სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი... იქ დამთავრდა" - რას ამბობს გიგი უგულავა ექს-პრეზიდენტზე 15-წლიანი თანამებრძოლობის შემდეგ
"ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი... იქ დამთავრდა" - რას ამბობს გიგი უგულავა ექს-პრეზიდენტზე 15-წლიანი თანამებრძოლობის შემდეგ

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის დღეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის პრობ­ლე­მა" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

უგუ­ლა­ვამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ლი­დე­რო­ბის ღირ­სი არ არის.

იხი­ლეთ ვი­დეო| რო­დის დამ­თავ­რდა უგუ­ლა­ვას­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი - გა­იხ­სე­ნეთ გა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც ყო­ფილ­მა მერ­მა ყო­ფილ პრე­ზი­დენტს არ აპა­ტია

"არ მიყ­ვარს მი­კიბ-მო­კი­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი, ეს ერთი კვი­რა რა­საც ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან მძი­მე სუ­რა­თი დამ­ხვდა და თუ რამე შან­სი იყო, რომ პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო, მე მაქ­სი­მუმს დავ­დებ­დი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, რომ ეს პარ­ტია გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ეს პარ­ტია არ შე­უქ­მნია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ის იყო ამ პარ­ტი­ის პირ­ვე­ლი თავ­მჯდო­მა­რე, მაგ­რამ ეს პარ­ტია შექ­მნა ძა­ლი­ან ბევ­რმა თა­ვი­სუ­ფალ­მა, ძლი­ერ­მა ადა­მი­ან­მა. ნა­წი­ლი მათ­გა­ნი დღეს ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა, მათ შო­რის პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი.

ეს პარ­ტია შექ­მნა ბევ­რმა თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა, იმი­ტომ, რომ დღეს ებ­რძო­ლო ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­საც 5 მი­ლი­არ­დი აქვს და ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი უზის ჯი­ბე­ში, ნიშ­ნავს იყო თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბუ­ლი. ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის დღეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის პრობ­ლე­მა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის არის ადა­მი­ა­ნუ­რი ტკი­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

თბი­ლი­სის მერ­მა პარ­ტი­ის ერთ-ერთი წევ­რი ლელა ქე­ბუ­რია გა­იხ­სე­ნა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

"მას შემ­დეგ, რაც ლი­დე­რი და ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ლელა ქე­ბუ­რი­ას, რო­მე­ლიც 2013 წლის შემ­დეგ მო­ვი­და პარ­ტი­ა­ში, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ივა­ნიშ­ვი­ლის "ტი­ტუშ­კე­ბი" კვერ­ცხებს და კარ­ტო­ფი­ლებს ის­როდ­ნენ, კორ­ცხელ­ში მუტ­რუ­კებს გა­და­ე­ფა­რა, და­უ­წყებს "პრა­ვე­ბის კა­ჩავს", არ არის ლი­დე­რო­ბის ღირ­სი. ეს ადა­მი­ა­ნი აღარ ას­ხი­ვებს ლი­დე­რო­ბას. მე ამას ვამ­ბობ გუ­ლის ტკი­ვი­ლით, რად­გან ეს არ არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ლი­დე­რო­ბას ას­ხი­ვებ­და, რო­მე­ლიც ხალ­ხს აძ­ლევ­და იმედს 2002 წელს", - აღ­ნიშ­ნა გიგი უგუ­ლა­ვამ.

"როცა შენ სა­კუ­თარ შექ­მნილ, მე­გობ­რებ­თან და მებ­რძო­ლებ­თან შექ­მნილ პარ­ტი­ას და­ან­გრევ, გაქვს კი შენ ამის უფ­ლე­ბა? კი ბა­ტო­ნო, დღეს მას აქვს ამის უფ­ლე­ბა, მე მას­თან პო­ლი­ტი­კურ ჭი­დილ­ში და პო­ლე­მი­კა­ში არ შე­ვალ, რად­გან დღეს ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი და იქ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ უაზ­რო საქ­მე­ე­ბი იქ­ნე­ბა აღ­ძრუ­ლი მას­ზე და ჩვენს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე. მაგ­რამ ამ მა­რაზმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ჩემ­თვის წი­თე­ლი ხაზი იყო, რო­დე­საც მე ზუგ­დი­დის სა­უ­ბა­რი მო­ვის­მი­ნე (2016 წლის დე­კემ­ბე­რი, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვი­დეო ჩარ­თვი­სას თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა), ჩემ­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც 2002 წლი­დან, თუ 1999 წლი­დან მოვ­დი­ვარ, იქ დამ­თავ­რდა.... მან არ და­ტო­ვა 1 პრო­ცენ­ტიც კი ერ­თი­ა­ნო­ბის. დიახ, ამ პარ­ტი­ის დან­გრე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ეს პარ­ტია შექ­მნა", - აღ­ნიშ­ნა გა­მოს­ვლი­სას გიგი უგუ­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი... იქ დამთავრდა" - რას ამბობს გიგი უგულავა ექს-პრეზიდენტზე 15-წლიანი თანამებრძოლობის შემდეგ

"ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი... იქ დამთავრდა" - რას ამბობს გიგი უგულავა ექს-პრეზიდენტზე 15-წლიანი თანამებრძოლობის შემდეგ

"მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა" - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ლიდერობის ღირსი არ არის.

იხილეთ ვიდეო| როდის დამთავრდა უგულავასთვის სააკაშვილი - გაიხსენეთ გამოსვლა, რომელიც ყოფილმა მერმა ყოფილ პრეზიდენტს არ აპატია

"არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი, ეს ერთი კვირა რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და თუ რამე შანსი იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებულიყო, მე მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი.

ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ, რომ დღეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და ყველა სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში, ნიშნავს იყო თავზე ხელაღებული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა, მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის მერმა პარტიის ერთ-ერთი წევრი ლელა ქებურია გაიხსენა და მიხეილ სააკაშვილი მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

"მას შემდეგ, რაც ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლელა ქებურიას, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვიდა პარტიაში, იმ პერიოდში, როცა ივანიშვილის "ტიტუშკები" კვერცხებს და კარტოფილებს ისროდნენ, კორცხელში მუტრუკებს გადაეფარა, დაუწყებს "პრავების კაჩავს", არ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულის ტკივილით, რადგან ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიდერობას ასხივებდა, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

"როცა შენ საკუთარ შექმნილ, მეგობრებთან და მებრძოლებთან შექმნილ პარტიას დაანგრევ, გაქვს კი შენ ამის უფლება? კი ბატონო, დღეს მას აქვს ამის უფლება, მე მასთან პოლიტიკურ ჭიდილში და პოლემიკაში არ შევალ, რადგან დღეს ის არის პოლიტიკური დევნილი და იქნება იქამდე, სანამ უაზრო საქმეები იქნება აღძრული მასზე და ჩვენს თანამებრძოლებზე. მაგრამ ამ მარაზმში მონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც მე ზუგდიდის საუბარი მოვისმინე (2016 წლის დეკემბერი, როცა სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" კონფერენციაზე ვიდეო ჩართვისას თანაპარტიელები გააკრიტიკა), ჩემთვის სააკაშვილი, რომელთან ერთადაც 2002 წლიდან, თუ 1999 წლიდან მოვდივარ, იქ დამთავრდა.... მან არ დატოვა 1 პროცენტიც კი ერთიანობის. დიახ, ამ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი არის ერთადერთი ადამიანი, ადამიანი, რომელმაც ეს პარტია შექმნა", - აღნიშნა გამოსვლისას გიგი უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."