პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ გარდაცვლილს ორგანოები ამოცლილი ჰქონდა" - სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით კანიბალიზმის ვერსიაც განიხილება
"ამბობენ, რომ გარდაცვლილს ორგანოები ამოცლილი ჰქონდა" - სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით კანიბალიზმის ვერსიაც განიხილება

თბი­ლის­ში, გაბ­რი­ელ სა­ლო­სის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა კა­ნი­ბა­ლიზ­მის ვერ­სი­ა­ზეც მუ­შა­ობს. Ambebi.ge-ს სან­დრო წყა­რომ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო.

"სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს ამ გო­გომ და მის­მა სექ­ტან­ტმა ამ­ხა­ნა­გებ­მა. ქალი ჯერ მოკ­ლეს, მერე და­ჩე­ხეს და დაწ­ვეს. თურ­მე ქალს ორ­გა­ნო­ე­ბის ამოც­ლი­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ამ ვერ­სი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვინ ამ­ხსელს", - ამ­ბობს სან­დრო წყა­რო ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სექ­ტის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ქალ­ბა­ტო­ნის მკვლე­ლო­ბა რი­ტუ­ა­ლის დროს მომ­ხდა­რი­ყო. მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შო­რის არის სამ­ზა­რე­უ­ლოს ნივ­თე­ბი - ტაფა, ქვა­ბი და სხვა. სწო­რედ ეს იძ­ლე­ვა ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ შე­საძ­ლოა საქ­მე გვაქვს კა­ნი­ბა­ლიზ­მთან.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მის­ნის­ტრომ 70 წლამ­დე ქა­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 5 პირი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთი - 18 წლის გო­გო­ნა მოკ­ლუ­ლის შვი­ლია, მე­ო­რე - გო­გო­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი 3 პირი კი მათი მე­გობ­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამ­მა პირ­მა 70 წლამ­დე ქალი ელექტრო­შო­კით გა­გუ­დეს, შემ­დეგ კი დანა ჩა­არ­ტყეს, მოკ­ლეს და და­ა­ნა­წევ­რეს, ამის მერე კი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი გვა­მი გლ­დან­ში მდე­ბა­რე გა­უქ­მე­ბულ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ორი ჩან­თით გა­ი­ტა­ნეს, ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხეს და დაწ­ვეს.

და­კა­ვე­ბულ­თა­გან სამს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა ბრალ­დე­ბა, 2 პირს კი და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "შვი­ლი და­ე­ღუ­პათ, მერე ეს გოგო აიყ­ვა­ნეს... სა­ში­ნელ სექ­ტა­შია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი" - რას ჰყვე­ბი­ან სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ამბობენ, რომ გარდაცვლილს ორგანოები ამოცლილი ჰქონდა" - სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით კანიბალიზმის ვერსიაც განიხილება

"ამბობენ, რომ გარდაცვლილს ორგანოები ამოცლილი ჰქონდა" - სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით კანიბალიზმის ვერსიაც განიხილება

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება კანიბალიზმის ვერსიაზეც მუშაობს. Ambebi.ge-ს სანდრო წყარომ სასტიკი დანაშაულის უცნობი დეტალების შესახებ უამბო.

"საშინელი დანაშაული ჩაიდინეს ამ გოგომ და მისმა სექტანტმა ამხანაგებმა. ქალი ჯერ მოკლეს, მერე დაჩეხეს და დაწვეს. თურმე ქალს ორგანოების ამოცლილი ჰქონდა, მაგრამ ამ ვერსიას ოფიციალურად არავინ ამხსელს", - ამბობს სანდრო წყარო ჩვენთან საუბარში.

როგორც ირკვევა ბრალდებულები სექტის წევრები იყვნენ და არ არის გამორიცხული, ქალბატონის მკვლელობა რიტუალის დროს მომხდარიყო. მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებულებები, რომელთა შორის არის სამზარეულოს ნივთები - ტაფა, ქვაბი და სხვა. სწორედ ეს იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა საქმე გვაქვს კანიბალიზმთან.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამისნისტრომ 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით 5 პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობრები.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ კი დანა ჩაარტყეს, მოკლეს და დაანაწევრეს, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "შვილი დაეღუპათ, მერე ეს გოგო აიყვანეს... საშინელ სექტაშია გაწევრიანებული" - რას ჰყვებიან სასტიკად მოკლული ქალის მეზობლები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."