ლელა კილაძის პირველი კომენტარი გიგი უგულავას გათავისუფლებაზე

ლელა კილაძის პირველი კომენტარი გიგი უგულავას გათავისუფლებაზე

გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.

Ambebi.ge გიგი უგულავას ყოფილ მეუღლეს ლელა კილაძეს დაუკავშირდა, რომელიც ქალაქის ყოფილი მერის პატიმრობის დროს გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა.

- ქალბატონო ლელა, ელოდით გიგი უგულავას დღეს გათავისუფლებას?

- არ მინდა ამ თემაზე ინტერვიუს მიცემა. უბრალოდ, ვულოცავ მას გათავისუფლებას, ეს ამბავი ძალიან მიხარია.

როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის შესაბამისადაც, თბილისის ყოფილ მერს საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს, ორშაბათს ეწურებოდა. იმის გამო, რომ "პატიმრობის კოდექსის" მიხედვით, პირი პატიმრობის ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა გათავისუფლდეს, ხოლო თუკი ეს დღე უქმე დღეს ემთხვევა, კიდევ უფრო ადრე - სამუშაო დღეს, უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი