პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Українська революція: "მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეებს აშანტაჟებს"
Українська революція: "მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეებს აშანტაჟებს"

სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­ცე­მა Українська революція-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ი­პო­ვეს მი­მო­წე­რა, რო­მე­ლიც ოდე­სის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და უკ­რა­ი­ნის გენპ­რო­კუ­რო­რის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძეს შო­რის შედ­გა. სა­ი­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი-საყ­ვა­რე­ლი­ძის სტე­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წერს ორ ენა­ზე - რუ­სუ­ლად და ქარ­თუ­ლად აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს "ვა­ი­ბერ­ში" მი­მო­წე­რის სქ­რი­ნებს, რო­მე­ლიც მათი მტკი­ცე­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­სა და საყ­ვა­რე­ლი­ძეს შო­რის შედ­გა. დი­ა­ლო­გი ეხე­ბა ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ გია ცერ­ცვა­ძის საქ­მეს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ცერ­ცვა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და რა წინსვლა აქვს ამ სა­კი­თხში საყ­ვა­რე­ლი­ძეს.

"მეც ვე­ლა­პა­რა­კე ვი­ღა­ცე­ებს. პი­ა­რის კუ­თხით მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ვაქ­ტი­ურ­დეთ, რომ გი­ვის არ მი­ე­წე­როს ეს ყვე­ლა­ფე­რი. მემ­გო­ნი ვერ გა­ბე­და­ვენ და გა­მო­უშ­ვე­ბენ, ამი­ტომ შენც უნდა გა­მოჩ­ნდე ხში­რად, რომ ჩვენ მი­ვი­წე­როთ ბო­ლომ­დე ცერ­ცვა­ძეს გა­მოშ­ვე­ბა. ისე ეს თემა მა­გა­რი აწია გვა­რა­მი­ამ და კი­დევ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ სტე­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

ამის შემ­დეგ, საყ­ვა­რე­ლი­ძე სა­უ­ბარ­ში ორ გვარს ახ­სე­ნებს, რო­მელ­თაც "თბი­ლის­ში ამა­ნა­თე­ბი გა­ეგ­ზავ­ნათ". მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი - ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძე და პა­ა­ტა ქა­თა­მა­ძე არი­ან, რომ­ლე­ბიც "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"ბი­ჭე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ თბი­ლი­სი­დან. მოკ­ლედ, იმ ალა­ვი­ძეს და ქა­თა­მა­ძეს გა­ეგ­ზავ­ნათ ამა­ნა­თე­ბი და ჩა­ი­ბა­რეს, იქ რო­გორც ვთქვით, და­ვუ­დას­ტუ­რეთ, რომ თქვენ ხართ ჩვე­ნი იმე­დი, მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რად ასეც და ისეც, კა­რი­ე­რუ­ლად ერთი მი­ნის­ტრად, მე­ო­რე თავ­მჯდო­მა­რედ და რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კი არ გე­ვა­ლე­ბათ მოკ­ლედ თემა უნდა აა­ფეთ­ქოთ-თქო. ზე­წო­ლის, თვალ­თვა­ლის, და­ტე­რო­რე­ბის და და­ში­ნე­ბის რე­ჟიმ­ში გვამ­ყო­ფე­ბენ და აღარ ავი­ტანთ ამას­თქო. ოდ­ნავ გა­ახ­მო­ვა­ნეთ და ან თუნ­დაც გა­რეთ გა­მო­ა­ჟო­ნი­ნეთ მაგ ინ­ფორ­მა­ცი­ას და და­ნარ­ჩენს გვა­რა­მია მი­ხე­დავ­სთქო. მა­გა­თი ამ­ბა­ვი ზო­გა­და­დაც ხომ ხე­დავთ წა­სუ­ლია თქო. თან გმი­რე­ბი და ხელ­შე­უ­ხებ­ლე­ბიც გა­მოხ­ვალთთ­ქო. მერე ტე­ლე­ფო­ნი­თაც მი­ვა­ნიშ­ნე, რომ ჩვენ ვართ რომ არ შე­ში­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ. გვა­რა­მი­ა­საც ყვე­ლა­ნა­ი­რად ეი­მე­დე­ბა და თა­ვი­სი ხა­ზით კონ­ტაქ­ტზეა.რაც მთა­ვა­რია, ორი­ვე­ნი ამ უნი­ა­თო­ე­ბის მთავ­რო­ბას ვერ იტა­ნენ და ჩვე­ნი მომ­ხრე­ე­ბი არი­ან. უყუ­რე­ბენ ჩა­მო­ე­შა­ლათ თავ­ზე სა­სა­მარ­თლოც და ისე­დაც ან­გრე­ვენ ქვე­ყა­ნას" - ვკი­თხუ­ლობთ სტე­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წერ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, საყ­ვა­რე­ლი­ძის სი­ტყვებს.

საყ­ვა­რე­ლი­ძე დი­ა­ლოგ­ში კი­დევ ერთ ადა­მი­ანს ასა­ხე­ლებს - სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ხა­ტი­აშ­ვილს:

"ჯერ შე­მად­გენ­ლო­ბაც არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა. რო­გორც კი და­ა­სა­ხე­ლე­ბენ იმა­თაც წა­ვე­მუ­შა­ვე­ბით, ვის­თა­ნაც აზრი აქვს. ვის­თა­ნაც არა და ვინც დაგ­ვა­პა­შო­ლებს, უნდა გა­ვა­შა­ოთ ბო­ლომ­დე. პი­არს გვა­რა­მია მი­ხე­დავ და გა­ა­ფორ­მებს.ეგე­ნი ხომ იცი კი­დევ ღა­მუ­რე­ბი­ვით არი­ან ოღონდ სა­ჯა­როდ არ გა­მო­ა­ჭე­ნო და მიკრო­ფო­ნი არ და­ა­ნა­ხო, ხმას ვერ ამო­ი­ღე­ბენ. ად­ვო­კა­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე ზა­ზაც მზა­დაა, რომ ბო­ლომ­დე გა­და­უ­ა­როს მა­გათ, ენ­ჯე­ო­ე­ბიც მო­მარ­თულ­ნი არი­ან და მოკ­ლედ მთე­ლი ორ­კესტრი ამუ­შავ­დე­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ ჩა­ნა­წერ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, საყ­ვა­რე­ლი­ძის სი­ტყვებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­იტ­ზე uarevo.in.ua მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე სტა­ტია ეძღვნე­ბა. მათ შო­რის არის სტა­ტი­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი ბი­ძის, თე­მურ ალა­სა­ნი­ას კავ­შირ­ზე სი­რი­ა­ში ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან და მოს­ყი­დუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

წყა­რო: uarevo.in.ua

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

Українська революція: "მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეებს აშანტაჟებს"

Українська революція: "მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეებს აშანტაჟებს"

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція-ს ინფორმაციით, მოიპოვეს მიმოწერა, რომელიც ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის გენპროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის შედგა. საიტი სააკაშვილი-საყვარელიძის სტენოგრაფიულ ჩანაწერს ორ ენაზე - რუსულად და ქართულად აქვეყნებს.

გამოცემა ასევე აქვეყნებს "ვაიბერში" მიმოწერის სქრინებს, რომელიც მათი მტკიცებით, სააკაშვილსა და საყვარელიძეს შორის შედგა. დიალოგი ეხება ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეს. სააკაშვილი ინტერესდება, როგორ მიმდინარეობს ცერცვაძის გათავისუფლებაზე მუშაობა და რა წინსვლა აქვს ამ საკითხში საყვარელიძეს.

"მეც ველაპარაკე ვიღაცეებს. პიარის კუთხით მაქსიმალურად უნდა გავაქტიურდეთ, რომ გივის არ მიეწეროს ეს ყველაფერი. მემგონი ვერ გაბედავენ და გამოუშვებენ, ამიტომ შენც უნდა გამოჩნდე ხშირად, რომ ჩვენ მივიწეროთ ბოლომდე ცერცვაძეს გამოშვება. ისე ეს თემა მაგარი აწია გვარამიამ და კიდევ დაგვეხმარება", - ვკითხულობთ სტენოგრაფიულ ჩანაწერში სავარაუდოდ სააკაშვილის სიტყვებს.

ამის შემდეგ, საყვარელიძე საუბარში ორ გვარს ახსენებს, რომელთაც "თბილისში ამანათები გაეგზავნათ". მოხსენიებული პიროვნებები, სავარაუდოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე არიან, რომლებიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავენ.

"ბიჭები ჩამოვიდნენ თბილისიდან. მოკლედ, იმ ალავიძეს და ქათამაძეს გაეგზავნათ ამანათები და ჩაიბარეს, იქ როგორც ვთქვით, დავუდასტურეთ, რომ თქვენ ხართ ჩვენი იმედი, მომავალი გარანტირებული გაქვთ ყველანაირად ასეც და ისეც, კარიერულად ერთი მინისტრად, მეორე თავმჯდომარედ და რაღაც განსაკუთრებული კი არ გევალებათ მოკლედ თემა უნდა ააფეთქოთ-თქო. ზეწოლის, თვალთვალის, დატერორების და დაშინების რეჟიმში გვამყოფებენ და აღარ ავიტანთ ამასთქო. ოდნავ გაახმოვანეთ და ან თუნდაც გარეთ გამოაჟონინეთ მაგ ინფორმაციას და დანარჩენს გვარამია მიხედავსთქო. მაგათი ამბავი ზოგადადაც ხომ ხედავთ წასულია თქო. თან გმირები და ხელშეუხებლებიც გამოხვალთთქო. მერე ტელეფონითაც მივანიშნე, რომ ჩვენ ვართ რომ არ შეშინებულიყვნენ. გვარამიასაც ყველანაირად ეიმედება და თავისი ხაზით კონტაქტზეა.რაც მთავარია, ორივენი ამ უნიათოების მთავრობას ვერ იტანენ და ჩვენი მომხრეები არიან. უყურებენ ჩამოეშალათ თავზე სასამართლოც და ისედაც ანგრევენ ქვეყანას" - ვკითხულობთ სტენოგრაფიულ ჩანაწერში სავარაუდოდ, საყვარელიძის სიტყვებს.

საყვარელიძე დიალოგში კიდევ ერთ ადამიანს ასახელებს - სავარაუდოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს:

"ჯერ შემადგენლობაც არ დასახელებულა. როგორც კი დაასახელებენ იმათაც წავემუშავებით, ვისთანაც აზრი აქვს. ვისთანაც არა და ვინც დაგვაპაშოლებს, უნდა გავაშაოთ ბოლომდე. პიარს გვარამია მიხედავ და გააფორმებს.ეგენი ხომ იცი კიდევ ღამურებივით არიან ოღონდ საჯაროდ არ გამოაჭენო და მიკროფონი არ დაანახო, ხმას ვერ ამოიღებენ. ადვოკატების თავმჯდომარე ზაზაც მზადაა, რომ ბოლომდე გადაუაროს მაგათ, ენჯეოებიც მომართულნი არიან და მოკლედ მთელი ორკესტრი ამუშავდება", - ვკითხულობთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, საყვარელიძის სიტყვებს.

აღსანიშნავია, რომ საიტზე uarevo.in.ua მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სტატია ეძღვნება. მათ შორის არის სტატიები სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას კავშირზე სირიაში იარაღით ვაჭრობასთან და მოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

წყარო: uarevo.in.ua

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."