "სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბის" ფარ­გლებ­ში გა­და­რი­ცხუ­ლი 6 000 ლა­რის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ და კო­რუფ­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს, სტუ­დენ­ტის ოჯა­ხი, რო­მელ­საც მე­რი­ამ თან­ხა გა­და­უ­რი­ცხა, არას­დროს ყო­ფი­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი.

თორ­ნი­კე ბი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სტუ­დენ­ტის დედა მუ­შა­ობს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვად სტუ­დენ­ტი კი სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

"მი­უ­ხე­და­ვად და­ვით ნარ­მა­ნი­ას რე­პუ­ტა­ცი­ი­სა, მისი მიდ­რე­კი­ლე­ბი­სა კო­რუფ­ცი­ა­სა და თან­ხე­ბის არა­მიზ­ნო­ბი­ვად ხარ­ჯვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რო­რის შვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბის შემ­დეგ ალ­ბათ არა­ვინ ელო­და, რომ მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონდს იგი კვლავ გა­მო­ი­ყე­ნებ­და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. 2016 წლის 12 იან­ვარს, მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­და­რი­ცხუ­ლია 6 000 ლარი თით­ქოს და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის და­სა­ფა­რად, რომ­ლის მშო­ბე­ლიც მუ­შა­ობს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვად სტუ­დენ­ტი კი რო­გორც მისი "ფე­ის­ბუ­ქი­დან" ირ­კვე­ვა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია" - გა­ნა­ცხა­და თორ­ნი­კე ბი­კაშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, და­ვით ნარ­მა­ნი­ას თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი ჰგო­ნია "სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფული", რის გა­მოც შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ.

"სამ­წუ­ხა­როდ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ დღემ­დე ვერ გა­ი­გო, რომ არ შე­იძ­ლე­ბა თან­ხე­ბი ფლან­გო მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ასი­ა­მოვ­ნო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გა­ამ­დიდ­რო კვლავ და კვლავ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა გვაქვს, როცა ერთი მხრივ, უარს ეუბ­ნე­ბი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს ელე­მენ­ტა­რუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა­ზე, ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, მრა­ვალ ათას სტუ­დენტს, რო­მელ­საც სტა­ტუ­სი აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი უარს ეუბ­ნე­ბი­ან დახ­მა­რე­ბა­ზე და ამ დროს, მე­ო­რე მხრივ, მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მო­ყო­ფი­ლია თან­ხა სტუ­დენ­ტის­თვის თით­ქოს, ის არის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ამ სტუ­დენ­ტის ოჯა­ხი არას­დროსდ არ ყო­ფი­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ნა­დი­რა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რის, ლე­ო­ნიდ გერ­გე­და­ვას შვილს პა­რიზ­ში სწავ­ლის მიზ­ნით, ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი და­უ­ფი­ნან­სა. რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია აცხა­დებ­და, შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა თბი­ლი­სის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას სა­ხელ­ზე გა­მო­ი­ცა. ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მუხ­ლი­დან გა­მო­ი­ყო 5 400 ლარი ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის შვი­ლის სწავ­ლის ხარ­ჯე­ბის­თვის (პრო­კუ­რო­რის შვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე წა­ი­კი­თხეთ ვრცლად აქ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის - "ნაცმოძრაობა"

 მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების ფონდიდან 6 000 ლარი გადაურიცხა სტუდენტს, რომლის ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის - "ნაცმოძრაობა"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები თორნიკე ბიკაშვილი და ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს 2016 წლის 12 იანვარს "სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის" ფარგლებში გადარიცხული 6 000 ლარის გამო აკრიტიკებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის მერიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სტუდენტის ოჯახი, რომელსაც მერიამ თანხა გადაურიცხა, არასდროს ყოფილა სოციალურად დაუცველი.

თორნიკე ბიკაშვილის განცხადებით, სტუდენტის დედა მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

"მიუხედავად დავით ნარმანიას რეპუტაციისა, მისი მიდრეკილებისა კორუფციასა და თანხების არამიზნობივად ხარჯვასთან დაკავშირებით, პროკურორის შვილის დაფინანსების შემდეგ ალბათ არავინ ელოდა, რომ მერიის სარეზერვო ფონდს იგი კვლავ გამოიყენებდა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 2016 წლის 12 იანვარს, მერიის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხულია 6 000 ლარი თითქოს და სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის საფასურის დასაფარად, რომლის მშობელიც მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თავად სტუდენტი კი როგორც მისი "ფეისბუქიდან" ირკვევა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია" - განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით კი, დავით ნარმანიას თბილისის ბიუჯეტი ჰგონია "საკუთარი ჯიბის ფული", რის გამოც შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

"სამწუხაროდ, დავით ნარმანიამ დღემდე ვერ გაიგო, რომ არ შეიძლება თანხები ფლანგო მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნო ბიძინა ივანიშვილს და მხოლოდ იმიტომ, რომ გაამდიდრო კვლავ და კვლავ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები. სამწუხარო რეალობა გვაქვს, როცა ერთი მხრივ, უარს ეუბნებიან სოციალურად დაუცველ ადამიანებს ელემენტარული მედიკამენტების შეძენაზე, ოპერაციების დაფინანსებაზე, მრავალ ათას სტუდენტს, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული უარს ეუბნებიან დახმარებაზე და ამ დროს, მეორე მხრივ, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხა სტუდენტისთვის თითქოს, ის არის სოციალურად დაუცველი. სინამდვილეში კი ამ სტუდენტის ოჯახი არასდროსდ არ ყოფილა სოციალურად დაუცველი", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

იხილეთ ვიდეო

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2016 წლის თებერვალში, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებდა, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზე გამოიცა. ბრძანების მიხედვით, სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოიყო 5 400 ლარი ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელის შვილის სწავლის ხარჯებისთვის (პროკურორის შვილის დაფინანსებაზე წაიკითხეთ ვრცლად აქ)

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."