სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად..." - გიგი უგულავას ღია წერილი და მიმართვა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს
"ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად..." - გიგი უგულავას ღია წერილი და მიმართვა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­შია, სა­ჯა­რო წე­რი­ლით თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს მი­მარ­თავს. უგუ­ლა­ვას წე­რილს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ავ­რცე­ლებს.

"მი­მარ­თვა თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს და ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს

არ­ჩევ­ნე­ბი/ომი დამ­თავ­რდა, მშვი­დო­ბის გე­ში­ნო­დეთ. კავ­კა­სი­უ­რი თუ აუს­ბურ­გის ცარ­ცის წრის ეს სი­ტყვე­ბი, რო­გორც არას­დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ ვიქ­ნე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი, თუ ვი­ტყვი, რომ სი­ყალ­ბის ყვე­ლა ნა­ცა­დი თუ ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმ შე­დე­გი­სათ­ვის, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მი­ი­ღო. მარ­თა­ლია, ცეს­კო პირ­და­პირ სუ­სის გან­ყო­ფი­ლე­ბად იქცა, მთა­ვა­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია მა­ინც არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მოხ­და. "სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის", "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რე­ბის", "გვი­რა­ბე­ბის თხრის" კამ­პა­ნია კა­ნო­ნის და პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბო­და, რომ არა, აშ­კა­რად ჩა­დე­ნი­ლი და სა­მუ­და­მოდ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი - უკა­ნო­ნო და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი კვი­რით ადრე ია­რა­ღის სა­ბა­დო­ე­ბის "აღ­მო­ჩე­ნა", ჩა­ნერ­გი­ლი თუ და­შან­ტა­ჟე­ბუ­ლი "ზო­ნე­ლე­ბის" მამ­ხი­ლე­ბე­ლი "თვა­ლის ახე­ლე­ბი" და, რაც მთა­ვა­რია, წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი ტე­რაქ­ტი - გივი თარ­გა­მა­ძის აფეთ­ქე­ბა. დიახ, ის მხო­ლოდ შემ­თხვე­ვამ ან ღმერ­თმა (რწმე­ნი­სა და გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია) გა­და­არ­ჩი­ნა. დამ­კვეთ­მა ის და სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ისე­დაც მუდ­მი­ვად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბის ზღვარ­ზე მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლი­ად ირა­ცი­ო­ნა­ლურ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

ამას­თა­ნა­ვე, მე ვფიქ­რობ, რომ ივა­ნიშ­ვილს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ამ ის­ტე­რი­კი­სა და აშ­კა­რა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლოთ გა­მარ­ჯვე­ბა და მო­ი­გებ­დნენ. ამით მათ მხო­ლოდ სა­კუ­თარ უმ­წიფ­რო­ბას გა­უს­ვეს ხაზი. ოც­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ციკ­ლი 8-10 წე­ლი­წადს, ორ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ანუ მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ვა­დით აძ­ლევს პარ­ტი­ას/ლი­დერს მარ­თვის მან­დატს და შე­სა­ბა­მი­სად, ამ­დე­ნი ხნით იტანს მას. ბე­დის ირო­ნი­ით, მე­ო­რე ციკ­ლი მუდ­მი­ვად მარ­კე­სის "პატ­რი­არ­ქის შე­მოდ­გო­მას" ემ­სგავ­სე­ბა, რა­საც იუ­რი­დი­უ­ლად სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას ვუ­წო­დებთ. ასე იყო შე­ვარ­დნა­ძის, სა­ა­კაშ­ვი­ლის/ჩვე­ნი მე­ო­რე "შე­მოდ­გო­მა" და გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით აქეთ მი­ილ­ტვის ივა­ნიშ­ვი­ლიც.

ცალ­კე სა­კი­თხია ჩვე­ნი ხარ­ვე­ზე­ბი თუ შეც­დო­მე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ, ჩვენს მომ­ხრე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­კი­თხი - რა როლი ითა­მა­შა მი­შას მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ­მა - მე გად­მოვ­ცუ­რავ ზღვა-ს. ჩე­მის აზ­რით, აქ სი­მარ­თლე შუ­ა­შია. თა­ვის­თა­ვად ცხა­დი იყო, რომ თუ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებ­და, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი აი­ღებ­და ოდე­სა-თბი­ლი­სის რე­ის­ზე ბი­ლეთს და შეძ­ლებ­და და­უბ­რკო­ლებ­დად ჩა­მოს­ვლას სამ­შობ­ლო­ში, მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში. ისე­ვე რო­გორც, მა­გა­ლი­თად, მე გიგი უგუ­ლა­ვა, და სხვე­ბიც დავ­ტო­ვებ­დით სა­პა­ტიმ­რო­ებს. ეს თა­ვის­თავდ ცხა­დი სა­კი­თხი იყო და ამას და­მა­ტე­ბით ხაზ­გას­მა არ სჭირ­დე­ბო­და. მაგ­რამ პარ­ტი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო პა­სუ­ხის არ­ქო­ნა ერთ საკ­ვან­ძო კი­თხვა­ზე - ვინ არის თქვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი? ვინა არის ის პირი, რო­მელ­მაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა აი­ღოს იმ პროგ­რა­მის (ობი­ექ­ტუ­რად სა­უ­კე­თე­სო და რე­ა­ლის­ტუ­რი) შეს­რუ­ლე­ბა­ზე? პარ­ტია ამ შე­კი­თხვა­ზე დაბ­ნე­უ­ლი, პირ­და­პირ ვთქვათ, ბლუ­ყუ­ნებ­და. რო­გორ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ასეთ პი­რო­ბებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გქონ­დეს და არ იყო მკა­ფიო მთა­ვარ სა­კი­თხში. მე, მარ­თა­ლია, სა­ერ­თოდ არ ჩავ­რე­ულ­ვარ არა­ნა­ი­რი ფორ­მით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მაძ­ლევს ღიად თქმის უფ­ლე­ბას - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე არ ყო­ფი­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი (მი­უ­ხე­და­ვად მისი შე­საძ­ლო სურ­ვი­ლი­სა).

მაგ­რამ ეს ვი­ცო­დი მე და კი­დევ შე­საძ­ლოა 20 კაც­მა, ხოლო ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის ჩვენ გა­ურ­კვევ­ლო­ბას, დაბ­ნე­უ­ლო­ბას ვას­ხი­ვებ­დით. ჩვენ ან პირ­და­პირ უნდა გა­მოგ­ვე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ ჩვე­ნი პარ­ტი­ის პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დან­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, ან პირ­და­პირ გვეთ­ქვა, რომ ჩვე­ნი კან­დი­და­ტი არის და­ვით ბაქ­რა­ძე, სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი, ვინც ლო­გი­კუ­რად უნდა ყო­ფი­ლი­ყო ასე­თად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ან მოგ­ვეწ­ვია და შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ჩა­უდ­გე­ბო­და სა­თა­ვე­ში კამ­პა­ნი­ას. გა­ურ­კვევ­ლო­ბამ, რო­მე­ლიც ჩვენ და­ვუშ­ვით, შექ­მნა წარ­მოდ­გე­ნა, რომ ჩვენ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვთა­ვა­ზობთ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ფორ­მა­ლურ ან არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას. და მოხ­და ის, რომ ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე, ქვე­ყა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა.

აქვე ხაზს ვუს­ვამ, მე არ ვსა­უბ­რობ აქ წა­გე­ბის მი­ზეზ­ზე. ჩვე­ნი წა­გე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე, ის უფრო გლო­ბა­ლუ­რია და ნაკ­ლე­ბად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინ იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის თუ სხვა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც ეს ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, მე მყა­რად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ პრე­მი­ე­რი­სა და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის და­სა­ხე­ლე­ბა ჩვე­ნი კამ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ტი­უ­რი ბიძ­გი იქ­ნე­ბო­და. და ეს კან­დი­და­ტი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და არც წინა მთავ­რო­ბის საკ­ვან­ძო არ­ცერ­თი მი­ნის­ტრი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დე­გად მი­ვი­ღეთ, რომ ად­გილ­ზე პარ­ტია ჭმუ­ნავ­და, ხოლო მიშა ხან ცი­ხე­ში მყოფ ყო­ფილ ძა­ლო­ვან მი­ნის­ტრებს სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკ­რძა­ლავ­და (რაც იდე­ა­ში არა მისი, არა­მედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და ამომ­რჩევ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია), ხან ამე­რი­კი­დან - შსს მი­ნის­ტრად ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძეს ასა­ხე­ლებ­და (რაც თა­ვის­თა­ვად ნამ­დვი­ლად არაა ცუდი იდეა). ეს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი თუ სტრა­ტე­გი­უ­ლი შეც­დო­მა მე იმის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ მომ­ყავს, რომ ახლა უკვე დროა სწო­რი დას­კვნე­ბი გა­ვა­კე­თოთ და მო­მა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როთ.

სრუ­ლი­ად ცხა­დია, რომ ჩვე­ნი პარ­ტია არის დღეს ერ­თა­დერ­თი ძალა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ეფექ­ტუ­რად ხელი შე­უ­შა­ლოს ოლი­გარ­ქის მიერ ქვეყ­ნის სრულ "პრიხ­ვა­ტი­ზა­ცი­ას". ენმ-ის როლი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის, მისი ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე ეს ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. მისი ის­ტო­რი­უ­ლი როლი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე, თუნ­დაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მქო­ნე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", რად­გან, რო­გორც ჩერ­ჩი­ლი ამ­ბობს: "მარ­თა­ლია უმ­რავ­ლე­სო­ბა მარ­თავს, მაგ­რამ ჭკუა უმ­ცი­რე­სო­ბას მო­ე­კი­თხე­ბა".

ჩემი აზ­რით, ჩვე­ნი პარ­ტი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნაა - გა­მო­ვი­დეთ "ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი ციხე-სი­მაგ­რის" მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. უფრო ზუს­ტად, კი ისე­თი ალ­ყა­შე­მორ­ტყმუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, როცა იცი - ციხე-სი­მაგ­რე და­ე­ცე­მა და მა­ინც გმი­რუ­ლად იბ­რძვი. თუ მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ეს მთე­ლი ჟან­რია, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კა­ში - ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მა და სრუ­ლი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბაა. ეს ოთხი წე­ლი­წა­დი ჩვენ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ღირ­სე­უ­ლად გა­ვა­ტა­რეთ. პარ­ტი­ამ ისე­თი დევ­ნა გა­ნი­ცა­და, რო­გორც პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის ქრის­ტი­ა­ნებ­მა. ეს დევ­ნა ახ­ლაც გრძელ­დე­ბა და მე არც რეპ­რე­სი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ. მაგ­რამ პარ­ტი­ის პა­სუ­ხი ამა­ზე არა ჩა­კეტ­ვა, 2013 წლის და­სა­წყი­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­ყინ­ვა, არა­მედ, პი­რი­ქით, გახ­სნა და გან­ვი­თა­რე­ბა უნდა იყოს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პარ­ტი­ამ თა­ვი­სუ­ფა­ლი კენ­ჭისყ­რით, კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე აირ­ჩი­ოს; აირ­ჩი­ოს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო, რათა მოხ­დეს იმ ახა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პარ­ტი­ის მარ­თვა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა, რომ­ლებ­მაც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე თავი გა­მო­ი­ჩი­ნეს, იქ­ნე­ბა ეს ცენ­ტრა­ლურ საბ­ჭო­ში თუ რე­გი­ო­ნებ­ში. გა­სა­გე­ბია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი შე­ეც­დე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ნა­ხევ­რად პარ­ტი­ზა­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ყო­ფოს, თუმ­ცა ამ არ­ჩევ­ნებ­მა ივა­ნიშ­ვი­ლის, რე­ა­ლუ­რად ერ­თა­დერ­თი, ოც­ნე­ბა და­ამ­სხვრია - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა არა თუ გაქ­რა, მას ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. შემ­თხვე­ვი­თი არაა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ორ გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ტი­ა­ზე სა­უბ­რობს. თუმ­ცა ახლა ჩვე­ნი ვა­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უფრო მე­ტად გავ­ხა­დოთ და­სავ­ლუ­რი ყა­ი­დის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებს ის ქვეყ­ნის ოლი­გარ­ქის მარ­წუ­ხე­ბის­გან, უფრო სწო­რედ, აბ­ლა­ბუ­დის­გან დახ­სნას.

მე კარ­გად მეს­მის, თუნ­დაც თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შფოთვე­ბი. ჩვე­ნი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომმი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ უპი­რო­ბოდ იმ­სა­ხუ­რებს პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ მო­ცე­მულ რე­ა­ლო­ბა­ში ეს, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია.აქე­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი დას­კვნა არ უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ, რომ პარ­ტი­ამ აღა­რას­დროს აირ­ჩი­ოს თავ­მჯდო­მა­რე. ეს არას­წო­რი და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია პარ­ტი­ის­თვის. ნუ­რა­ვინ ჩათ­ვლის ამას ღა­ლა­ტად, პი­რი­ქით სა­ერ­თო საქ­მის ღა­ლა­ტია ერთ წერ­ტილ­ში გა­ყი­ნუ­ლი ყოფ­ნა. არ ვიცი რას ფიქ­რობს ამ სა­კი­თხზე მიშა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ის ამ ჩემს იდე­ას სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რებს.

მე­ტიც, მე პარ­ტი­ის თბი­ლი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­პი­რებ გა­დავ­დგე, რათა მივ­ცე შე­საძ­ლებ­ლო­ბა - თბი­ლი­სის აქ­ტივ­მა ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე აირ­ჩი­ოს და მო­ემ­ზა­დოს ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. ერთი სი­ტყვით, პარ­ტი­ის ყვე­ლა საკ­ვან­ძო, არ­ჩე­ვით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უმდა ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არ და ვერ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი რო­გორც პო­ლიტ­დევ­ნი­ლე­ბი­სა თუ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ ღა­ლა­ტი. ამას მე, რო­გორც ერთ-ერთი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, გე­უბ­ნე­ბით. ჩვე­ნი დევ­ნი­ლო­ბა და პა­ტიმ­რო­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ დიდი ხანი გაგ­რძელ­დეს. მე ეს კარ­გად მაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი. პარ­ტი­ას სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა და ის არ უნდა გახ­დეს ამ­ჯე­რად ჩვე­ნი პა­ტიმ­რო­ბის თუ დევ­ნი­ლო­ბის მძე­ვა­ლი, სწო­რედ ეს უნდა ივა­ნიშ­ვილს. მე­ტიც, ამ პო­ლიტ­სიშ­ლე­გის დას­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში დაჩ­ქარ­დე­ბა თუ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა გაძ­ლი­ერ­დე­ბა, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ - სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებ­ში. ცხა­დია, ეს არ ნიშ­ნავს ჩვე­ნი მხრი­დან პარ­ტი­ის­გან გა­მიჯნ­ვას, პი­რი­ქით, ამით ჩვენ პარ­ტი­ას გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ. ესაა ფაქ­ტის კონ­სტა­ტა­ცია, ჩვენ, ცი­ხე­ში თუ ქვეყ­ნის გა­რეთ იძუ­ლე­ბით მყოფ­ნი, სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კა­ში, იმე­დია დრო­ე­ბით. და როცა ეს ცხა­დი სი­გი­ჟე დას­რულ­დე­ბა, მე/ჩვენ სი­ხა­რუ­ლით ჩა­ვერ­თვე­ბით პარ­ტი­ის ცხოვ­რე­ბა­ში და არც შიდა კონ­კუ­რენ­ცი­ას შე­ვუ­შინ­დე­ბით. მარ­თა­ლია, კაცს შე­იძ­ლე­ბა გა­ლა­კტი­ო­ნის ლექ­სი გა­გახ­სენ­დეს და ცოტა შეც­ბე: ".. წი­ნა­პარ­თა­გან წა­ვი­და ყვე­ლა, სხვა ხალ­ხის ის­მის აქ ჟრი­ა­მუ­ლი..", მაგ­რამ ამ­ჯე­რად, მე­რაბ კოს­ტა­ვას სი­ტყვე­ბი უფრო გა­მოგ­ვად­გე­ბა - მთა­ვა­რია, სად იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და არა ის, სად ვიქ­ნე­ბით ჩვენ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში.

მე­გობ­რე­ბო, გთა­ვა­ზობთ მსჯე­ლო­ბას ამ თე­მა­ზე, ხოლო პარ­ტი­ის თბი­ლი­სის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ჩემი გა­დად­გო­მა შემ­დგარ ფაქ­ტად მი­ი­ღეთ.

წე­რი­ლი სა­ჯა­როა და მისი ად­რე­სა­ტი ყვე­ლა ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რია, რის­თვი­საც მათი გულ­წრფე­ლად და უზო­მოდ მად­ლო­ბე­ლი ვარ", - ნათ­ქვა­მია უგუ­ლა­ვას მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად..." - გიგი უგულავას ღია წერილი და მიმართვა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს

"ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად..." - გიგი უგულავას ღია წერილი და მიმართვა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, საჯარო წერილით თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს მიმართავს. უგულავას წერილს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

"მიმართვა თანაპარტიელებს და ჩვენს მხარდამჭერებს

არჩევნები/ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ. კავკასიური თუ აუსბურგის ცარცის წრის ეს სიტყვები, როგორც არასდროს აქტუალურია დღეს საქართველოში. არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ სიყალბის ყველა ნაცადი თუ ინოვაციური მეთოდი იყო გამოყენებული იმ შედეგისათვის, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. მართალია, ცესკო პირდაპირ სუსის განყოფილებად იქცა, მთავარი მანიპულაცია მაინც არჩევნებამდე მოხდა. "სახელმწიფო გადატრიალების", "რევოლუციური სცენარების", "გვირაბების თხრის" კამპანია კანონის და პოლიტიკური ტაქტიკის ფარგლებში იქნებოდა, რომ არა, აშკარად ჩადენილი და სამუდამოდ გამოუძიებელი დანაშაულები - უკანონო და დამონტაჟებული ჩანაწერების გამოქვეყნება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იარაღის საბადოების "აღმოჩენა", ჩანერგილი თუ დაშანტაჟებული "ზონელების" მამხილებელი "თვალის ახელები" და, რაც მთავარია, წმინდა წყლის პოლიტიკური ტერაქტი - გივი თარგამაძის აფეთქება. დიახ, ის მხოლოდ შემთხვევამ ან ღმერთმა (რწმენისა და გემოვნების საკითხია) გადაარჩინა. დამკვეთმა ის და სხვა დაზარალებული ადამიანები სასიკვდილოდ გაწირა. ამ ყველაფერმა ისედაც მუდმივად რაციონალურობის ზღვარზე მყოფი საქართველოს არჩევნები სრულიად ირაციონალურ კატეგორიაში გადაიყვანა.

ამასთანავე, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ამ ისტერიკისა და აშკარა დანაშაულებრივი მანიპულაციების გარეშეც შეეძლოთ გამარჯვება და მოიგებდნენ. ამით მათ მხოლოდ საკუთარ უმწიფრობას გაუსვეს ხაზი. ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას. ბედის ირონიით, მეორე ციკლი მუდმივად მარკესის "პატრიარქის შემოდგომას" ემსგავსება, რასაც იურიდიულად საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუწოდებთ. ასე იყო შევარდნაძის, სააკაშვილის/ჩვენი მეორე "შემოდგომა" და გარდაუვალი აუცილებლობით აქეთ მიილტვის ივანიშვილიც.

ცალკე საკითხია ჩვენი ხარვეზები თუ შეცდომები. არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს მომხრეებში აქტიურად განიხილებოდა საკითხი - რა როლი ითამაშა მიშას მიერ დაანონსებულმა - მე გადმოვცურავ ზღვა-ს. ჩემის აზრით, აქ სიმართლე შუაშია. თავისთავად ცხადი იყო, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს მოიგებდა, მიშა სააკაშვილი აიღებდა ოდესა-თბილისის რეისზე ბილეთს და შეძლებდა დაუბრკოლებდად ჩამოსვლას სამშობლოში, მშობლიურ ქალაქში. ისევე როგორც, მაგალითად, მე გიგი უგულავა, და სხვებიც დავტოვებდით საპატიმროებს. ეს თავისთავდ ცხადი საკითხი იყო და ამას დამატებით ხაზგასმა არ სჭირდებოდა. მაგრამ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის (ობიექტურად საუკეთესო და რეალისტური) შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში. მე, მართალია, საერთოდ არ ჩავრეულვარ არანაირი ფორმით წინასაარჩევნო კამპანიაში და ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაძლევს ღიად თქმის უფლებას - ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი (მიუხედავად მისი შესაძლო სურვილისა).

მაგრამ ეს ვიცოდი მე და კიდევ შესაძლოა 20 კაცმა, ხოლო ამომრჩევლებისთვის ჩვენ გაურკვევლობას, დაბნეულობას ვასხივებდით. ჩვენ ან პირდაპირ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენი პარტიის პრემიერ- მინისტრობის კანდიდანტი მიხეილ სააკაშვილია, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე, სიის პირველი ნომერი, ვინც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ასეთად დასახელებული ან მოგვეწვია და შეგვეთავაზებინა კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ჩაუდგებოდა სათავეში კამპანიას. გაურკვევლობამ, რომელიც ჩვენ დავუშვით, შექმნა წარმოდგენა, რომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, საზოგადოებას ვთავაზობთ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას. და მოხდა ის, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე, ქვეყანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ამჯობინა.

აქვე ხაზს ვუსვამ, მე არ ვსაუბრობ აქ წაგების მიზეზზე. ჩვენი წაგების მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრე, ის უფრო გლობალურია და ნაკლებად იყო დამოკიდებული, ვინ იქნებოდა ჩვენი პრემიერ-მინისტრობის თუ სხვა მინისტრობის კანდიდატები. თუმცა, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება, მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დასახელება ჩვენი კამპანიისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგი იქნებოდა. და ეს კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არც მიხეილ სააკაშვილი და არც წინა მთავრობის საკვანძო არცერთი მინისტრი. საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ, რომ ადგილზე პარტია ჭმუნავდა, ხოლო მიშა ხან ციხეში მყოფ ყოფილ ძალოვან მინისტრებს საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავდა (რაც იდეაში არა მისი, არამედ ამ ადამიანების და ამომრჩევლის გადასაწყვეტია), ხან ამერიკიდან - შსს მინისტრად ხატია დეკანოიძეს ასახელებდა (რაც თავისთავად ნამდვილად არაა ცუდი იდეა). ეს ერთი კონკრეტული ტაქტიკური თუ სტრატეგიული შეცდომა მე იმის საილუსტრაციოდ მომყავს, რომ ახლა უკვე დროა სწორი დასკვნები გავაკეთოთ და მომავალზე ვიფიქროთ.

სრულიად ცხადია, რომ ჩვენი პარტია არის დღეს ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად ხელი შეუშალოს ოლიგარქის მიერ ქვეყნის სრულ "პრიხვატიზაციას". ენმ-ის როლი ქვეყნის მომავლისთვის, მისი ევროპული განვითარებისთვის გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მისი ისტორიული როლი გაცილებით დიდია, ვიდრე, თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე, "ქართული ოცნების", რადგან, როგორც ჩერჩილი ამბობს: "მართალია უმრავლესობა მართავს, მაგრამ ჭკუა უმცირესობას მოეკითხება".

ჩემი აზრით, ჩვენი პარტიის სტრატეგიული ამოცანაა - გამოვიდეთ "ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრის" მდგომარეობიდან. უფრო ზუსტად, კი ისეთი ალყაშემორტყმული მდგომარეობიდან, როცა იცი - ციხე-სიმაგრე დაეცემა და მაინც გმირულად იბრძვი. თუ მხატვრულ ლიტერატურაში ეს მთელი ჟანრია, თანამედროვე პოლიტიკაში - ფატალური შეცდომა და სრული უპერსპექტივობაა. ეს ოთხი წელიწადი ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ღირსეულად გავატარეთ. პარტიამ ისეთი დევნა განიცადა, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანებმა. ეს დევნა ახლაც გრძელდება და მე არც რეპრესიების გაგრძელებას გამოვრიცხავ. მაგრამ პარტიის პასუხი ამაზე არა ჩაკეტვა, 2013 წლის დასაწყისის მდგომარეობაზე გაყინვა, არამედ, პირიქით, გახსნა და განვითარება უნდა იყოს. აუცილებელია, პარტიამ თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს; აირჩიოს ახალი პოლიტიკური საბჭო, რათა მოხდეს იმ ახალი და წარმატებული ადამიანების პარტიის მართვაში ინტეგრირება, რომლებმაც ამ არჩევნებზე თავი გამოიჩინეს, იქნება ეს ცენტრალურ საბჭოში თუ რეგიონებში. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეეცდება ნაციონალური მოძრაობა ნახევრად პარტიზანულ მდგომარეობაში ამყოფოს, თუმცა ამ არჩევნებმა ივანიშვილის, რეალურად ერთადერთი, ოცნება დაამსხვრია - ნაციონალური მოძრაობა არა თუ გაქრა, მას ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. შემთხვევითი არაა, რომ საერთაშორისო პრესა, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ამ არჩევნებზე ორ გამარჯვებულ პარტიაზე საუბრობს. თუმცა ახლა ჩვენი ვალია "ნაციონალური მოძრაობა" უფრო მეტად გავხადოთ დასავლური ყაიდის დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაცია. მხოლოდ ასე შეძლებს ის ქვეყნის ოლიგარქის მარწუხებისგან, უფრო სწორედ, აბლაბუდისგან დახსნას.

მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს.

მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა - თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი, სწორედ ეს უნდა ივანიშვილს. მეტიც, ამ პოლიტსიშლეგის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჩქარდება თუ ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ - საერთაშორისო ინსტიტუტებში. ცხადია, ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან პარტიისგან გამიჯნვას, პირიქით, ამით ჩვენ პარტიას განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ. ესაა ფაქტის კონსტატაცია, ჩვენ, ციხეში თუ ქვეყნის გარეთ იძულებით მყოფნი, სრულფასოვნად ვერ ვმონაწილეობთ პარტიულ პოლიტიკაში, იმედია დროებით. და როცა ეს ცხადი სიგიჟე დასრულდება, მე/ჩვენ სიხარულით ჩავერთვებით პარტიის ცხოვრებაში და არც შიდა კონკურენციას შევუშინდებით. მართალია, კაცს შეიძლება გალაკტიონის ლექსი გაგახსენდეს და ცოტა შეცბე: ".. წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული..", მაგრამ ამჯერად, მერაბ კოსტავას სიტყვები უფრო გამოგვადგება - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.

მეგობრებო, გთავაზობთ მსჯელობას ამ თემაზე, ხოლო პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ.

წერილი საჯაროა და მისი ადრესატი ყველა ჩვენი მხარდამჭერია, რისთვისაც მათი გულწრფელად და უზომოდ მადლობელი ვარ", - ნათქვამია უგულავას მიმართვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."