პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის
ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის. ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ირაკ­ლი ალა­სა­ნია სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას ხნის გო­რის 41-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქის არ­ჩევ­ნე­ბი­დან, სა­დაც პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, 19,38%-ით მე­ო­რე ად­გი­ლი უკა­ვია და მე­ო­რე ტურ­ში უწევს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა.

"მინ­და უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც მხა­რი და­მი­ჭი­რეს, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­რის ამომ­რჩევ­ლებს, თუმ­ცა მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ შე­ვა­ჩე­რო ჩემი კამ­პა­ნია, რად­გან ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა გუნ­დი, რო­მელ­საც უნდა ემუ­შა­ვა პარ­ლა­მენ­ტში. სამ­წუ­ხა­როდ, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მოგ­ვე­ცა... ვი­ნა­ი­დან ვერ ვხე­დავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ აქ­ტი­უ­რად მო­ვახ­დი­ნო გავ­ლე­ნა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, მი­ვი­ღე გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბა, დრო­ე­ბით გა­ვი­დე პო­ლი­ტი­კი­დან", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო: სი­ტყვე­ბი, რომ­ლი­თაც ალა­სა­ნია პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და და რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ პარ­ტია "ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო - თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" 2009 წელს და­ა­ფუძნა. 2012 წლის და­სა­წყის­ში ის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" შე­უ­ერ­თდა, ამა­ვე წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2014 წლის 4 ნო­ემ­ბრამ­დე კი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო.

2004 წლის სექ­ტემ­ბრი­დან 2006 წლის მარ­ტამ­დე ალა­სა­ნი­ას აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის და კონ­ფლიქ­ტე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ეკა­ვა.

2006 წელს ირაკ­ლი ალა­სა­ნია იყო სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ე­რო-ში. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2008 წლის 4 დე­კემ­ბერს გა­დად­გა. მისი გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მისი და პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძი­რე­უ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს შიდა და სამ­ხედ­რო გან­ვი­თა­რე­ბის, მათ შო­რის, კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხში.

Irakli Alasania leaves the politics

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულის შესაბამისად, ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხნის გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი უკავია და მეორე ტურში უწევს მონაწილეობის მიღება.

"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, განსაკუთრებით გორის ამომრჩევლებს, თუმცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა... ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება, დროებით გავიდე პოლიტიკიდან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

იხილეთ ვიდეო: სიტყვები, რომლითაც ალასანია პოლიტიკიდან წავიდა და რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზები

ირაკლი ალასანიამ პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" 2009 წელს დააფუძნა. 2012 წლის დასაწყისში ის კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, ამავე წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო.

2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე ალასანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობები ეკავა.

2006 წელს ირაკლი ალასანია იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში. ამ თანამდებობიდან 2008 წლის 4 დეკემბერს გადადგა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხში.

Irakli Alasania leaves the politics

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."