Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი საქმიანობის ეს ნაწილი იყო ჩემი სუსტი რგოლი, ამას ვაღიარებ - გიგი უგულავა
ჩემი საქმიანობის ეს ნაწილი იყო ჩემი სუსტი რგოლი, ამას ვაღიარებ - გიგი უგულავა

არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­შიც პრო­კუ­რო­რე­ბის ნა­რა­ტივს ვი­ღებ და არის სა­კი­თხე­ბი, რა­შიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვი­ღებ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საქ­მე­ზე დას­კვნი­თი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას გა­ნა­ცხა­და.

გიგი უგუ­ლა­ვამ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" ხალ­ხი მან და­ა­საქ­მა და ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გა­ურ­ბის, თუმ­ცა, რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა აღიქ­მე­ბო­დეს, რო­გორც მით­ვი­სე­ბა ან გაფ­ლან­გვა.

დას­კვნი­თი სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას უგუ­ლა­ვამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბი­სას არ ჰქო­ნია გან­ზრახ­ვა, რომ ისი­ნი "პარ­ტი­უ­ლე­ბი" ყო­ფი­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა აღი­ა­რა, რომ "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­ში" და­საქ­მე­ბულ­თა ნა­წი­ლი სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ის იყო.

"მე რომ მიზ­ნად და­მე­სა­ხა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­სა და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­მი­ჯვნა, ალ­ბათ ამას რა­ღაც დო­ნემ­დე გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ეს მი­ზა­ნი არ მქო­ნია. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ არ და­ვი­სა­ხე ეს მიზ­ნად და ვერ შევ­ძე­ლი ამის გან­ხორ­ცი­ლე­ბა. ეს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის სუს­ტი რგო­ლი იყო. თუ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ რო­გორც აგი­ტა­ტო­რე­ბი, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგ­რამ ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ არის გაფ­ლან­გვა და მი­თუ­მე­ტეს, არც მით­ვი­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

თბი­ლი­სის ყო­ფილ­მა მერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს, ისე­ვე რო­გორც წინა პე­რი­ო­დებ­ში არ არ­სე­ბობ­და გან­ცდა, რომ სა­ხელ­მწი­ფო და მმარ­თვე­ლი პარ­ტია არის სხვა­დას­ხვა.

"ცუ­დია, რომ არ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა ამ სა­კი­თხებს ბო­ლომ­დე. "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" შე­იძ­ლე­ბა და­ემ­სგავ­სა პარ­ტი­ულ უჯრედს ცო­ტა­თი - არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­შიც პრო­კუ­რო­რე­ბის ნა­რა­ტივს ვი­ღებ და არის სა­კი­თხე­ბი, რა­შიც არ ვი­ღებ კა­ტე­გო­რი­უ­ლად, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ვე­თან­ხმე­ბი მით­ვი­სე­ბას და გაფ­ლან­გვას. არც პი­რა­დი მო­ტი­ვი არ მქო­ნია, არც პი­რა­დი სარ­გე­ბე­ლი არ მი­მი­ღია და მა­ინც არ ვთვლი, რომ წყალ­შია გა­დაყ­რი­ლი ის ფული, რო­მე­ლიც ამ ხალ­ხმა გა­სამ­რჯე­ლოს სა­ხით აიღო", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჩემი საქმიანობის ეს ნაწილი იყო ჩემი სუსტი რგოლი, ამას ვაღიარებ - გიგი უგულავა

ჩემი საქმიანობის ეს ნაწილი იყო ჩემი სუსტი რგოლი, ამას ვაღიარებ - გიგი უგულავა

არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც კატეგორიულად არ ვიღებ, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სააპელაციო სასამართლოში, "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

გიგი უგულავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "თბილსერვის ჯგუფში" ხალხი მან დაასაქმა და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა, როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მითვისება ან გაფლანგვა.

დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უგულავამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანების დასაქმებისას არ ჰქონია განზრახვა, რომ ისინი "პარტიულები" ყოფილიყვნენ, თუმცა აღიარა, რომ "თბილსერვის ჯგუფში" დასაქმებულთა ნაწილი სწორედ ამ კატეგორიის იყო.

"მე რომ მიზნად დამესახა ადმინისტრაციული ორგანოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნა, ალბათ ამას რაღაც დონემდე გავაკეთებდი, მაგრამ ეს მიზანი არ მქონია. ძალიან ვწუხვარ, რომ არ დავისახე ეს მიზნად და ვერ შევძელი ამის განხორცილება. ეს ჩემი საქმიანობის სუსტი რგოლი იყო. თუ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მუშაობენ როგორც აგიტატორები, ეს არის, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გაფლანგვა და მითუმეტეს, არც მითვისება", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილმა მერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ისევე როგორც წინა პერიოდებში არ არსებობდა განცდა, რომ სახელმწიფო და მმართველი პარტია არის სხვადასხვა.

"ცუდია, რომ არ მივაქციე ყურადღება ამ საკითხებს ბოლომდე. "თბილსერვის ჯგუფი" შეიძლება დაემსგავსა პარტიულ უჯრედს ცოტათი - არის საკითხები, რომელშიც პროკურორების ნარატივს ვიღებ და არის საკითხები, რაშიც არ ვიღებ კატეგორიულად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები მითვისებას და გაფლანგვას. არც პირადი მოტივი არ მქონია, არც პირადი სარგებელი არ მიმიღია და მაინც არ ვთვლი, რომ წყალშია გადაყრილი ის ფული, რომელიც ამ ხალხმა გასამრჯელოს სახით აიღო", - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."