პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა
ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა.

VIDEO| თუ LIVE-ში ვერ ნა­ხეთ: რო­გორ და­ა­კომ­პლექ­ტა კვი­რი­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტთა ახა­ლი კა­ბი­ნე­ტი

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ეკო­ნო­მი­კურ გუნდს ეხე­ბა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­აა წარ­დგე­ნი­ლი, რო­მელ­საც, შე­სა­ბა­მი­სად დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი კი, გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ჩა­ი­ბა­რებს და ნო­დარ ხა­დურს შეც­ვლის. ქუმ­სიშ­ვი­ლი ასე­ვე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

გარ­და ამი­სა, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში დაბ­რუ­ნე­ბა უწყე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი კახა კა­ლა­ძე, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლარ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტის სტა­ტუ­სი აქვს. კა­ლა­ძე ასე­ვე და­ი­კა­ვებს ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას.

ასე­ვე, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც უწყე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ზუ­რაბ ალა­ვი­ძე ჩა­ა­ნაც­ვლებს. ალა­ვი­ძე ამ დრომ­დე მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და.

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის კი­დევ ერთი ახა­ლი სახე იქ­ნე­ბა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი ვიქ­ტორ დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ვით ბაქ­რა­ძეს ჩა­ა­ნაც­ვლებს. უქ­მდე­ბა დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი შე­ი­თავ­სებს.

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

VIDEO| თუ LIVE-ში ვერ ნახეთ: როგორ დააკომპლექტა კვირიკაშვილმა მინისტთა ახალი კაბინეტი

მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც, შესაბამისად დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატის სტატუსი აქვს. კალაძე ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ასევე, ცვლილება შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სადაც უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელ ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს. ალავიძე ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.

მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი სახე იქნება "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს. უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."