პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება გიგი უგულავას ღია წერილის შემდეგ
მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება გიგი უგულავას ღია წერილის შემდეგ

კონ­კრე­ტულ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა ის­წავ­ლონ შეც­დო­მებ­ზე თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, ნაც­ვლად სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რით ჩემ­კენ ხე­ლის გა­მოშ­ვე­რი­სა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს, რი­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფი­ლი მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მე ვარ ყვე­ლა­ზე დიდი მომ­ხრე ში­და­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის. კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ იმი­სა, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ჯგუფ­მა მო­ახ­დი­ნოს პარ­ტი­ის უზურ­პა­ცია და სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ში გა­მო­ი­ყე­ნოს ათე­უ­ლო­ბით ათა­სი აქ­ტი­ვის­ტის მრა­ვალ­თვი­ა­ნი თავ­გან­წირ­ვა და მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა.

ჩემი წი­ნა­და­დე­ბაა, დე­ბა­ტე­ბი არ შე­მო­ი­ფარ­გლოს მხო­ლოდ პო­ლიტ­საბ­ჭოს და­ხუ­რულ კარს მიღ­მა შეხ­ვედ­რე­ბით. ჩვენ უნდა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, თუ რა­ტომ აღ­მოვ­ჩნდით მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი, წინ აღვდგო­მო­დით არ­ჩევ­ნე­ბის მა­სობ­რივ გა­ყალ­ბე­ბას, რა­ტომ ვერ შევ­ძე­ლით ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბის უკეთ დაც­ვა ბოლო 4 წლის იდე­ო­ლო­გი­ურ დე­ბა­ტებ­ში და რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ახლა მა­ინც არ შევ­ყვეთ ივა­ნიშ­ვილს მის მზაკ­ვრულ თა­მაშ­ში. კონ­კრე­ტულ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა ის­წავ­ლონ შეც­დო­მებ­ზე თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, ნაც­ვლად სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რით ჩემ­კენ ხე­ლის გა­მოშ­ვე­რი­სა. მათ უნდა ის­წავ­ლონ, რო­გორ იყ­ვნენ ნაკ­ლე­ბად ხის­ტი და მე­ტად თავ­მდა­ბა­ლი, რო­გორ მო­უს­მი­ნონ პარ­ტი­ის წევ­რებს და, ზო­გა­დად, ხალ­ხს. მათ უნდა მო­უს­მი­ნონ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა კრი­ტი­კას, ნაც­ვლად ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ქედ­მაღ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა.

გთა­ვა­ზობთ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ყრი­ლო­ბის მოწ­ვე­ვას რამ­დე­ნი­მე ათა­სი არ­ჩე­უ­ლი დე­ლე­გა­ტით, ჩვე­ნი გმი­რუ­ლი აქ­ტი­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით. გთა­ვა­ზობთ ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რი­სა და პო­ლიტ­საბ­ჭოს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის არ­ჩე­ვას, იმ ხალ­ხის­გან ვინც არ იყო თუნ­დაც ბოლო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის მცდარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ გა­უმკლავ­დნენ არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს. ბუ­ნებ­რი­ვია, მეც მექ­ნე­ბა ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას სჭირ­დე­ბა გა­დაჯ­გუ­ფე­ბა, ვიწ­რო ჯგუ­ფის მიერ თავ­სმოხ­ვე­უ­ლი კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბის გა­და­ლახ­ვა, და­მა­ტე­ბით ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ზიდ­ვა და მათი ჩარ­თვა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხურ-კლა­ნუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა უნდა და­უბ­რუნ­დეს თა­ვის სა­წყის პო­ზი­ცი­ებს და ისევ იქ­ცეს სა­ერ­თო-სა­ხალ­ხო პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად და არა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის პი­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად.

მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ ოლი­გარ­ქის და­მარ­ცხე­ბას.

მე ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რე­ბი ჩვე­ნი მომ­ხრე­ე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის უზარ­მა­ზარ არ­მი­ას დიდი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება გიგი უგულავას ღია წერილის შემდეგ

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება გიგი უგულავას ღია წერილის შემდეგ

კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს, რითაც სავარაუდოდ, დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება.

"მე ვარ ყველაზე დიდი მომხრე შიდაპარტიული დემოკრატიის. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ ნებისმიერმა ჯგუფმა მოახდინოს პარტიის უზურპაცია და საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს ათეულობით ათასი აქტივისტის მრავალთვიანი თავგანწირვა და მუხლჩაუხრელი შრომა.

ჩემი წინადადებაა, დებატები არ შემოიფარგლოს მხოლოდ პოლიტსაბჭოს დახურულ კარს მიღმა შეხვედრებით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი, წინ აღვდგომოდით არჩევნების მასობრივ გაყალბებას, რატომ ვერ შევძელით ჩვენი პოზიციების უკეთ დაცვა ბოლო 4 წლის იდეოლოგიურ დებატებში და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მაინც არ შევყვეთ ივანიშვილს მის მზაკვრულ თამაშში. კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვა ადამიანების პირით ჩემკენ ხელის გამოშვერისა. მათ უნდა ისწავლონ, როგორ იყვნენ ნაკლებად ხისტი და მეტად თავმდაბალი, როგორ მოუსმინონ პარტიის წევრებს და, ზოგადად, ხალხს. მათ უნდა მოუსმინონ გულშემატკივართა კრიტიკას, ნაცვლად ადამიანების მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულების გამოვლენისა.

გთავაზობთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობის მოწვევას რამდენიმე ათასი არჩეული დელეგატით, ჩვენი გმირული აქტივის მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით. გთავაზობთ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, იმ ხალხისგან ვინც არ იყო თუნდაც ბოლო საარჩევნო კამპანიების მცდარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და რომლებიც შეძლებენ გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ბუნებრივია, მეც მექნება ჩემი მოსაზრებები პარტიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება გადაჯგუფება, ვიწრო ჯგუფის მიერ თავსმოხვეული კარჩაკეტილობის გადალახვა, დამატებით ახალი, საინტერესო ადამიანების მოზიდვა და მათი ჩართვა ივანიშვილის ოჯახურ-კლანური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის პოზიციებს და ისევ იქცეს საერთო-სახალხო პოლიტიკურ ძალად და არა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პირადი გამოყენების ინსტრუმენტად.

მაშინ აუცილებლად შევძლებთ ოლიგარქის დამარცხებას.

მე ყველანაირად დავეხმარები ჩვენი მომხრეებისა და აქტივისტების უზარმაზარ არმიას დიდი გამარჯვებებისათვის მომზადებაში", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."