პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის
"ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ნიკა გვა­რა­მი­ას შო­რის პირ­და­პირ ეთერ­ში კა­მა­თი მოხ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, მათ შო­რის დე­პუ­ტატ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის მიერ ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვი, რომ მო­სა­მარ­თლეს, რო­მელ­საც ნიკა გვა­რა­მია ესა­უბ­რე­ბო­და და იქ მი­ლი­ო­ნებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, მარ­თლაც და­უ­დას­ტურ­და მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბის თუ აქ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნის ფაქ­ტი", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ ეთერ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია ჩა­ერ­თო.

"თქვენ იყა­ვით კლა­სი­კუ­რი გამ­ყიდ­ვე­ლი ად­ვო­კა­ტი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფოს­თან მთე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ფულს იღებ­დით ამა­ში კლი­ნე­ტე­ბის­გან და სა­ხელ­მწი­ფოს­გან, ჩვე­უ­ლებ­რივ სუს-ის აგენ­ტი იყა­ვით", - მი­მარ­თა ნიკა გვა­რა­მი­ამ მდი­ნა­რა­ძეს და დას­ძი­ნა, რომ მდი­ნა­რა­ძეს ეს და­უ­ფას­და და გახ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი.

ნიკა გვა­რა­მი­ას შე­ფა­სე­ბით, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, "არც ად­ვო­კა­ტად ვარ­გა და არც პო­ლი­ტი­კო­სად".

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას მი­მარ­თა, რომ "ქარ­თვე­ლი კა­ცის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას­თან ასე შე­ხე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა".

"ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად, რომ მა­ყუ­რე­ბელს პა­ტი­ვი ვცე და შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე არ გა­და­ვი­დე. თუ შე­იძ­ლე­ბა, როცა სი­მარ­თლეს მო­ის­მენთ, ასეთ გა­მოხ­ტო­მებს თავი და­ა­ნე­ბეთ", - მი­მარ­თა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ნიკა გვა­რა­მი­ას.

"რა უნდა მამ­ხი­ლოთ, თქვენ ორუ­ჯრე­დი­ა­ნი ხართ, ორ­ჯერ ორი არ გეს­მით იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში, თქვენ რა უნდა მამ­ხი­ლოთ?" - უთხრა გვა­რა­მი­ამ მდი­ნა­რა­ძეს.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს რამ­დენ­ჯერ­მე მო­უ­წო­და, რომ თუ არ მოს­წონ­და, ეთე­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი აცხა­დებს, რომ ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­უ­ბა­რი არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას მის­ცა. ნიკა გვა­რა­მია აცხა­დებს, რომ მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის საქ­მე­ში არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, "აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოხ­ტო­მა" იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ სი­მარ­თლე არის ძა­ლი­ან მწა­რე.

"ჩვენ ვი­ცით წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა ბა­ტო­ნი გვა­რა­მი­ა­სი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის", - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის გან­მარ­ტე­ბით, რაც შე­ე­ხე­ბა მის პირ­დად გა­მოც­დი­ლე­ბას და იმას, თუ რო­გო­რი ად­ვო­კა­ტი იყო, ეს ბევ­რმა იცის და ამი­ტომ ამა­ზე პა­სუხს არ გას­ცემს.

"ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და რაც არ უნდა შე­ტე­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რაც არ უნდა რთუ­ლი იყოს ჩემ­თვის ამ ეთერ­ში ყოფ­ნა და ასე სა­უ­ბა­რი, მა­ინც შე­ვეც­დე­ბი, რომ ამ მოთ­მი­ნე­ბით, რაც დღეს გა­მო­ვამ­ჟღავ­ნე, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ას ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ჩრდი­ლი არ მი­ა­ყე­ნონ", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ის ნიკა გვა­რა­მი­ა­საც და­ი­ცავს, თუ დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უფ­ლე­ბადმცვე­ლი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის

"ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით" - დაპირისპირება ნიკა გვარამიას და მამუკა მდინარაძეს შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა მდინარაძე მოსამართლეების შესახებ საუბრობდა, მათ შორის დეპუტატმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ ქონების შეძენის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

"გუშინ გახდა ცნობილი ამბავი, რომ მოსამართლეს, რომელსაც ნიკა გვარამია ესაუბრებოდა და იქ მილიონებზე იყო საუბარი, მართლაც დაუდასტურდა მილიონიანი ქონების თუ აქტივების შეძენის ფაქტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულის შემდეგ ეთერში ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩაერთო.

"თქვენ იყავით კლასიკური გამყიდველი ადვოკატი, რომელიც თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან მთელი 4 წლის განმავლობაში. ფულს იღებდით ამაში კლინეტებისგან და სახელმწიფოსგან, ჩვეულებრივ სუს-ის აგენტი იყავით", - მიმართა ნიკა გვარამიამ მდინარაძეს და დასძინა, რომ მდინარაძეს ეს დაუფასდა და გახდა "ქართული ოცნების" დეპუტატი.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მამუკა მდინარაძე, "არც ადვოკატად ვარგა და არც პოლიტიკოსად".

მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას მიმართა, რომ "ქართველი კაცის თავმოყვარეობასთან ასე შეხება არ შეიძლება".

"ვცდილობ მაქსიმალურად, რომ მაყურებელს პატივი ვცე და შეურაცხყოფაზე არ გადავიდე. თუ შეიძლება, როცა სიმართლეს მოისმენთ, ასეთ გამოხტომებს თავი დაანებეთ", - მიმართა მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას.

"რა უნდა მამხილოთ, თქვენ ორუჯრედიანი ხართ, ორჯერ ორი არ გესმით იურისპრუდენციაში, თქვენ რა უნდა მამხილოთ?" - უთხრა გვარამიამ მდინარაძეს.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მდინარაძეს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ თუ არ მოსწონდა, ეთერი დაეტოვებინა.

ტელეკომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ჩანაწერებში საუბარი არის დამონტაჟებული და აღნიშნული ჩვენება პროკურატურას მისცა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანის საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, "აღნიშნული გამოხტომა" იყო მხოლოდ და მხოლოდ იმის დადასტურება, რომ სიმართლე არის ძალიან მწარე.

"ჩვენ ვიცით წარსულის გამოცდილება ბატონი გვარამიასი, მისი პოლიტიკური გუნდის", - აღნიშნა მდინარაძემ.

დეპუტატის განმარტებით, რაც შეეხება მის პირდად გამოცდილებას და იმას, თუ როგორი ადვოკატი იყო, ეს ბევრმა იცის და ამიტომ ამაზე პასუხს არ გასცემს.

"ამ ქვეყანაში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და რაც არ უნდა შეტევები განახორციელონ, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ამ ეთერში ყოფნა და ასე საუბარი, მაინც შევეცდები, რომ ამ მოთმინებით, რაც დღეს გამოვამჟღავნე, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, ჩვენი სამშობლოს დემოკრატიას ასეთმა ადამიანებმა ჩრდილი არ მიაყენონ", - განაცხადა მდინარაძემ და დასძინა, რომ ის ნიკა გვარამიასაც დაიცავს, თუ დასჭირდება, რადგან 11 წლის განმავლობაში უფლებადმცველი იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."