საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაძაბულობის პიკი" "ნაციონალებში": რა სცენარით გადაჯგუფდება საპარლამენტო უმცირესობა
"დაძაბულობის პიკი" "ნაციონალებში": რა სცენარით გადაჯგუფდება საპარლამენტო უმცირესობა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევრ ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. ბო­კე­რია-უგუ­ლა­ვას გუნ­დის წევ­რე­ბი ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან ნიკა მე­ლი­ას გა­და­ყე­ნე­ბას გეგ­მა­ვენ.

რო­გორ ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ მიზ­ნით აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი წე­რი­ლო­ბით 5 პი­რის ხელ­მო­წე­რით მე­ლი­ას ხვალ, 10:00 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში იბა­რებს.

"ეს არის მცდე­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სკა­მე­ბი მა­შინ, როცა მათ და­კარ­გეს პარ­ტი­ის ნდო­ბა. უხერ­ხუ­ლია, როცა ეს ჯგუ­ფი ფა­რი­სევ­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. 20 იან­ვარს მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან ყრი­ლო­ბა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­ა­დას­ტუ­რებს, რომ არა ასე­თი, არა­მედ სა­ხალ­ხო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბაა, სა­დაც ყვე­ლა სა­კი­თხი სა­ჯა­რო­ო­ბი­სა და ამომ­რჩევ­ლის ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის რე­ჟიმ­ში წყდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხვალ, ფრაქ­ცი­ის სხდო­მა­ზე ნიკა მე­ლი­ას თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. რო­გორც ნა­დი­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, ამ სა­კი­თხზე ჩა­ტარ­დე­ბა კენ­ჭისყრა და ფრაქ­ცი­ის წევ­რე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მი­ი­ღე­ბენ. მი­სი­ვე თქმით, თუ ნიკა მე­ლი­ას გა­და­ირ­ჩე­ვენ, ხვალ­ვე ფრაქ­ცი­ის ახალ თავ­მჯდო­მა­რეს აირ­ჩე­ვენ.

"ნიკა მე­ლია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხში­რად იც­ვლის პო­ზი­ცი­ებს. მან ვერ გა­უძ­ლო ვერც ერთ კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბას. მას მერე, რაც ის მი­ე­კედ­ლა მე­ო­რე გუნდს, ვი­თა­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უკი­დუ­რე­სად და­ე­ძა­ბა ამ ორ ჯგუფს და და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ არა­ვის­თვის უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ ფრაქ­ცი­ა­ში ფიქ­რობ­დეს, რომ ასე­თი ლი­დე­რი არ სჭირ­დე­ბათ. ხვალ არის ეს სხდო­მა და­ნიშ­ნუ­ლი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ფრაქ­ცი­ის წევ­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ კენ­ჭისყ­რით და ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით", - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კი­დევ ერთი წევ­რის, და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "პარ­ტი­ის შიგ­ნით უკვე არ­სე­ბი­თად იდე­ო­ლო­გი­უ­რი უთან­ხმო­ე­ბაა და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ფრაქ­ცი­ა­შიც გა­დაჯ­გუ­ფე­ბა მოხ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სი - პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გი­უ­რი, სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­ყო­ფა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა ნიკა მე­ლი­ას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის ფორ­მი­რე­ბის რე­სურ­სი ან რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის დაშ­ლა, დარ­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "ჯერ სუ­რა­თი ბო­ლომ­დე ნა­თე­ლი არ არის".

"ჯერ პრო­ცე­სი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ფიქ­რში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში და ჯერ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ბო­ლომ­დე არ ჩანს. ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და გიგი უგუ­ლა­ვა, რო­მელ­მაც თქვა, რომ თუკი ნა­ხე­ვა­რი პრო­ცენ­ტი არ­სე­ბობს იმი­სა, რომ კონ­ფლიქ­ტი გა­და­წყდეს, ის ამას ეც­დე­ბა. ჯერ სუ­რა­თი ბო­ლომ­დე ნა­თე­ლი არ არის", - აღ­ნიშ­ნა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბულ ნიკა მე­ლი­ას, ის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ცალ­კე სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის ფორ­მი­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ახა­ლი ფრაქ­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა, რაც თა­ვის მხრივ, პარ­ტი­ის გა­ყო­ფის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრაქ­ცი­ას კვლავ ნიკა მე­ლია უხელ­მძღვა­ნე­ლებს და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შევ­ლენ ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი: თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა, კობა ნა­ყო­ფია, რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი. სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მო­მავ­ლოდ ამა­ვე ფრაქ­ცი­ა­ში ვი­ხი­ლავთ ამ­ჟა­მად ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის­თვის" წევ­რებს: - სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილს, რო­მან გი­ცი­რი­ძე­სა და გი­ორ­გი ტუ­ღუშს. ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა ტუ­ღუ­ში არც ერთ ფრაქ­ცი­ა­ში არ შე­ვი­დეს და პარ­ლა­მენ­ტში ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის სტა­ტუ­სით დარ­ჩეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სცე­ნა­რით გა­დაჯ­გუ­ფე­ბის შე­დე­გად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა არ და­იშ­ლე­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბის სტა­ტუსს ბაქ­რა­ძე-ბო­კე­რი­ას ფრთა შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, ნიკა მე­ლია და მისი თა­ნაფ­რაქ­ცი­ე­ლე­ბი კი, პარ­ლა­მენ­ტში ე.წ. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფრაქ­ცი­ის წევ­რე­ბის სტა­ტუ­სით იქ­ნე­ბი­ან.

ამას­თან, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" წა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ლი­დე­რე­ბი უგუ­ლა­ვა-ბო­კე­რია-ბაქ­რა­ძე თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად პარ­ტია "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს" შე­უ­ერ­თდე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტია 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბლოკ­ში იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და ის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტია.

"დაძაბულობის პიკი" "ნაციონალებში": რა სცენარით გადაჯგუფდება საპარლამენტო უმცირესობა

"დაძაბულობის პიკი" "ნაციონალებში": რა სცენარით გადაჯგუფდება საპარლამენტო უმცირესობა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის წევრები ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენებას გეგმავენ.

როგორ ზაზა ბიბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით აღნიშნული ჯგუფი წერილობით 5 პირის ხელმოწერით მელიას ხვალ, 10:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობაში იბარებს.

"ეს არის მცდელობა შეინარჩუნონ სკამები მაშინ, როცა მათ დაკარგეს პარტიის ნდობა. უხერხულია, როცა ეს ჯგუფი ფარისევლურად გვესაუბრება დემოკრატიულ ღირებულებებზე. 20 იანვარს მრავალათასიან ყრილობაზე "ნაციონალური მოძრაობა" დაადასტურებს, რომ არა ასეთი, არამედ სახალხო დემოკრატიული მოძრაობაა, სადაც ყველა საკითხი საჯაროობისა და ამომრჩევლის ნების პატივისცემის რეჟიმში წყდება", - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ხვალ, ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი განიხილება. როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ამ საკითხზე ჩატარდება კენჭისყრა და ფრაქციის წევრები გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებენ. მისივე თქმით, თუ ნიკა მელიას გადაირჩევენ, ხვალვე ფრაქციის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

"ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს. მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას. მას მერე, რაც ის მიეკედლა მეორე გუნდს, ვითარება და ურთიერთობები უკიდურესად დაეძაბა ამ ორ ჯგუფს და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. შესაბამისად, ალბათ არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანების უმრავლესობა ამ ფრაქციაში ფიქრობდეს, რომ ასეთი ლიდერი არ სჭირდებათ. ხვალ არის ეს სხდომა დანიშნული, გადაწყვეტილებას ფრაქციის წევრები მიიღებენ კენჭისყრით და ხმათა უმრავლესობით", - განაცხადა ნადირაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, "პარტიის შიგნით უკვე არსებითად იდეოლოგიური უთანხმოებაა და ბუნებრივია, რომ ფრაქციაშიც გადაჯგუფება მოხდება. მიმდინარეობს სერიოზული პროცესი - პარტიის იდეოლოგიური, სტრატეგიული გაყოფა".

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, აქვს თუ არა ნიკა მელიას დამოუკიდებელი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების რესურსი ან რამდენად მოსალოდნელია, საპარლამენტო უმცირესობის დაშლა, დარჩიაშვილმა განაცხადა, "ჯერ სურათი ბოლომდე ნათელი არ არის".

"ჯერ პროცესი არ დასრულებულა - ადამიანები არიან ფიქრში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჯერ ეს გადაწყვეტილებები ბოლომდე არ ჩანს. ციხიდან გამოვიდა გიგი უგულავა, რომელმაც თქვა, რომ თუკი ნახევარი პროცენტი არსებობს იმისა, რომ კონფლიქტი გადაწყდეს, ის ამას ეცდება. ჯერ სურათი ბოლომდე ნათელი არ არის", - აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება თავმჯდომარეობიდან გადაყენებულ ნიკა მელიას, ის თანამოაზრეებთან ერთად ცალკე საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებისთვის ემზადება. ახალი ფრაქციის ჩამოყალიბება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის შემდეგ იგეგმება, რაც თავის მხრივ, პარტიის გაყოფის პროცესის გაგრძელება იქნება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფრაქციას კვლავ ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში შევლენ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები: თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი. სააგენტოს ინფორმაციით, სამომავლოდ ამავე ფრაქციაში ვიხილავთ ამჟამად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" წევრებს: - სალომე სამადაშვილს, რომან გიცირიძესა და გიორგი ტუღუშს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ტუღუში არც ერთ ფრაქციაში არ შევიდეს და პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩეს.

აღნიშნული სცენარით გადაჯგუფების შედეგად, საპარლამენტო უმცირესობა არ დაიშლება და უმცირესობის სტატუსს ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა შეინარჩუნებს, ნიკა მელია და მისი თანაფრაქციელები კი, პარლამენტში ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქციის წევრების სტატუსით იქნებიან.

ამასთან, როგორც მოსალოდნელია, "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის შემთხვევაში, მისი ლიდერები უგულავა-ბოკერია-ბაქრაძე თანამოაზრეებთან ერთად პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდებიან. აღნიშნული პარტია 8 ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ბლოკში იყო გაერთიანებული და ის კვალიფიციური სუბიექტია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."