საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ხუციშვილი - ლარი 50%-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა
ზაზა ხუციშვილი - ლარი 50%-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა

ქარ­თუ­ლი ლარი 50 %-ით დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რო­გორც გა­უ­ფა­სურ­და, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტი ასე არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა შე­ა­ფა­სა PALITRANEWS-ის ეთერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრ სო­ზარ სუ­ბა­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, "ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სეს­ხი არ აქვთ, ნამ­დვი­ლად ვერ გრძნო­ბენ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას".

ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მა­ნა­თი­სა და თურ­ქუ­ლი ლი­რას მა­გა­ლით­ზე, წლე­ბის მი­ხედ­ვით, გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა წა­რად­გი­ნა. მისი გან­მარ­ტე­ბით, 2014 წელს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეს 100 დო­ლა­რის შე­სა­ძე­ნად 80 მა­ნა­თი სჭირ­დე­ბო­და, დღეს კი, 174 მა­ნა­თი სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა დე­პუ­ტატ­მა იქვე დას­ძი­ნა, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის შე­ღა­ვა­თი არ არის.

"ლარი, ჩემი ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს თემა იყო, რომ­ლის გამო, სა­ში­ნე­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლი და­მა­ტყდა. აღარ ვით­ვლი, იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რო­მე­ლიც იყო, მაგ­რამ რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვე­დი, უკვე თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვით­მენ ყვე­ლა­ფერს. თუ ჩვენ შევ­ხე­დავთ იმ პრო­დუქ­ტებს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო აწარ­მო­ებს, ეს არის ქარ­თუ­ლი ხორ­ცი, ქარ­თუ­ლი კვერ­ცხი, ქარ­თუ­ლი კა­რა­ქი, პური და ა.შ. თუკი ესე­ნი დო­ლარს მიყ­ვე­ბო­და, მა­შინ დღეს ხორ­ცი უნდა ღირ­დეს 18 ლარი, ყვე­ლი უნდა ღირ­დეს 18 ლარი, ანუ, 50%-იანი რომ ყო­ფი­ლი­ყო ფა­სე­ბის ზრდა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბო­და ყვე­ლას მდგო­მა­რე­ო­ბა. ალ­ბათ, ბა­ტონ­მა სო­ზარ­მა ის იგუ­ლის­ხმა, რა­საც მე ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს პრო­დუქ­ტე­ბი არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა. პრო­დუქ­ტე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლია, რომ­ლის შე­საქ­მნე­ლად გარ­კვე­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლი შე­მო­დის იმ­პორტზე. ის პრო­დუქ­ტე­ბი, რა თქმა უნდა, გაძ­ვირ­და, მა­გა­ლი­თად შა­ქა­რი, ასე­თი კი­დევ ბევ­რი პრო­დუქ­ტია. კი­დევ ერთხელ რომ ავ­ხსნა გა­სა­გე­ბად, მე მგო­ნი, ისე­დაც ნა­თე­ლია, 50 %-ით რო­გორც გა­უ­ფა­სურ­და ქარ­თუ­ლი ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტი ასე არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა. ის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც იმ­პორტზე შე­მო­დის გაძ­ვირ­და", - გან­მარ­ტა ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ პრო­ცეს­მა ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სეს­ხი აქვს დო­ლარ­ში და ასე­ვე ძა­ლი­ან და­ა­ზა­რა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ბიზ­ნე­სი აქვს აგე­ბუ­ლი იმ­პორტზე.

"ეს სექ­ტო­რი არის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. რაც მე ვთქვი და რაც ბა­ტონ­მა სო­ზარ­მა თქვა, ჩვენ თუ კონ­ტექ­სტი­დან ამოვ­გლი­ჯეთ და მარ­ტო ის მო­გას­მე­ნი­ნეთ, შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოთ, რომ შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით ბედ­ნი­ე­რი ვართ და ვერ ვხე­დავთ ამ პრობ­ლე­მებს, ის ამის სა­პირ­წო­ნე არ არის. ადა­მი­ა­ნებს არა­ვი­თა­რი შე­ღა­ვა­თი არ აქვთ, იმით რაც ხდე­ბა თურ­ქეთ­ში და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მათ შო­რის, სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მო­ცე­მულ მო­მენ­ტში ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა PALITRANEWS-ის გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ რო­დე­საც ლა­რის კურ­სზე ვსა­უბ­რობთ, მის­თვი­საც მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან ისე­ვე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებს, მა­საც დო­ლარ­ში აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი სეს­ხი.

რო­გორც სო­ზარ სუ­ბარ­მა გან­მარ­ტა, რო­დე­საც ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აც გან­ვი­ხი­ლოთ. მი­სი­ვე თქმით, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია, იმ­დე­ნად იაფი იქ­ნე­ბო­და თურ­ქუ­ლი, რუ­სუ­ლი თუ უკ­რა­ი­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე არ დარ­ჩე­ბო­და ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ყიდ­დით.

ზაზა ხუციშვილი - ლარი 50%-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა

ზაზა ხუციშვილი - ლარი 50%-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა

ქართული ლარი 50 %-ით დოლართან მიმართებაში როგორც გაუფასურდა, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა შეაფასა PALITRANEWS-ის ეთერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, "ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას".

ზაზა ხუციშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული მანათისა და თურქული ლირას მაგალითზე, წლების მიხედვით, გრაფიკული გამოსახულებით, აღნიშნული ვალუტების მდგომარეობა წარადგინა. მისი განმარტებით, 2014 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეს 100 დოლარის შესაძენად 80 მანათი სჭირდებოდა, დღეს კი, 174 მანათი სჭირდება. თუმცა დეპუტატმა იქვე დასძინა, რომ ეს საქართველოს მოქალაქისთვის შეღავათი არ არის.

"ლარი, ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუს თემა იყო, რომლის გამო, საშინელი კრიტიკის ქარცეცხლი დამატყდა. აღარ ვითვლი, იმ შეურაცხყოფას, რომელიც იყო, მაგრამ რადგან პოლიტიკაში წავედი, უკვე თმენის ვალდებულება მაქვს და აუცილებლად მოვითმენ ყველაფერს. თუ ჩვენ შევხედავთ იმ პროდუქტებს, რომელსაც საქართველო აწარმოებს, ეს არის ქართული ხორცი, ქართული კვერცხი, ქართული კარაქი, პური და ა.შ. თუკი ესენი დოლარს მიყვებოდა, მაშინ დღეს ხორცი უნდა ღირდეს 18 ლარი, ყველი უნდა ღირდეს 18 ლარი, ანუ, 50%-იანი რომ ყოფილიყო ფასების ზრდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა ყველას მდგომარეობა. ალბათ, ბატონმა სოზარმა ის იგულისხმა, რასაც მე ვადასტურებ, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულა. პროდუქტების მეორე ნაწილია, რომლის შესაქმნელად გარკვეული ნედლეული შემოდის იმპორტზე. ის პროდუქტები, რა თქმა უნდა, გაძვირდა, მაგალითად შაქარი, ასეთი კიდევ ბევრი პროდუქტია. კიდევ ერთხელ რომ ავხსნა გასაგებად, მე მგონი, ისედაც ნათელია, 50 %-ით როგორც გაუფასურდა ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, ქართული წარმოების პროდუქტი ასე არ გაძვირებულა. ის პროდუქტი, რომელიც იმპორტზე შემოდის გაძვირდა", - განმარტა ზაზა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესმა ძალიან დააზარალა ის ადამიანები, ვისაც სესხი აქვს დოლარში და ასევე ძალიან დააზარალა ადამიანები, ვისაც ბიზნესი აქვს აგებული იმპორტზე.

"ეს სექტორი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რაც მე ვთქვი და რაც ბატონმა სოზარმა თქვა, ჩვენ თუ კონტექსტიდან ამოვგლიჯეთ და მარტო ის მოგასმენინეთ, შეიძლება ჩათვალოთ, რომ შექმნილი სიტუაციით ბედნიერი ვართ და ვერ ვხედავთ ამ პრობლემებს, ის ამის საპირწონე არ არის. ადამიანებს არავითარი შეღავათი არ აქვთ, იმით რაც ხდება თურქეთში და აზერბაიჯანში, მაგრამ მერწმუნეთ, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს მთავრობა მოცემულ მომენტში ადეკვატურად იქცევა", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა PALITRANEWS-ის გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა, რომ როდესაც ლარის კურსზე ვსაუბრობთ, მისთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც მოქალაქეებს, მასაც დოლარში აქვს გამოტანილი სესხი.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, როდესაც ლარის დევალვაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რეგიონში არსებული სიტუაციაც განვიხილოთ. მისივე თქმით, რომ არ მომხდარიყო ლარის დევალვაცია, იმდენად იაფი იქნებოდა თურქული, რუსული თუ უკრაინული პროდუქცია, რომ საქართველოს ბაზარზე არ დარჩებოდა ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყიდდით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."