პოლიტიკა
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს სესხების გალარების პროგრამა - ფინანსთა სამინისტროს პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე
რას ითვალისწინებს სესხების გალარების პროგრამა - ფინანსთა სამინისტროს პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის ერთჯე­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ბან­კო სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა ერთჯე­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა და მიზ­ნად ისა­ხავს, და­ეხ­მა­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მელ­საც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტით აღე­ბუ­ლი აქვთ სეს­ხი 2015 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე.

"გთა­ვა­ზობთ 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ აშშ დო­ლა­რით გა­ცე­მუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ხში­რად დას­მულ კი­თხვებს.

რას ნიშ­ნავს სა­ბან­კო სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა? - პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი აშშ დო­ლა­რით დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო სეს­ხე­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ლა­რე­ბას, ბანკსა და კლი­ენტს შო­რის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

პროგ­რა­მა არის ერთჯე­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი. პრო­ექტს ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი.

მთავ­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­ღა­ვა­თი­ა­ნი კურ­სით სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის ხარ­ჯე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს მი­აწ­ვდის გა­ლა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აშშ დო­ლარს და მო­ახ­დენს ლა­რის ლიკ­ვი­დო­ბით მხარ­და­ჭე­რას.

პროგ­რა­მა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ბან­კე­ბის მიერ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვას. სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია.

ბან­კე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ აც­ნო­ბონ ყვე­ლა მსეს­ხე­ბელს, რო­მელ­მაც ამ დახ­მა­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოს და შეს­თა­ვა­ზონ მათ თა­ვი­ან­თი პი­რო­ბე­ბი.

მსეს­ხე­ბელს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად გა­და­წყვი­ტოს რო­მელ ბან­კში ურ­ჩევ­ნია სეს­ხის გა­ლა­რე­ბა. ამის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ბან­კი გა­ა­უქ­მებს სეს­ხის წი­ნას­წარ და­ფარ­ვის სა­კო­მი­სი­ოს.

რა ტი­პის სეს­ხებს მო­ი­ცავს გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა? - სუბ­სი­დი­რე­ბა ეხე­ბა 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მულ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ, ფი­ზი­კუ­რი პი­რის აშშ დო­ლა­რის სა­ბან­კო სეს­ხის ძი­რი­თა­დი თან­ხის და­ვა­ლი­ა­ნე­ბას ან მის ნა­წილს (არა უმე­ტეს 100 ათა­სი ლა­რი­სა), რომ­ლის ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 2015 წლის 1 იან­ვრის­თვის არ­სე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი თან­ხის 90%-ს.

მა­გა­ლი­თად, თუ 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მუ­ლი 150 ათა­სი ლა­რის სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2016 წლის 28 ნო­ემ­ბრის­თვის შე­ად­გენს 120 ათას ლარს და სრუ­ლად არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სუბ­სი­დია გავ­რცელ­დე­ბა მხო­ლოდ 100 ათა­სი ლა­რის სეს­ხზე; თუ 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მუ­ლი 80 ათა­სი ლა­რის სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2016 წლის 28 ნო­ემ­ბრის­თვის შე­ად­გენს 70 ათას ლარს და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მხო­ლოდ 60 ათა­სი ლარი, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სუბ­სი­დია გავ­რცელ­დე­ბა მხო­ლოდ 60 ათას ლარ­ზე.

რა­ტომ შე­ირ­ჩა 2015 წლის 1 იან­ვა­რი? - აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მის მი­ზა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ სეს­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბის ტვირ­თის ზრდა, რაც გაც­ვლი­თი კურ­სის ცვლი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. არ­სე­ბუ­ლი გათ­ვლე­ბით, ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს შე­ე­ხო 2015 წლის 1 იან­ვრამ­დე გა­ცე­მულ სეს­ხებს. მათ ვინც უკვე კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ აიღო სეს­ხი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა არ ეხე­ბათ, თუმ­ცა მათ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ბან­კებს მო­ე­ლა­პა­რა­კონ და გა­ა­ლა­რონ სეს­ხე­ბი.

რა პრო­ცენ­ტით გას­ცემს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი გა­ლა­რე­ბულ სესხს? - კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი გა­ლა­რე­ბულ სეს­ხებს გას­ცე­მენ არ­სე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო პრო­ცენ­ტით. მა­გა­ლი­თად, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ლა­რით გა­ცე­მუ­ლი ცვლად პრო­ცენ­ტი­ა­ნი იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სა­ბაზ­რო პრო­ცენ­ტი 10%-ის ფარ­გლებ­შია.

რა კურ­სით მოხ­დე­ბა სეს­ხის გა­ლა­რე­ბა? - სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბა მოხ­დე­ბა გა­ლა­რე­ბის დღეს არ­სე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გაც­ვლით კურსს გა­მოკ­ლე­ბუ­ლი 20 თეთ­რი. მა­გა­ლი­თად, თუ აშშ დო­ლა­რის მი­მართ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გაც­ვლი­თი კურ­სი არის 2.5 ლარი, მა­შინ სეს­ხის გა­ლა­რე­ბა მოხ­დე­ბა 2.3 კურ­სით. კურსთა­შო­რის სხვა­ო­ბა და­ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან.

რო­გორ მოხ­დე­ბა იმ სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა, რო­მელ­თა მო­ცუ­ლო­ბა 100 ათას ლარ­ზე მე­ტია? - ასე­თი სეს­ხის სუბ­სი­დი­რე­ბა მოხ­დე­ბა 100 ათა­სის ფარ­გლებ­ში. ანუ თუ სეს­ხის ნარ­ჩე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის 150 ათა­სი, მოხ­დე­ბა 100 ათა­სის სუბ­სი­დი­რე­ბა. დარ­ჩე­ნი­ლი 50 ათა­სი, მსეს­ხებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ან კვლავ სა­ვა­ლუ­ტო სეს­ხად დარ­ჩე­ბა ან, მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მოხ­დე­ბა მისი გა­ლა­რე­ბაც სუბ­სი­დი­რე­ბის გა­რე­შე.

რო­გორ მოხ­დე­ბა იმ სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბა, რო­მელ­თაც გა­ნი­ცა­დეს რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია (მაგ თან­ხის და­მა­ტე­ბა, ან ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა)? - ასე­თი სეს­ხი ასე­ვე მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ბას, თუმ­ცა მხო­ლოდ ის თან­ხა რო­მე­ლიც 2015 წლის 1 იან­ვრი­სათ­ვის არ­სე­ბულ და­ვა­ლი­ა­ნე­ბის 90%-ია, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს 100 ათა­სი­სა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სეს­ხის სხვა ბან­კში გა­ლა­რე­ბა? - მსეს­ხე­ბელს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სეს­ხი გა­ა­ლა­როს იმ ბან­კში რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მოხ­ვედ­რი­ლი სეს­ხე­ბის­თვის წინმსწრე­ბით და­ფარ­ვის სა­კო­მი­სიო გა­უქ­მდე­ბა.

ეხე­ბა თუ არა სუბ­სი­დია იმ სეს­ხებს, რო­მე­ლიც ლა­რით, ევ­რო­თი ან სხვა ვა­ლუ­ტით იყო გა­ცე­მუ­ლი 2015 წლის 1 იან­ვრის­თვის და მერე მოხ­და მისი გა­დო­ლა­რე­ბა? - 2015 წლის 1 იან­ვრის­თვის სეს­ხი უნდა იყოს მხო­ლოდ აშშ დო­ლა­რით გა­ცე­მუ­ლი. სხვა შემ­თხვე­ვას სუბ­სი­დია არ ეხე­ბა.

მო­ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა გაც­ვლით კურ­სზე და ბან­კე­ბის სა­ვა­ლუ­ტო პო­ზი­ცი­ა­ზე? - სეს­ხე­ბის გა­ლა­რე­ბის­თვის აშშ დო­ლა­რის სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბას ეროვ­ნუ­ლი ბან­კი უშუ­ა­ლოდ მი­აწ­ვდის კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას არც გაც­ვლით კურ­სზე და არც ბან­კე­ბის სა­ვა­ლუ­ტო პო­ზი­ცი­ა­ზე.

გა­ლა­რე­ბის პროგ­რა­მა გაზ­რდის თუ არა ფუ­ლის მა­სას? - ამ ოპე­რა­ცი­ით ლა­რის მასა ეკო­ნო­მი­კა­ში არ შე­იც­ვლე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები

რას ითვალისწინებს სესხების გალარების პროგრამა - ფინანსთა სამინისტროს პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

რას ითვალისწინებს სესხების გალარების პროგრამა - ფინანსთა სამინისტროს პასუხები ყველა საინტერესო კითხვაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გალარების ერთჯერადი სოციალური პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, საბანკო სესხების გალარება ერთჯერადი სოციალური პროგრამაა და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფით, უცხოური ვალუტით აღებული აქვთ სესხი 2015 წლის 1-ელ იანვრამდე.

”გთავაზობთ 2015 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარების პროგრამის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს.

რას ნიშნავს საბანკო სესხების გალარების პროგრამა? - პროგრამა ითვალისწინებს ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი აშშ დოლარით დენომინირებული საბანკო სესხების ნებაყოფლობით გალარებას, ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე;

პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური პროექტი. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი.

მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას. სესხების გალარება ნებაყოფლობითია.

ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები.

მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს.

რა ტიპის სესხებს მოიცავს გალარების პროგრამა? - სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არა უმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.

მაგალითად, თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 150 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 120 ათას ლარს და სრულად არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხზე; თუ 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული 80 ათასი ლარის სესხის ნარჩენი ღირებულება 2016 წლის 28 ნოემბრისთვის შეადგენს 70 ათას ლარს და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილია მხოლოდ 60 ათასი ლარი, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გავრცელდება მხოლოდ 60 ათას ლარზე.

რატომ შეირჩა 2015 წლის 1 იანვარი? - აღნიშნული სქემის მიზანია მომხმარებლებს შევუმსუბუქოთ სესხის მომსახურების ტვირთის ზრდა, რაც გაცვლითი კურსის ცვლილებამ განაპირობა. არსებული გათვლებით, ყველაზე მეტად ეს შეეხო 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სესხებს. მათ ვინც უკვე კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ აიღო სესხი, აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ, თუმცა მათ აქვთ საშუალება ბანკებს მოელაპარაკონ და გაალარონ სესხები.

რა პროცენტით გასცემს კომერციული ბანკი გალარებულ სესხს? - კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.

რა კურსით მოხდება სესხის გალარება? - სესხების გალარება მოხდება გალარების დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.5 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.3 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთა მოცულობა 100 ათას ლარზე მეტია? - ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში. ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.

როგორ მოხდება იმ სესხების სუბსიდირება, რომელთაც განიცადეს რესტრუქტურიზაცია (მაგ თანხის დამატება, ან ვადის გაგრძელება)? - ასეთი სესხი ასევე მიიღებს მონაწილებას, თუმცა მხოლოდ ის თანხა რომელიც 2015 წლის 1 იანვრისათვის არსებულ დავალიანების 90%-ია, მაგრამ არაუმეტეს 100 ათასისა.

შესაძლებელია თუ არა სესხის სხვა ბანკში გალარება? - მსესხებელს ექნება შესაძლებლობა სესხი გაალაროს იმ ბანკში რომელიც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს. ამ პროგრამის ფარგლებში მოხვედრილი სესხებისთვის წინმსწრებით დაფარვის საკომისიო გაუქმდება.

ეხება თუ არა სუბსიდია იმ სესხებს, რომელიც ლარით, ევროთი ან სხვა ვალუტით იყო გაცემული 2015 წლის 1 იანვრისთვის და მერე მოხდა მისი გადოლარება? - 2015 წლის 1 იანვრისთვის სესხი უნდა იყოს მხოლოდ აშშ დოლარით გაცემული. სხვა შემთხვევას სუბსიდია არ ეხება.

მოახდენს თუ არა გავლენას გალარების პროგრამა გაცვლით კურსზე და ბანკების სავალუტო პოზიციაზე? - სესხების გალარებისთვის აშშ დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი უშუალოდ მიაწვდის კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე.

გალარების პროგრამა გაზრდის თუ არა ფულის მასას? - ამ ოპერაციით ლარის მასა ეკონომიკაში არ შეიცვლება”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."